ძიმითი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. შედგება სოფლებისაგან ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი. თემის ფართობია 17,66 კვადრატული კილომეტრი.

ძიმითის თემის ცენტრი

ძიმითი არის სოფლების, ზედა ძიმითისა და ქვედა ძიმითის ძველი სახელწოდება. ძიმითი წარმოადგენდა საბერიძეოს, შედიოდა ბერიძეების სათავადოში და იდგა ბერიძეების ციხე. „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). 1660-1662 წლებში ვამეყ დადიანმა ძიმითის წმინდა კვირიკეს საყდარი მისი დეკანოზით, ოჯახითა და ყმებით აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.[1] ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა, გუგუნავებმა აქ გადაიტანეს ქვემო გურიიდან წამოღებული სიწმინდეები. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. ტაძარში ინახებოდა წმინდა კვირიკეს და წმინდა გიორგის ოქროთი დაფარული ვერცხლის ხატები. წარწერებში იხსენიება გიორგი III გურიელი გიორგი დადიან-გურიელის სახით. იქვე ინახებოდა თეთროსანიდან და ჯიხანჯურიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი.[2]ეკლესია დაიწვა 1900 წელს ხანძრის შედეგად.[3]

XIX საუკუნეში ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა გურიის ქედის კალთები და მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე სუფსის უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა სიმინდი და ღომი. გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა.[4]ძიმითის სასოფლო საზოგადოებაში, გარდა ძიმითისა, შედიდა სოფლები მამათი და ნაგომარი. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები. 1914 წელს მოსახლეობის ზრდის გამო გაიყო ზედა და ქვედა ძიმითად.

1920 წელს ძიმითის თემში მოქმედებდა ოთხი სკოლა: ძიმითის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც ნოე ჟორდანიას სახელობის იყ, ასევე ძიმითის, ქვედა ძიმითის და მამათის დაწყებითი სკოლები[5] საბჭოთა პერიოდში ძიმითში მოქმედებდა ერთი კოლმეურნეობას. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. ძიმითის სოფსაბჭოს სოფლებში აგრეთვე მოყჰავდათ ციტრუსი, თუთა, ხეხილი და ვაზი. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და ნაგომრის კოლმეურნეობებს. 1950-იან წლებში აიგო კოლმეურნეობის ადმინისტრაციული ორსართულიანი შენობა 18 ოთახით, აშენდა საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელისთვის, თირისა და კოხას უბანში გაიხსნა სამკითხველო, აიგო სასპორტო დარბაზი.[6]1959 წელს გაიხსნა 150 მეტრიანი ხიდი მდინარე სუფსაზე, რომელმაც ძიმითი ოზურგეთსა და ჩოხატაურს უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე აშენდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1977 წელს ძიმითის კოლმეურნეობა ფლობდა 281 ჰა ჩაისა და 43,5 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვედა ძიმითი ზედა ძიმითი ნასაკირალი
1893[7] 1387
1902[8]   3050 1635 1415
1908[9]   3020 1519 1501 789
2002   1877 980 751 146
2014[10]   1352 652 700 885 330 137

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დოლიძე, ი., „ქართული სამართლის ძეგლები“, ტ. VI, თბილისი: მეცნიერება, 1977. — გვ. 671.
  2. თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი“, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 28-30.
  3. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 21.
  4. შარაშიძე, გ., „გურიის წარსულიდან“, თბილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“. — გვ. 37-39, ISBN 99940-62-66-2.
  5. გურიის ერობის მოამბე N11 გვ. 6-8 — 14 მარტი 1920
  6. „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1958, № 31, გვ. 3.
  7. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  8. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  9. Кавказский календарь на 1910 год
  10. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.