მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი) — ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში; აბდულა-ბეგის ძე. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი.

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

სელიმი თავის მამის კვალს — ბეგობას დაადგა და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ ფაშობაც-კი იშოვნა და სელიმ-ფაშად იწოდებოდა. ეს ის სელიმ ფაშა იყო, რომელსაც ახალციხეში გაქცეული და უტახტოდ დარჩენილი სოლომონ, მეფე იმერეთისა, რუსების წინააღმდეგ 1814 წელს შველასა და დახმარებას სთხოვდა.

XVIII საუკუნის ბოლო წლებში აჭარა ახალციხის ფაშას, ათაბაგ შერიფ-ფაშას ექვემდებარებოდა. გარემოება მეტად აწეწილ-დაწეწილი იყო. ამით ისარგებლა სელიმ-ბეგმა, ფეხი კარგად მოიმაგრა აჭარაში, ბატონი გახდა იქაურ მკვიდრთა და ახალციხის ფაშას პირდაპირ, კადნიერად გამოუცხადა, „არ მინდა გემორჩილო და ბატონად გაღიაროვო“. მარტო ეს როდი იკმარა სელიმ-ბეგმა. შეჰკრიბა აჭარელნი და მათი შემწეობით 1803 წელს შერიფ ფაშა ახალციხიდან განდევნა, ხოლო ფაშობა თვითონ ჩაიგდო ხელთ.

სელიმ-ფაშას დროს, როგორც აჭარა, ისე ახალციხის საფაშალიყო ლეკების ბუნაგად იყო ქცეული. ეს მტაცებელი ხალხი თავისუფლად დათარეშობდა ყველგან. სელიმ-ფაშას ეს მთიელები ქართლის დასარბევად ჰყავდა დაქირავებული. ცოტ-ცოტათი ძლიერების ფრთები გაშალა, ქედმაღლურად დაიჭირა თავი და სულთანს თითქმის არც კი ემორჩილებოდა. სულთანს, რა თქმა უნდა, არაფრად ეჭაშნიკებოდა თავისი ქვეშევრდომის ურჩობა და განურისხდა. სელიმი იძულებული იქნა ახალციხიდან ლტოლვილიყო. სელიმს სიკვდილიც მიუსაჯეს. 1809 ივნისში შერიფ-ფაშა ისევ დაბრუნდა ახალციხეში და სელიმს დაუწყო ძებნა. სელიმ ფაშა ამასობაში აჭარაში იმალებოდა თავისი სახლობით, რადგან მასთან ერთად მის ოჯახსაც ჰქონდა სიკვდილი მისჯილი. 1812 წელს სელიმმა ფაშობა უკან დაიბრუნა.

სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა ოსმალეთისს ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. 1815 წელს სულთანის ბრძანებით არზრუმის სერასკირმა, ბაბა-ფაშამ (ფეხლევანმა) აჭარაში გამოგზავნა 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. სელიმ-ფაშა ზემო აჭარის სოფელ ბაკოსთან ხიხანის ციხეში გამაგრდა და იქ იყო, სანამ მოღალატემ ხელში არ ჩაიგდო.

ეს ისტორიული მომენტი შემდეგნაირად იყო ხალხში შემორჩენილი:

ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: „ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რაკი ეს შემომკადრე, ულვაში არა მსხმია, თუ ერთი წლის განმავლობაშითავი არ მოგაჭერ და შენი ცოლები ციხეში არ დავისვი ცოლებადო“. თავისი მუქარა აუსრულებია კიდეც.

ჰამზა-ალის მემკვიდრენი სულთანთან წასულან, წაუყვანიათ მცირეწლოვანი ბავშვები, წაუღიათ სისხლში მოსვრილი ტანისამოსი ჰამზა-ალისა და შეუჩივლიათ — სელიმმა ასე და ასე გვიყოვო. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა ჯარით და ფირმანიც მისცა — სელიმ-ბეგი დაიჭირე და თავი მოჰკვეთეო.

ეს რომ სელიმმა შეიტყო, 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალი შეიტანა და კარები ჩაიკეტა.

მაჰმუდ-ფაშა 12 ათ სიანი კაცისგან შემდგარი ჯარით ხირხათის ძირას დაბანაკდა, სოფელ თხილვანში. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო, სელიმი როგორმე ხელში ჩაეგდო, მაგრამ ციხე ვერას გზით ვერ მიუდგა.

ამასობაში სელიმმა სულტანს კაცი გაუგზავნა: ნება მიბოძე შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო, მაშინვე მომკალიო. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა, სელიმის საუბედუროდ ციხე სწორედ შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლისმოყვარეობამ სძლია, მაჰმუდის მიერ მოსყიდულ იქნა და ციხი კარის გასაღები მისცა.

ერთ ღამეს, სელიმის ჯარი უშიშრად და არხეინად რომ იყოო, ის ციხის კარი გაიღო. ბაირაღარი სელიმთან მიიჭრა საჩქაროდ, კარი დააკაკუნა და მოახსენა: ფაშა შემოვიდა და უნდა წაგვიყვანოსო, ძალით ვერას გავხდებითო, სელიმი გამოვიდა და უთხრა: ცოტა მომითმინეთ და წამოვალო. მინდა ცოლ შვილს გამოვეთხოვოო. მივიდა ცოლებთან და უთხრა: ძვირფასი რამ ნივთები მომეცითო. ცოლებს ეგონათ გაგიჟდაო, ან ფულით მტერი უნდა დაახარბოს და თავი დაიხსნასო და ცრემლი მოერიათ. — გიჟი ნუ გგონივართ, — დაამშვიდა სელიმმა, — ჯალათს ნება აქვს მკვდარს ჯიბე გამისინჯოს, რაც გამოჩნდება, ყველაფერი მისი იქნება. რომ დამისინჯავს და ვერაფერს იპოვნის, ხომ შემაგინებს: „ფუი ამის კაცობას, ცარიელი დანავალაო“. ეს უთხრა და ორიოდ ძვირფასი თვალი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.

სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოკვეთდნენ, სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი დასჯის დღეც დადგა, მაგრამ ჯალათობა არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა, მისცეს ერთი ოქრო და იმანაც მოჰკვეთა თავი სელიმს სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმა ადგილას, რომელსაც „სერი-ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხნი დღესაც პურსა სთესენ. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს.

ამ აჭარელი გმირის თავის მოკვეთის შემდეგ ორ საათს არ გაუვლია, რომ სულთანის ფირმანიც მოსულა: „თუ დაიჭირეთ სელიმი, ცოცხალი მომგვარეთო“. მაჰმუდ-ფაშამ, ამის მაგივრად, სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა თურმე და ჰკითხა: ფირმანი რა უყავიო? — სიკვდილის შემდეგ მოვიდაო. — რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანდა, აღარც მე მენანებიო და ბრძანა თავი მოეკვეთათ.

სელიმის თავი სტამბოლშია დამარხული და ქების წარწერა აქვს მის სალავის ქვასაო. ტანი კი ჯერ სოფ. შიგანაში დაუმარხავთ, მაგრამ მერე ცოლს თავის სოფელ ნიგოზეულში გადაუტანინებია.

—თედო სახოკია

აჭარელი ხიმშიაშვილი ბეგების გენეალოგიარედაქტირება

აბდულა-ბეგი

სელიმ-ბეგი/სელიმ-ფაშა

აჰმედ-ბეგი/ახმედ-ფაშა, აბდი-ბეგი (ცოლი: ესმა - სიმონ III გურიელის ასული), ქერ-ხუსეინ-ბეგი

შერიფ-ბეგი

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება