ჟოან ლაპორტა ესტრუჩი (ესპ. Joan Laporta i Estruch; დ. 29 ივნისი, 1962, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ადვოკატი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ პრეზიდენტი, არჩეული იქნა ორჯერ. კლუბს პირველად მართავდა 2003-2010 წლებში, 2021 წლის 7 მარტიდან კი მეორედ ჩაუდგა სათავეში.

ჟოან ლაპორტა
ჟოან ლაპორტა
„ბარსელონის“ 38-ე და 41-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 2003 – 30 ივნისი, 2010
წინამორბედიენრიკ რეინა
მემკვიდრესანდრო როსელი
წინამორბედიხოსეპ ბართომეუ

დაბადებული29 ივნისი, 1962 (1962-06-29) (62 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაკატალონიის დემოკრატიული პარტია
მეუღლეკონსტანცა ეჩევარია
შვილებიპოლ ლაპორტა ეჩევარია
ხილეიმ ლაპორტა ეჩევარია
ხოან ლაპორტა ეჩევარია
პროფესიაადვოკატი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

ლაპორტა პროფესიით ადვოკატია, დაამთავრა ბარსელონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მის მიერ დაფუძნებული „Laporta & Arbós“ დღემდე ერთ-ერთი გავლენიანი სააგენტოა ესპანეთში. ჟოანმა თავდაპირველი პოპულარობა პოლიტიკური კარიერით მოიპოვა. 1990-იან წლებში იყო „კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა“ ლიდერი, თუმცა პარტია 1998 წელს გაუქმდა.

2002 წლიდან მუშაობა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა უმეტესობა, 52.7% მიიღო და გახდა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი. მისი უდიდესი მიღწევა პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მსოფლიოს ვარსკვლავი ფეხბურთელებით დაკომპლექტება იყო.(რონალდინიო, დეკუ, სამუელ ეტოო, ტიერი ანრი და სხვ) ლაპორტას დროს „ბარსელონამ“ ფრანკ რეიკარდის ხელმძღვანელობით შეძლო 14 წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება, პეპ გუარდიოლას გაწრთვნილმა კლუბმა კი 2008/09 წლების სეზონში ტრიპლეტის დაუფლებით (ლა ლიფა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა) დაიწყო ახალი ერა კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში.

ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო ვადა 2010 წლის 30 ივნისს ამოეწურა, რის შემდეგაც დაუბრუნდა პოლიტიკურ კარიერას. ის სათავეში ჩაუდგა პარტიას, „კატალონიური სოლიდარობა დამოუკიდებლობისთვის“, რომელიც 2011 წელს დატოვა და შეუერთდა კატალონიის დემოკრატიულ პარტიას. 2010-2012 წლებში იყო კატალონიის პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი.

„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში

რედაქტირება

ლაპორტას შეძენილი ფეხბურთელები

რედაქტირება
რანგი მოთამაშე ყოფილი კლუბი სატრანსფერო ფასი წელი
1.   ზლატან იბრაჰიმოვიჩი   ინტერი
79,000,000 ევრო
2009
2.   დავიდ ვილია   ვალენსია
40,000,000 ევრო
2010
3.   დანიელ ალვესი   სევილია
36,000,000 ევრო
2008
4.   დიმიტრი ჩიგრინსკი   შახტარი
28,000,000 ევრო
2009
5.   რონალდინიო   პარი სენ-ჟერმენი
27,000,000 ევრო
2003
6.   სამუელ ეტოო   მალიორკა
24,000,000ევრო
2004
7.   ტიერი ანრი   არსენალი
24,000,000 ევრო
2007
8.   დეკუ   პორტუ
21,000,000 ევრო
2004
9.   გაბრიელ მილიტო   რეალ სარაგოსა
17,000,000 ევრო
2007
10.   რიკარდუ კვარეშმა   პორტუ
16,500,000 ევრო
2003
11.   მარტინ კასერესი   ვილიარეალი
16,000,000 ევრო
2008
12.   ერიკ აბიდალი   ლიონი
15,000,000 ევრო
2007
13.   სეიდუ კეიტა   სევილია
14,000,000 ევრო
2008
14.   კეირისონი   პალმეირასი
14,000,000 ევრო
2009
15.   ჯანლუკა ძამბროტა   იუვენტუსი
13,500,000 ევრო
2006
16.   ეიდურ გუდიონსენი   ჩელსი
12,000,000 ევრო
2006
17.   ალექსანდრ გლები   არსენალი
11,800,000 ევრო
2008
18.   ენრიკე   პალმეირასი
10,000,000 ევრო
2008
19.   იაია ტურე   მონაკო
9,000,000 ევრო
2007
20.   ლუდოვიკ ჟიული   მონაკო
8,500,000 ევრო
2004
21.   ედმილსონი   ლიონი
8,000,000 ევრო
2004
22.   ჟერარდ პიკე   მანჩესტერ იუნაიტედი
5,000,000 ევრო
2008
23.   ლილიან ტურამი   იუვენტუსი
5,000,000 ევრო
2006
24.   მაქსველი   ინტერი
4,500,000 ევრო
2009
25.   ჟულიანო ბელეტი   ვილიარეალი
3,700,000 ევრო
2004
26.   რაფაელ მარკესი   მონაკო
3,250,000 ევრო
2003
27.   სილვინიო   სელტა ვიგო
2,000,000 ევრო
2004
28.   ჯოვანი ვან ბრონხორსტი   არსენალი
2,000,000 ევრო
2003
29.   ხოსე მანუელ პინტო   სელტა ვიგო
500,000 ევრო
2008
30.   ედგარ დავიდსი   იუვენტუსი
იჯარა
2004
31.   ლუკ დე იონგი   სევილია
იჯარა
2021
32.   იუსუფ დემირი   რაპიდი ვენა
იჯარა
2021
33.   ჰენრიკ ლარსონი   სელტიკი
უფასოდ
2004
34.   მარკ ვან ბომელი   პსვ ეინდჰოვენი
უფასოდ
2005
35.   სანტიაგო ესკერო   ატლეტიკ ბილბაო
უფასოდ
2005
36.   სერხიო აგუერო   მანჩესტერ სიტი
უფასოდ
2021
37.   ერიკ გარსია   მანჩესტერ სიტი
უფასოდ
2021
38.   მემფის დეპაი   ლიონი
უფასოდ
2021

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება