მედეა ჩახავა
მედეა ვასილის ასული ჩახავა (დ. 15 მაისი, 1921, სერგიეთი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 7 სექტემბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).
მედეა ჩახავა | |
---|---|
დაბადების სახელი | მედეა ჩახავა |
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1921 სერგიეთი, სენაკის მაზრა, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
7 სექტემბერი, 2009 (88 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) |
ნოდარ ჩხეიძე კოტე მახარაძე |
შვილ(ებ)ი |
თემურ ჩხეიძე, მაკა მახარაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ.
მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1] 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1949:„ბედნიერი შეხვედრა“ (ჟუჟუნა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1954: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1956:„ბაში-აჩუკი“ (მელანო) რეჟ. ლეო ესაკია
- 1958: „Andzamb tchanachum em“ (სომხეთი) (მედეა)
- 1958: „მანანა“ (მეეზოვე ქალი) რეჟისორები ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი
- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (მეფოლადის ცოლი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „ნინო“ (ნინო) რეჟ. ლეო ესაკია
- 1961: „გლახის ნაამბობი“ (თამრო) რეჟ. ლეო ესაკია
- 1962: „თხუნელა“ (ქეთო – ანას მეგობარი) რეჟ. შალვა მარტაშვილი
- 1967: „ალოობა“ (მაგდა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1972: „მხიარული რომანი“ (სოფიო) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1984: „აქედანა და შენამდე“ რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ (ნატალია) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გოგი ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1992: „ანას დაბადების დღე“ რეჟ. ლია ჯოჯუა
- 1996: „რა გაცინებს?“ რეჟ. თეიმურაზ ბუტიკაშვილი
- 2005: „უსუი“ რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- არნოდ დიუსო და ჯეიმზ გოუ ,,ღრმა ფესვები“ (ჯენევრა)
- ალექსანდრე ოსტროვსკი ,,ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ (მაშენკა)
- ილო მოსაშვილი ,,ჩაძირული ქვები“ (გაიანე)
- მიხეილ მრევლიშვილი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (მაიკო ორბელიანი)
- ილო მოსაშვილი ,,მისი ვარსკვლავი“ (ეთერი)
- იულიუს ფუჩიკი ,,ადამიანებო იყავით ფხიზლად“ (ლიდა პლახა)
- გაბრიელ სუნდუკიანი ,,პეპო“ (ეფემია)
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი“ (გაიანე)
- ჯონ ფლეტჩერი ,,ესპანელი მღვდელი“ (ამარანტა)
- ლეო ქიაჩელი ,,ტარიელ გოლუა“ (თინა)
- ,,ფილოსოფიის დოქტორი“ (კლარა)
- კიტა ბუაჩიძე ,,ეზოში ავი ძაღლია“ (სარე)
- კიტა ბუაჩიძე ,,ამბავი სიყვარულისა“ (იამზე)
- პავლე კოჰუტი ,,როცა ასეთი სიყვარულია“ (ლიდა მატისოვა)
- უილიამ შექსპირი ,,ჰამლეტი“ (ოფელია)
- ,,ფიროსმანი“ ( მარგარიტა )
- გიორგი ნახუცრიშვილი ,,ჭინჭრაქა“ (მელა )
- „შეხვედრა“ (მარი ოქტომბერი)
- „შუშის სამხეცე“ (ამანდა)
- „გვადი ბიგვა“ (მარიამი)
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (კნეინა ჩიტუნია)
- ფედერიკო გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი“ (მარია ხოსეფა)
- ნოდარ დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რუსულის მასწავლებელი)
- უილიამ შექსპირი ,,რიჩარდ III“ (მარგარეტ)
- ,,შორაპნელი ქალბატონები“ (პუპლია)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 91.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის არჩეულ დეპუტატთა სია (doc ). parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-29. ციტირების თარიღი: 2021-02-14.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1955. № 1. გვ. 24.