საერთაშორისო რეაქცია 2016 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე

აქ მოცემულია საერთაშორისო ლიდერების და მთავრობების გამოეხმაურება 2016 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციები

რედაქტირება
  •   აფრიკის კავშირი — კომისიის თავმჯდომარე ნკოსაზანა დლამინი-ზუმა: „აფრიკის კავშირის გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და სოლიდარობას გამოხატავს თურქ ხალხს, კავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ხელისუფლებას.“[1]
  •   ევროკავშირიფედერიკა მოგერინმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, დაპოსტა, რომ იგი „მუდმივ კონტაქტშია“ ევროკავშირის დელეგაციებთან ანკარასა და ბრიუსელში, და მოუწოდა ყველას „თავშეკავებისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ“. მეორე დღეს, ევროკომისიის მიერ 2 განცხადება გამოქვეყნდა. ერთ-ერთი იყო ფედერიკა მოგერინის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის, სადაც ისინი დაგმეს გადატრიალების მცდელობა და ხაზი გაუსვეს „თურქეთის კონსტიტუციური წესრიგის სწრაფი დაბრუნების აუცილებლობაზე“.[2] მეორე კი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის და ისევ ფედერიკა მოგერინის სახელით, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, რომლებიც ესწრებოდნენ აზია-ევროპის მე-11 შეხვედრას. განცხადებაში გამოხატულია თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა.[3]
  •   ნატო — გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თავის განცხადებაში მოუწოდა სიმშვიდისკენ და „თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტების და კონსტიტუციის სრულ პატივისცემისკენ.“[4]
  •   გაერო — გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა სიმშვიდისკენ. შემდეგ გენერალური მდივნის სპიკერმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა, რომ გენერალური მდივანი მოვლენებს ყურადღებით თვალს ადევნებს.

ქვეყნები

რედაქტირება
  •   საქართველოპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ღამეს, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, სადაც გადაწყდა რამდენიმე საათით საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვა.[5]
  •   ალბანეთი — პრეზიდენტმა ბუიარ ნიშანიმ განაცხადა, რომ ის „სრულიად მხარს უჭერს კონსტიტუციურ წესრიგს თურქეთში“, ასევე განაცხადა, რომ „ალბანელები ამ რთულ დროს მეგობარ თურქების გვერდით არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობა და კანონიერება დაბრუნდება ჩვენს მეგობარ თურქეთში. პოლიტიკური სტაბილურობა და წესრიგი თურქეთში, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი გზა, თურქეთის და რეგიონის სტაბილურობის — დემოკრატიაა.“[6] პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მხარი დაუჭირა მთავრობას, სადაც წერს, რომ ის „ბედნიერია მოძმე თურქეთის და ძვირფასი მეგობრის, პრეზიდენტ ერდოღანის, ამ მძიმე ღამიდან სრული წარმატებით თავის დახწევას.“[7]
  •   ავსტრალია — პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტურნბულმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.[8]
  •   ბელგია — პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ მიშელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიერ რეანდერსმა, დაგმეს გადატრიალების მცდელობა და განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ „კანონის უზენაესობას და კონსტიტუციურ წესრიგს“.[9]
  •   ბულგარეთი — პრეზიდენტთმა როსენ პლევნელიევმა დაგმო ძალადობის ყველა ფორმა და გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ისტიტუტებს.[10]
  •   კანადა — პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ და რომელშიც აღნიშნულია, რომ კანადა მხარს უჭერს დემოკრატიის შენარჩუნებას თურქეთში და გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ძირს უთხრის მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს „იარაღის ძალით“.[11]
  •   ჩინეთიჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თურქეთს, რომ აღადგინოს წესრიგი და სტაბილურობა, რაც შეიძლება მალე, გადატრიალების მცდელობის შემდეგ.
  •   კოსტა-რიკა — ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მკაცრად გმობს გადატრიალების მცდელობას დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისადმი შეიარაღებული ძალების მიერ, ასევე უსურვა დემოკრატიული და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.[12]
  •   ესტონეთი — პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესი გაავრცელა ტვიტი, სადაც დაგმო გადატრიალების მცდელობა, ტვიტში ნათქვამია, რომ „სამხედრო გადატრიალება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, მიუღებელია“.[13]
  •   საფრანგეთი — საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ჟან-მარკ ერომ განაცხადა, რომ საფრანგეთი ყველაზე მკაცრად გმობს გადატრიალების მცდელობას.[14]
  •   გერმანია — შტეფან შეიბერთმა, გერმანიის მთავრობის პრეს-მდივანმა, თავის ტვიტში განაცხადა, რომ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას პატივი უნდა ვცეთ.[15]
  •   ინდოეთი — საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიკას სვარუპმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს, და ურჩია ინდოელებს, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან, დარჩნენ სახლებში. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს თურქეთში. ინდოეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს დემოკრატიას და თავიდან ააცილონ სისხლისღვრა“.[16]
  •   საბერძნეთი — პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა Twitter-ზე, რომ „მთავრობა და ბერძენი ხალხი მხარს უჭერს დემოკრატიისა და კონსტიტუციურ კანონიერებას“.[17]
  •   ირანი — საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია კრიზისით თურქეთში და რომ „სტაბილურობა, დემოკრატია და უსაფრთხოება თურქი ხალხისთვის გადამწყვეტია“, ასევე მოუწოდა თურქ ხალხს „ერთობის და გონიერებისკენ“.[18] პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს საგანფებო შეხვედრა, სადაც განიხილეს თურქეთის სიტუაცია.[19] მოგვიანებით, 17 ივლისს, ქალაქ ქირმანშაჰიში ვიზიტისას განაცხადა, რომ გადატრიალების ეპოქა წავიდა და აღნიშნა, რომ პრობლემა შეიძლება გადაწყდეს დემოკრატიის და არჩევნების გზით.[20] „ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც, სამწუხაროდ, გარკვეული აზრით, შეიძლება ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ტანკების, თვითმფრინავების და ვერტმფრენების საშუალებით, ასე გადააყენო მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არჩეულია.“[21]
  •   ირლანდია — საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩარლი ფლანაგანმა განცხადება გააკეთა, სადაც მოუწოდა თავშეკავებისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ.[22]
  •   ისრაელიისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ "ისრაელი პატივს სცემს დემოკრატიულ პროცესს თურქეთში". ასევე აღინიშნულია, რომ "ისრაელი იმედოვნებს, რომ შერიგების პროცესი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება."
  •   იტალია — იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ გამოთქვა შეშფოთება თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე.[23]
  •   კოსოვოკოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ ტვიტერზე დაწერა, რომ „თურქეთის სტაბილურობა ნიშნავს მთელი რეგიონის სტაბილურობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“.[24] პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ დაწერა, რომ „ამ რთული მომენტს, მეგობარი ქვეყნის კოსოვოს მოქალაქეები, მტკიცედ მხარს ვუჭერთ თურქეთს. მე იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე სიტუაცია თურქეთში დასტაბილურდება, უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით“.[25]
  •   ლიტვა — ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა დაწერა, რომ სახელმწიფო გადატრიალება „ანგრევს დემოკრატიის მდგრად საფუძვლებს“.[26] ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უაღრესად შეშფოთებულები არიან თურქეთში განვითარებული მოვლენებით. სამინისტრომ ასევე დაადასტურა ლიტვის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი.[27]
  •   მალტა — მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა დაგმო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ უნდა გამოიწვიოს ავტორიტარული დარბევის ასპექტები.[28]
  •   მოლდოვა — პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ დაგმო გადატრიალების მცდელობა და მოუწოდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ.[29]
  •   ჩრდილოეთი კვიპროსი — ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ, განაცხადა, რომ თურქული ჯარების ქვედანაყოფი ჩრდილოეთ კვიპროსში, დარჩნენ ერთგულები თურქეთის ცენტრალურ სამხედრო შტაბს.[30] მან ასევე განაცხადა, რომ არადემოკრატიული აქტები, ვერასოდეს ვერ იქნება გამოსავალი თურქეთის პრობლემების.[31]
