ისტორიზმი — სპეციალური ტერმინი ენათმეცნიერებაში, რომლითაც ისტორიულად არსებულ, მაგრამ დღეს არარსებულ საგნებსა და მოვლენებს გამოხატავენ. მაგ., ბოლშევიკი, კომკავშირელი, მეჭურჭლეთუხუცესი, და ა. შ..

არქაიზმისაგან განსხვავებით ისტორიზმები არ წარმოადგენენ მოძველებულ სიტყვებს, არამედ ისინი შეიძლება ასევე თანამედროვე ენაში, ან მეტყველებაში გამოიყენებოდნენ. ისტორიზმები წარსულზე საუბრებში გვხვდება წარსულის სურათის გასაცოცხლებლად, ანდა პარალელის გასავლებლად წარსულთან. მაგალითად, სიტყვა ვასალი ისტორიზმია და მისი თანამედროვე ალტერნატიული სიტყვა არ არსებობს, მაგრამ მისი დღეს გამოყენება ამ სიტყვის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს ახალ, თანამედროვე კონტექსტში.

სხვა განმარტებები რედაქტირება

  • ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანური ეგზისტენციის გამოვლენას ისტორიულობაში ხედავს და ინსტიტუციების, იდეების წარმომავლობისა და ცვალებადობის ისტორიულობას უსვამს ხაზს.
  • მეცნიერულ-თეორიული აზრით, ისტორიზმი გულისხმობს კანონზომიერებების ისტორიული ინვარიანტების ძიებაზე, დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებელ ნომოლოგიურ გამონათქვამებზე უარის თქმას. ისტორიზმი ყოველ ისტორიულ ეპოქას უნიკალურად მიიჩნევს და ცალკეული სიტუაციის, მოქმედების ხერხებისა და თვით მოქმედი სუბიექტების ინდივიდუალურობას თავისი კვლევის ობიექტად აცხადებს. ისტორიზმის თანახმად, საგნის არსი მის განუმეორებლობაში უნდა იქნეს შემეცნებული, რაც ჰერმენევტიკისა და გაგების მეთოდებით ან ინტუიციით მიიღწევა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება