ნასაკირალი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ნასაკირალისოფელი და კურორტი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში (სოფლები: ზედა ძიმითი, ქვედა ძიმითი, ნასაკირალი).

სოფელი
ნასაკირალი

ნასაკირალის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ძიმითი
კოორდინატები 41°58′20″ ჩ. გ. 42°03′50″ ა. გ. / 41.97222° ჩ. გ. 42.06389° ა. გ. / 41.97222; 42.06389
ფართობი 1,66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 105
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 137[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 82,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნასაკირალი — საქართველო
ნასაკირალი
ნასაკირალი — გურიის მხარე
ნასაკირალი

გეოგრაფია

რედაქტირება

ნასაკირალი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ქვემო წელში, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ. ზამთარი თბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,3 °C. ზაფხული ცხელია და ტენიანი, საშუალო ტემპერატურა 21,8 C°. ნალექების წლიური რაოდენობაა 1880 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობაა 75 %. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1800-1900 საათი.

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1905 წელს ნასაკირალის ტყეში გაიმართა ნასაკირალის ბრძოლა, ადგილობრივი გლეხების შეტაკება კაზაკებისა და მილიციის რაზმების წინააღმდეგ. 1955 წელს სოფელში გაიხსნა ობელისკი. 1965 წელს ცხავათის მთაზე გაიხსნა 1905 წლის გამოსვლების ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად დანგრეულია.

ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბად სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომელმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1929 წელს გაიჩეხა ტყეები, ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით ძიმითის საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს. 1933 წლიდან დაიწყო ნასაკირალის, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის განვითარება. 1952 წელს ნასაკირალში 2500 ადამიანი მკურნალობდა, 1953 წელს კი 4138. 1950-იან წლებში აშენდა 40 ადგილიანი სასტუმრო.[2] 1970 წელს აშენდა 100 ადგილიანი სტაციონარი, ამ დროისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა. მოქმედებდა სამი ჭაბურღილი. ორი მათგანის წყალი გამოსადეგი იყო აბაზანებისთვის, ხოლო ერთისა — სასმელად.

ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცელებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-7,8 გ/დმ³. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყებოდა 20 ივნისიდან. ამჟამად ნასაკირალის საკურორტო ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

ობელისკი

რედაქტირება

სოფელში დგას ნასაკირალის ბრძოლის აღსანიშნავი ობელისკი, რომელიც 1955 წლის 12 ნოემბერს აღიმართა. ობელისკის ქვემო ნაწილზე იყო ბარელიეფი გლეხთა გამოსახულებით, პოსტამენტს კი ჰქონდა წარწერა ქართულ და რუსულ ენებზე: „აქ ნასაკირალთან, 1905 წლის 20-21 ოქტომბერს (2-3 ნოემბერს) გურიის აჯანყებულ გლეხთა შეიარაღებულმა რაზმებმა მედგარი ბრძოლა გაუმართეს მეფის ჯარის ნაწილებს და სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.“ დაზიანებული ობელისკი აღდგენილ იქნა 2013 წელს, ბარელიეფის გარეშე, განსხვავებული წარწერით.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 146
2014   137 70 67

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ლენინის დროშა“ N31, გვ. 3, — 1958 წ.