ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია
ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, ანუ სიაოერძინი (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) — ჩინური ენის იეროგლიფების გადმოსაცემად შექმნილი სატრანსკრიფციო სისტემა, რომელსაც გამოიყენებდნენ ჩინეთის მუსულმანები, — როგორც ჩინურ ენაზე მოლაპარაკენი, ასევე მათ მეზობლად მცხოვრები დუნსიანები და სალარები.
ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია - სიაოერძინი
რედაქტირებასიაოერძინი წარმოადგენს ჩინური სიტყვების ტრანსკრიბირებისთვის შექმნილი სისტემებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ ტრანსკრიფციას მსოფლიოში.
ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, - სიაოერძინი, თავისი შინაგანი სტრუქტურული და ლოგიკური სრულყოფით ბევრად აღემატება ლათინური ანბანის საფუძველზე ბევრად გვიან შექმნილსა და დღეს სტანდარტად მიჩნეულ ფინინს.
ანბანის სახელწოდება: სიაოერძინი, სიაოძინი
რედაქტირებაჩინური იეროგლიფიკის არაბული ტრანსკრიფციის სახელწოდებას - სჲაოერძჷნ - რამდენიმე წერითი ვარიანტი გააჩნია. ესენია;
- ჩინური 小兒經/小兒錦 / 小儿经/小儿锦,
- ფინინი Xiǎo'érjīng/Xiǎo'érjǐn, Xiao'erjing: شِيَوْ عَر دٍ)
- ანდა, შემოკლებული ფორმით Xiaojing
- ჩინური 小經/消經 / 小经/消经,
- ფინინი Xiǎojīng/Xiāojīng
სიაოერძინის გაჩენისა და ჩამოყალიბების წინაპირობები
რედაქტირებასიაოერძინის გაჩენა, ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება მინის ეპოქის შუა პერიოდს. ამ დროისათვის იმპერიის მუსულმანთა უმეტესობის – აწინდელ ჰუიეცუს, ან ჰუიეიცუს წინაპართა – მშობლიურ ენად უკვე იქცა ჩინური. წერა-კითხვის ცოდნა, რაც იეროგლიფიკის ცოდნას უკავშირდებოდა, შედარებით იშვიათობას წარმოადგენდა მუსულმანთა შორის; მუსულმან მამაკაცებს ამავე აღმსარებლობის ქალებისაგან ჰქონდათ უფლება ესწავლათ წერა-კითხვა, რაც მეჩეთებსა და მედრესეებთან არსებულ სკოლებში იყო მხოლოდ შესაძლებელი. ისლამური აღმსარებლობის სასწავლო დაწესებულებებში კი სწავლა-განათლების მიღება მხოლოდ არაბულ ენაზე იყო შესაძლებელი. მუსლიმთა მთავარი წიგნის ყურანისა და სხვა თეოლოგიური ლიტერატურის წაკითხვა უკავშირდებოდა არაბული და სპარსული კალიგრაფიის დაუფლებას. ამ ენათა ფონეტიკური და მორფოფონოლოგიურ ბუნების ჯეროვნად ცოდნას. ყოველივე წარმოადგენდა წინაპირობას იმისათვის, რომ მშობლიური ჩინური სიტყვები ჩაეწერათ არაბულ-სპარსული ასო-ნიშნების მოშველიებით.
სიაოერძინზე შესრულებული ყველაზე ძველი წარწერა დათარიღებულია ჰიჯრიდან 740 წლით (ჩვ. წელთაღრიცხვის 1339-1340 წ.), რომელიც წარმოადგენს ქალაქ სიანში დასიუეს სისიანის მეჩეთის ეზოში ერთ-ერთ სტელაზე.
ჩინურის არაბული ადაპტაცია
რედაქტირებასიაერძინს 36 ასო-ნიშანი აქვს, რომელთაგან 4 გამოიყენება ხმოვნების გამოსახატავად. 36 ასო-ნიშნიდან 28 გადმოღებული არის უშუალოდ არაბული ანბანიდან, ხოლო 4 ასო-ნიშანი, რომელთაგან 4 ასო დამატებით მოდიფიცირებულ იქნა, სპარსულიდან ანბანიდანაა ნასესხები ან მოდიფიცირებული.
გარდა ამისა, არის კიდევ 4 ასო, რომელიც მხოლოდ სიაოერძინს გააჩნია.
საბოლოო ჯამში, სიაოერძინის, ან სიაოძინის ასოთა რაოდენობა თავისი დამატებითი თუ საგანგებოდ შექმნილ გრაფიკულ ნიშნებთან ერთად ლამის ორჯერ აღემატება თავდაპირველად არაბულ-სპარსული დამწერლობებიდან ნასესხებ 36 ასო-ნიშანს.
თავკიდურა მარცვლები (ინიციალები) და თანხმოვნები
რედაქტირება
|
თავკიდურა მარცვლები (ფინალები) და ხმოვნები
რედაქტირებაჩინური
რედაქტირება
|
ნიმუში
რედაქტირებაადამიანის უფლებათა დეკლარაციის 1 მუხლი სიაოერძინსა და ჰანჲუი ფინინზე:
- სიაოერძინი:
- ჰანჲუი ფინინზე: "Rénrén shēng ér zìyóu, zài zūnyán hé quánlì shàng yílǜ píngděng. Tāmen fù yǒu lǐxìng hé liángxīn, bìng yīng yǐ xiōngdiguānxì de jīngshén hùxiāng duìdài."
- ქართულად: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ჩინური ენის სატრანსკრიფციო სისტემები
- ალჯამიადო (არაბული ან ებრაული კონსონანტური ანბანით დაწერილი ტექსტები)
- პალადიუსის სისტემა
- კონცევიჩის სისტემა
- პოლივანოვის სისტემა
- ვიეტნამურ-რუსული ტრანსკრიფცია
ლიტერატურა
რედაქტირება- Xiaojing Qur'an Kreis Dongxiang, Autonomer Bezirk Lingxia, Gansu, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
- Huijiao Bizun გვ. 154. (ფოტოკოპირებული გამოცემა).
- Muhammad Musah Abdulihakh: Islamic faith Q&A. 2nd ed. Beiguan Street Mosque, Xining, Qinghai, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დანართი შეიცავს სიაოერძინის, ფინინისა და არაბულის შედარებითი ცხრილი.
- Feng Zenglie: Beginning Dissertation on Xiao'erjing: Introducing a phonetic writing system of the Arabic script adopted for Chinese. წიგნში: The Arab World, Issue #1, 1982.
- Chen Yuanlong. The Xiaojing writing system of the Dongxiang ethnicity. წიგნში: China’s Dongxiang ethnicity. People’s Publishing House of Gansu, 1999.