ჩინური ენის სატრანსკრიფციო სისტემები
ჩინური იეროგლიფებისთვის სატრანსკრიფციო სისტემის შექმნის აუცილებლობა ისტორიულად ჩნდებოდა საკუთარი ფონეტიკური დამწერლობის მქონე ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჩინეთთან იწყებდა ან აფართოებდა ორმხრივ ურთიერთობებს.
ისტორიული თვალსაზრისით, ჩინურის ტრანსკრიბირებისთვის ყველაზე ძველი სისტემებიდან ერთ-ერთი პირველი არის არაბული (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) და მანჯურიული, — ე.წ. „ტჷლერჹი ჰერგენჲ“, რომელიც პრაქტიკულად ცალკე ანბანს წარმოადგენდა, ტრანსკრიფციები.
ჩინური იეროგლიფებისთვის საერთო ნორმატივის მიღებამდე, რომელიც მოგვიანებით ფინინი გახდა, არსებობდა აღნიშნულ იეროგლიფთა გადმოცემის რამდენიმე საწარმოთქმო სისტემა.
სატრანსკრიფციო სისტემების ნუსხა
რედაქტირებალათინური სისტემა
რედაქტირება- ჰანუი ფინინი (ფართოდ ცნობილია სახელით როგორც ფინინი) — უნივერსალური ლათინურ ანბანზე დამყარებული ჩინურ იეროგლიფთა ტრანსკრიფცია, რომელიც თანამედროვე ლექსიკონებში, დოკუმენტებში, საბუთებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძირითად საშუალებას წარმოადგენს ჩინურის გადმოსაცემად. ფინინი შემუშავდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1958 წელს, ხოლო საბოლოოდ დამტკიცდა სახელმწიფოს მთავრობის მიერ 1979 წელს. გაცილებით ფართოდ გამოიყება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროში.
- ვეიდ-ჯაილზის სატრანსკრიფციო სისტემა — შემუშავდა XIX საუკუნეში სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისურენოვან ქვეყნებში. ვეიდ-ჯაილზის ტრანსკრიფცია ჩინეთში ფინინის სისტემით ჩაანაცვლეს.
- გოიუი ლომაძი — შემუშავდა XX საუკუნის დამდეგს ჩინელი ენათმეცნიერების მიერ როგორც ვეიდ-ჯაილზის ალტერნატიული სისტემა. ტონების აღნიშვნა ყოველ მარცვალზე გარკვეული ასო-ნიშნების კომბინირებით იყო შესაძლებელი და არა დიაკრიტიკებით. დღესდღეობით პრაქტიკულად არსად არ გამოიყენება.
- მანდარინის ფონეტიკური სიმბოლოები II — შექმნეს ტაივანელმა ლინგვისტებმა 1984 წელს გოიუი ლომაძისა და ვეიდ-ჯაილზის საფუძველზე. მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა ტაივანზე, მას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოცემული ლიტერატურის ფარგლებს გარეთ არ ჰქონია მაინცადამაინც დიდი გამოყენება. ამჟამად ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
- თუნიუნ ფინინი – ჰანუი ფინინის ტაივანური ანალოგი. თუმცა კუნძულზე მას ოფიციალური ფუნქცია აქვს 2002 წლიდან. უფრო მეტიც, თუნიუნ ფინინი თანაარსებობს სხვა სისტემებთან ერთად.
- იელის უნივერსიტეტის რომანიზაციის სისტემები — შემუშავდა იელის უნივერსიტეტში. იელის ფუთუნხუას რომანიზებული სისტემა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედროთა დაკვეთით. დღესდღეობით ფინინით არის ჩანაცვლებული. კანტონური დიალექტის იელის რომანიზებული სისტემა გამოქვეყნდა 1970 წელს და დღემდე მეტ-ნაკლებად გამოიყენებენ.
- მორისონის ტრანსკრიფიცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს ბიბლიის ჩინურ ენაზე მთარგმნელის, მორისონის (Robert Morrison, 1782–1834) „ჩინური ენის ლექსიკონში“, რომელიც შანხაიში გამოიცა (იხ. R. Morrison: „A Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1879).
- უილიამსის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოიყენეს შანხაიში გამოცემულ უილიამსის (Samuel Wells Williams, 1812–1884) „ჩინური ენის სილაბურ ლექსიკონში“ (იხ. Williams, S. W.: „A Syllabic Dictionary of the Chinese Language“, Shanghai, 1874) .
- ბალერის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა ბალერის (Frederick William Baller, 1852–1922) „ჩინურ-ინგლისურ ანალიტიკურ ლექსიკონში“ (იხ. Baller, F. W.: „An Analytical Chinese-English Dictionary, Compiled for the China Inland Mission“, Shanghai, 1900)
- მატირის ტრანსკრიფცია — მოძველებული ტრანსკრიფცია. პირველად გამოქვეყნდა მატირის (Calvin Wilson Mateer, 1836–1908)) ავტორობით გამოსულ მანდარინის მოკლე სასწავლო სახელმძღვანელოში (იხ. Mateer, С. W.: „A Short Course of Primary Lessons in Mandarin Shanghai“, 1904). გამოიყენებოდა ამერიკული პრესვიტერიანელთა პუბლიკაციებში.
ვიწრო გამოყენების სისტემები
რედაქტირებასხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელებული ლათინურანბანოვანი სატრანსკრიფციო სისტემებისა, ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებობს ისეთი ტრანსკრიფციებიც, რომელთანც მხოლოდ ცალკეული ავტორები ან ავტორთა კოლექტივები ჰქმნიდნენ და იყენებდნენ თავიანთ შრომებში:
- ჯ. ედკინსი (J. Edkins, 1857),
- უი. ფრ. მაიერსი (William Frederick Mayers, 1874),
- ფრ. მ. მიულერი (Friedrich Max Müller, 1882),
- ი. ი. მ. დე გრუტი (Johann Jakob Maria de Groot, 1892–1910),
- ჩ. ლიმანი (С. Leaman, 1897),
- ჩინეთის საგანმანათლებლო ასოციაცია (Educational Association of China — E.A.C., 1904),
- გ. ს. გარდნერი (G. S. Gardner, 1931),
- კ. ბ. კარლგრენი (Klas Bernhard Johannes Karlgren, 1940),
- ნ. ჯ. ნიდემი (Noël Joseph Terence Montgomery Needham, 1954).
კირილური სისტემა
რედაქტირება- პალადიუსის (პალადიუს-ვასილიევის) სატრანსკრიფციო სისტემა — ჩინური იეროგლიფების რუსულ ენაზე გადატანის სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც XIX საუკუნეში შექმნეს რუსმა სინოლოგებმა. პალადიუსის სისტემა ფართოდ გამოიყენება როგორც რევოლუციამდელ რუსეთში დროს, ასევე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციაში გამოცემულ ლექსიკონებში; წარმოადგენს ჩინური საკუთარი სახელების, ტოპონიმებისა და ისტორიზმების, ეთნონიმების სტანდარტულ ტრანსკრიფციას რუსულენოვან ლიტერატურაში, და დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ხალხებისთვის ჩინური ენის სატრანსკრიფციო ერთადერთ საშუალებად.
- კანტონური სიტყვების რუსული ტრანსკრიფცია — სატრანსკრიფციო სისტემა, რომელიც შემუშავდა კანტონური, კანტონეზური სიტყვების რუსულ ენაზე გადმოსაცემად, — უმთავრესად ჰონგ-კონგში.
- რუსულ-ჩინური ტრანსლიტერაცია — რუსული სახელების საკუთარი ჩინური იეროგლიფებით გადმოცემა. ამ სისტემის შეშვეობით შეიძლება კირილური ანბანით დაწერადი სახელის, გვარის, მამის სახელის, საერთოდ რაიმე რუსული და არა მხოლოდ სახელწოდების გაჩინურება, ან პირიქით ჩინურად შექმნილი იეროგლიფიკური ჩანაწერის წაკითხვა კირილური ანბანის საშუალებით.
სხვა ანბანურ სისტემებზე დაფუძნებული ტრანსკრიფციები
რედაქტირება- სიაოერძინი, შემოკლ. 小经 სიაოძინი — არაბული ანბანის მეშვეობით ჩინური იეროგლიფების ჩაწერის სატრანსკრიფციო სისტემა, რომელსაც ჩინელი მუსლიმები გამოიყენებდნენ. დღესდღეობით ნაკლებად გამოიყენება.
- ტულერგი ჰერგენი — სტანდარტიზებულია მანჯურიული დამწერლობის რეფორმირების დროს, — 1632 წელს, აღნიშნულ დამწერლობასთან ერთად.
- ჯუინი (ბოპომოფო) — შეიმუშავეს ჩინეთში 1912 წელს, ხოლო საბოლოო ვარიანტი კი მიიღეს 1939 წელს. დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ტაივანში, უმთავრესად სასწავლო ლიტერატურაში ჩინური ტექსტების კომპიუტერში ან ტელეფონში შესაყვანად. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ფინინის სისტემითაა ჩანაცვლებული.
გაქართულებული რუსული და რომანული სისტემები
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის წლებში მხატვრული თარგმანისა თუ პრესის ენისთვის მიღებული იყო ე.წ. პალადიუს-ვასილიევის სატრანსკრიფციო სისტემის გაქართულება. შემდგომ წლებში იყო ჩინურის რომანული ვარიანტის გაქართულებულების მცდელობები, რაც იმას უკავშირდებოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა ქართულის ენისა და ანბანის ფონეტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით შექნილი ჩინური იეროგლიფიკის საკუთარი სატრანსკრიფციო სისტემა.
ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
რედაქტირებაჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები პირველად დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 22 მარტს. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველი და ჩინელი მეცნიერები — მარინე ჯიბლაძე, თინათინ ბოლქვაძე, ლიოუ ჩაო, ლიანგ ქუნგქუნგი, ნიკო ქელბაქიანი, მაკა თეთრაძე. დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე წესები გამოქვეყნდა ამავე წლის 22 ივნისს.[1] შეტანილია 2020 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ რიგით II ბიულეტენში.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Legeza, Ireneus László: Guide to transliterated Chinese in the modern Peking dialect. Leiden : Brill, ორ ტომად, 1968–1969
- ტომი 1: Conversion tables of the currently used international and European systems with comparative tables of initials and finals
- ტომი 2: Conversion tables of the outdated international and European individual systems with comparative tables of initials and finals
- Kaden, Klaus: Die wichtigsten Transkriptionssysteme für die chinesische Sprache. Eine Einführung zum Selbststudium (VEB Verlag Enzyklopädie, Leipzig 1975).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vergleichende Liste der Transkriptionssysteme Zhuyin, Wade-Giles, MPS2, Yale, Tongyong Pinyin, Hanyu Pinyin, Gwoyeu Romatzyh
- Vergleichende Liste der Transkriptionssysteme Pinyin, Wade-Giles, EFEO/Vissière, Lessing-Othmer, Stange, Unger, Bopomofo
- Automatischer Converter für Hanyu Pinyin, Wade-Giles, Yale, Guoinll, Bopomofo, Gwoyeu Romatzyh, französische Romanisierung, Tongyong Pinyin
- Chinese Romanization System: IPA Transliteration (Sino-Platonic Papers) (PDF-Datei; 1,34 MB)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (22 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2021
- ↑ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიულეტენი II. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (24 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2021