გამომცემლობა ენციკლოპედია

გამომცემლობა ენციკლოპედია (გერმ. VEB Verlag Enzyklopädie, ქართ. სრული სახელწოდება სახალხო საწარმო გამომცემლობა ენციკლოპედია) — გამომცემლობა ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

გამომცემლობა ენციკლოპედია დაარსებულ იქნა 1956 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ლაიფციგში როგორც სახალხო საწარმო (VEB), რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა სამრეწველო და სამომსახურებო საწარმოებისთვის არსებულ სამართლებრივ ფორმას ჯერ საბჭოთა საოკუპაციო, ანუ აღმოსავლეთ ზონაში, ხოლო მოგვიანებით კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

გამომცემლობა გერმანიის გაერთიანებამდე (1990 წ.) ყოველწლიურად საშუალოდ 130 წიგნს გამოსცემდა.

1980 წლამდე გამომცემლობამ 1846 სათაური გამოსცა მთლიანობაში 22,3 მილიონი ეგზემპლარის ტირაჟით.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ გამომცემლობა ენციკლოპედია შეიძინა დასავლეთგერმანულმა ლინგვისტური და ლექსიკოგრაფიული პროფილის მქონე გამომცემლობა ლანგენშაიდმა (გერმ. Langenscheidt-Verlag).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Links, Christoph: Das Schicksal der DDR-Verlage: Die Privatisierung und ihre Konsequenzen. ელექტრონული წიგნი. Berlin, Christoph Links - 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება