ჯიხანჯური
ჯიხანჯური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის თემში. მდებარეობს აჭარის მთისწინეთში, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 100 მ. ქობულეთიდან 16 კმ. ოჩხამურიდან 6 კმ. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ჯიხანჯურიდან წაღებული ღვთისმშობლის ხატი ინახებოდა ძიმითის ეკლესიაში.[1] 1983 წლისთვის შედიოდა ლეღვას სასოფლო საბჭოში, 1987 წლისთვის კი ოჩხამურის სადაბო საბჭოში. 2002 და 2014 წლის აღწერებით ჯიხანჯური ცალკე აღწერილი არ არის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 569.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 29.