ხოსეპ ბართომეუ
ხოსეპ მარია ბართომეუ ფლორეტა[1] (ესპ. Josep Maria Bartomeu Floreta; დ. 6 თებერვალი, 1963, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი მეწარმე. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ მე-40 პრეზიდენტი 2014 წლიდან 2020 წლამდე.
ხოსეპ მარია ბართომეუ | |
ხოსეპ მარია ბართომეუ | |
„ბარსელონის“ მე-40 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 იანვარი, 2014 – 27 ოქტომბერი, 2020 | |
წინამორბედი | სანდრო როსელი |
მემკვიდრე | ხოან ლაპორტა |
დაბადებული | 6 თებერვალი, 1963 ბარსელონა, ესპანეთი |
მოქალაქეობა | ესპანეთი ესპანეთი |
პროფესია | მეწარმე |
ესპანურ გუნდში ხოან ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საკალათბურთო და სახელბურთო მიმდინარეობების თავმჯდომარე. 2010 წლის ივლისში, სანდრო როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ამ პოსტზე ბართომეუმ 2014 წლის 23 იანვრამდე იმუშავა, როდესაც სანდრო როსელი ე.წ. „ნეიმარის საქმესთან“ დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო გადადგა. მას შემდეგ 2015 წლის 18 ივლისამდე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ხოსეპ მარია ბართომეუმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში 54.63%-ით გაიმარჯვა. 2020 წლის 27 ოქტომბერს გადადგა.
„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში
რედაქტირება- ლა ლიგა (4)
- 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19
- კოპა დელ რეი (4)
- 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18
- ესპანეთის სუპერთასი (2)
- 2016, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1)
- 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი (1)
- 2015
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1)
- 2015