სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტისაჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოში, რომელიც იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე.[1]

დეპარტამენტი შეიქმნა 2017 წელს სახელმწიფო ენის სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. ხოლო ფუნქციონირება 2018 წლის მარტიდან დაიწყო.[2]

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის: რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით.[1]

დეპარტამენტი ასევე გეგმავს სახელმწიფო ენ(ებ)ის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს.[1]

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით პერიოდულად ახლდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ჩვენ შესახებ. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. enadep.gov.ge. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  2. საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2017). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.