ოჩხამური (მდინარე)
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ოჩხამური — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ მთისწინეთში, ჩოლოქის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 705 მ-ზე. სიგრძე 21,4 კმ, მდინარის აუზის ფართობი 65,2 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირეა მაისიდან აგვისტომდე. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,36 მ³/წმ.
ოჩხამური | |
---|---|
![]() მდ. ოჩხამური დაბა ოჩხამურთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°52′36″ ჩ. გ. 41°54′25″ ა. გ. / 41.87667° ჩ. გ. 41.90694° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 705 მ |
შესართავი |
ჩოლოქი 41°53′31″ ჩ. გ. 41°46′58″ ა. გ. / 41.89194° ჩ. გ. 41.78278° ა. გ. |
სიგრძე | 21,4 კმ |
აუზის ფართობი | 65,2 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,36 მ³/წმ |
![]() ![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 623.