  •   ნიდერლანდები — ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კოინდერსმა, მკაცრად დაგმო სამხედროების მოქმედებები დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტების წინააღმდეგ. მისი თქმით, დისკუსია თურქ კოლეგასთან შეეხო კანონის უზენაესობას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს სჭირდება პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს რეგიონსა და სირიაში.[32]
  •   პაკისტანი — პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა, მკაცრად დაგმო სამხედრო ამბოხი თურქეთში.[33] მან დაამტა, რომ პაკისტანი სრულად უჭერს მხარს თურქეთის პრეზიდენტს და მის არჩეულ ხელისუფლებას. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომდგენელმა საგარეო საკითხებში ტარიკ ფატემიმ, დაურეკა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განეხილა უახლესი სიტუაცია თურქეთში.[34]
  •   პოლონეთი — პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, რადგან მასი აზრით, ეს მოუტანს მშვიდობას და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთს და დაამატა, რომ „მოდით, გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს მიგრანტების კრიზისის დაძლევასა და სირიის კონფლიქტში“.[35]
  •   კატარი — საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში ნათქვამია, რომ „კატარის სახელმწიფო გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას და გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, უკანონობისა და კონსტიტუციური ლეგიტიმურობის დარღვევას თურქეთის რესპუბლიკაში.“[36]
  •   ტაივანი — საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები და მისცა რეკომენდაცია ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოების ზომებს.[37]
  •   რუმინეთი — პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გამოთქვა იმედი, რომ „საზოგადოებრივი წესრიგი უმოკლეს დროში აღდგება.“[38] პრემიერ-მინისტრმა დაჩიან ჩოლოშმა განაცხადა, რომ თურქეთის ერთადერთი გზაა „აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი და კანონის უზენაესობა“.[39]
  •   რუსეთი — საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „სისხლისღვრის თავიდან აცილება“ და „ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში“.[40]
  •   საუდის არაბეთი — საუდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მიესალმა თურქეთის პრეზიდენტის წარმატებულ გამარჯვებას.[41] საუდის მეფემ სალმანმა მიულოცა თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარში, მშვიდობის დაბრუნება ქვეყანაში. საუდის ხელისუფლებამ, ანკარის თხოვნით, დააკავა თურქეთის სამხედრო ატაშე ქუვეითში, დამამის აეროპორტში.[42]
  •   სერბეთი — პრემიერ-მინისტრმა ალექსანდარ ვუჩიჩიმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სერბეთს სურს თურქეთმა გადალახოს და დაამყაროს დემოკრატიული წესრიგი, მშვიდობა და სტაბილურობა იმიტომ, რომ თურქეთის რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.[43]
  •   სომალი — სომალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მუჰამადი გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.[44] სომალი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც შეეწინააღმდეგა გადატრიალებას, თურქეთთან მჭიდრო კავშირების გამო და რომელმაც თურქეთისგან „ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება მიიღო, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროქეტებისთვის 2011 წლიდან“. სომალის მთავრობამ უბრძანა გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციების დახურვა და მისცა თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ ორგანიზაციისთვის, ერთი კვირა, რომ დატოვონ სომალი. დახურულ ორგანიზაციებში შედის ნილის აკადემია, გიულენთან დაკავშირებული სკოლები..[45][46]
  •   სამხრეთი კორეა2016 წლის 16 ივლისს, შაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს ურჩია, დაეტოვებინა ქვეყანა..[47]
  •   ესპანეთი — ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს „დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს თურქეთში, რომელიც ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა“.[48]
  •   სუდანისუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა დაგმო გადატრიალების მცდელობა.[49]
  •   უკრაინა — საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა თავის Twitter-ზე დაწერა: „ახლა თურქეთის მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტების პატივისცემა და ხალხის ცხოვრების გადარჩენაა.“[50] პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაწერა, რომ იგი "შეშფოთებულია"[51] და „უკრაინა მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს და თურქეთის მთავრობას“.[52]
  •   გაერთიანებული სამეფო — საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერზე დაწერა, რომ იგი "ძალიან შეშფოთებული თურქეთში განვითარებული მოვლენებით და რომ ბრიტანეთის საელჩო მჭიდროდ აკვირდება მოვლენებს.
  •   აშშსახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ იგი „იმედოვნებს, სტაბილურობის და მშვიდობის უწყვეტობას თურქეთში“.
  1. FETÖ'nün Darbe Girişimine Dünyadan Tepki Yağıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-17. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  2. Joint statement by High Representative/Vice-President Federica Mogherini and Commissioner for European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations Johannes Hahn on the situation in Turkey
  3. Statement by the President of the European Commission, the President of the European Council, and the EU High Representative on behalf of the EU Member States present at the ASEM Summit on the situation in Turkey.Turkey is a key partner for the European Union. The EU fully supports the democratically elected government, the institutions of the country and the rule of law. We call for a swift return to Turkey’s constitutional order. We continue to follow closely the developments and to coordinate with the 28 EU Member States.
  4. NATO Secretary General statement on events in Turkey
  5. სარფის საბაჟოზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე გადასვლა ისევ ნაწილობრივ შეზღუდულია
  6. Mbështetje të plotë për rendin kushtetues në Turqi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  7. I lumtur per popullin vella te Turqise dhe mikun e çmuar Presidentin Erdogan per daljen me sukses te plote nga nje nate tejet e veshtire!
  8. Australia to continue Turkey support: Turnbull. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-02. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  9. Het feit dat de Europese leiders, en veel Westerse leiders, de couppoging pas laat veroordeelden (premier Charles Michel reageerde pas kort voor de middag), is geen bewijs van een complot, maar wel koren op de molen van diegenen die het als een complot zien. Ik vind dit ook verdacht gedrag. Het lijkt erop dat de Europese leiders op een opportunistische manier zaten te wachten welke kant het opging, terwijl de militaire coup bezig was met zwaar geweld.
  10. Stability, Peace in Turkey Are of Primary Importance for Bulgaria
  11. Statement by the Prime Minister of Canada on today’s situation in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-16. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  12. Costa Rica condena intento de golpe de Estado en Turquía spanish. El Ministerio de Relaciones Exteriores y Culto (16 July 2016). ციტირების თარიღი: 19 July 2016.[მკვდარი ბმული]
  13. For all who do not understand that military coups d'Etat are unacceptable, know that all Turkish opposition parties say the same. Good night
  14. Turquie : Déclaration de Jean-Marc Ayrault, ministre des Affaires étrangères et du Développement international (16 juillet 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  15. Die demokratische Ordnung in der #Türkei muss respektiert werden. Alles muss getan werden, um Menschenleben zu schützen.
  16. „Indians in Turkey advised to avoid public places“. 16 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  17. Η Αθήνα στηρίζει τη δημοκρατική και συνταγματική νομιμότητα στην Τουρκία Greek. In.gr (16 July 2016). ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  18. [Deeply concerned about the crisis in Turkey. Stability, democracy & safety of Turkish people are paramount. Unity & prudence are imperative.]
  19. Sputnik. Iran's Leader Calls Security Council Emergency Meeting Over Coup in Turkey.
  20. Era of coups is gone: Rouhani (17 July 2016).
  21. PressTV-Era of military coups over: Iran president.
  22. @CharlieFlanagan calls for restraint + respect for democratic institutions following last night's unrest in Turkey.
  23. Turchia, fallito golpe. Oltre 200 morti. Governo promette punizioni e valuta pena morte (16 July 2016).
  24. The stability of #Turkey is key to the whole region. In support of the democratically elected government and law and order in the country
  25. Në këto moment sfiduese për Turqinë, fuqimisht përkrah institucionet e dala nga vota me vullnetin e qytetarëve të këtij vendi mik të Kosovës. Në shoqëritë demokratike me shtetin qeverisin ata që kanë marrë mandatin nga populli. Uroj që sa më shpejtë të stabilizohet gjendja në Turqi dhe të mos ketë viktima të pafajshme.
  26. Attempted coup in #Turkey ruins foundation of sustainable democracy. We must support elected government.
  27. On the situation in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2016-08-18.
  28. Borg, Jacob (17 July 2016). „Don't follow failed coup with authoritarian crackdown, Muscat urges Turkey“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2016.
  29. Borg, Jacob (18 July 2016). „Don't follow failed coup with authoritarian crackdown, Muscat urges Turkey“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2016.
  30. „The Latest: NATO chief: All units, personnel in Turkey safe“. U.S. News. 16 July 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  31. Mustafa Akıncı: Bu girişim Türkiye'ye hayırlı bir şey getirmez. NTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  32. Koenders veroordeelt mislukte staatsgreep in Turkije nl. NU.nl (16 July 2016). ციტატა: „Minister Bert Koenders van Buitenlandse Zaken heeft zaterdagavond de mislukte coup in Turkije veroordeeld. "Ik veroordeel de militaire actie tegen de democratische instituties van Turkije ten zeerste," schrijft hij in een verklaring. "Ik spreek mijn afschuw uit over de mensen die zijn omgekomen in Turkije. Terughoudendheid moet voor iedereen gelden, in het belang van de Turkse bevolking." Koenders zegt dat het belangrijk is dat zowel regering als oppostitie eenduidig heeft opgetreden in de afgelopen uren. De minister zegt contact te hebben met zijn Turkse collega. "We hebben zorgen over de rechtstaat. We voeren al discussies met Turkije daarover. Die moeten nu doorgaan." Hij noemt Turkije een belangrijk land voor de EU, maar ook in de regio met Syrië. "Europa heeft baat bij een stabiele partner die de mensenrechten respecteert."“ ციტირების თარიღი: 20 July 2016
  33. „Pakistan condemns attempt to undermine democracy in Turkey“. Radio Pakistan. Pakistan Broadcasting Corporation. 16 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  34. „Pakistan pledges complete support for democracy in Turkey“. ARY News. 16 July 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  35. Prezydent Andrzej Duda: Stabilizacja w Turcji ważna dla bezpieczeństwa w tej części świata Polish. W Polityce (16 July 2016). ციტირების თარიღი: 16 July 2016
  36. Qatar Condemns Military Coup Attempt in Turkey. mofa.gov.qa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  37. 土耳其疑似發生軍事政變,情勢仍在演變中,外交部提升土耳其旅遊警示為紅色警示 中文. 領事事務局 (16 July 2016). ციტატა: „外交部提醒在土耳其商旅國人特別注意安全,切勿前往群眾聚集地點,並建議國人暫勿前往土耳其。“ ციტირების თარიღი: 19 July 2016.
  38. Romanian President reaction. presidency.ro. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  39. Declarație de presă a premierului Dacian Cioloș privind situația din Turcia. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  40. „Turkish army 'takes over power'. BBC News. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  41. „Saudi Arabia welcomes end of coup attempt in Turkey: state media“. Reuters. 16 July 2016. ციტირების თარიღი: 21 July 2016.
  42. „Saudi King Salman congratulates Erdogan for return of ‘normality’ in Turkey“. Al-Arabiya. 18 July 2016. ციტირების თარიღი: 21 July 2016.
  43. „Vučić pozvao građane Srbije“. Blic News. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  44. #Turkey:President Hassan Sheikh Mohamud condemns an attempted coup in Turkey. #تركيا #الصومال
  45. Somalia Condemns Coup Attempt in Turkey, Closes Projects Linked to Gulen. Voice of America. ციტირების თარიღი: 20 July 2016.
  46. Somalia suspends school linked to failed Turkish coup. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 20 July 2016.
  47. „World leaders react to Turkey coup attempt“. Al Arabiya English. Middle East. 16 July 2016. ციტირების თარიღი: 19 July 2016. ციტატა: „South Korea's Foreign Ministry on Saturday advised its nationals to cancel planned trips to Turkey and recommended citizens now in the country to pull out. In a special travel warning, the ministry said it was considering sending a team of officials to aid South Koreans in Turkey and working to secure the safety of tourists stranded at Istanbul airport.“
  48. Rajoy: "España apoya el orden constitucional democrático en Turquía, país amigo y aliado" Spanish. elmundo.es (16 July 2016). ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  49. „World leaders react to Turkey coup attempt“. Al Arabiya English. Middle East. 16 July 2016. ციტირების თარიღი: 19 July 2016. ციტატა: „In Khartoum, President Omar al-Bashir condemned "the attempted coup in Turkey and the disturbance of security and stability in the country".“
  50. Now key priority for Turkey is respect for democratically elected institutions and saving people's lives.
  51. Занепокоєний вкрай небезпечним розвитком подій в дружній Туреччині. Базові принципи демократіï мають поважатися.
  52. Україна підтримує демократично обраного Президента й Уряд Туреччини. Доручив МЗС подбати про наших громадян на турецькій територіï