სელტა (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან სელტა ვიგო (საფეხბურთო კლუბი))

„სელტა“ (ესპ. და გალ. Real Club Celta de Vigo) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიგოში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ბალაიდოსზე, რომელიც 29 000 მაყურებელს იტევს.

სელტა
სრული სახელი Deportivo Alavés, S.A.D.
მეტსახელი კელტები (გალ. Celta), (ესპ. Célticos)
ცისფერები (ესპ. Celestes)
დაარსდა 1923; 101 წლის წინ (1923)
სტადიონი ბალაიდოსი
ვიგო, გალისია
(ტევადობა: 29,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა კარლოს მოურინიო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხუან კარლოს უნსუე
კაპიტანი ესპანეთის დროშა უგო მალიო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023-24 მე-13 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„სელტა“ ჩამოყალიბდა 2 კლუბის, „რეალ ვიო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ შერწყმის შედეგად. კლუბის ზედმეტსახელია „Celestes“ (ცისფერები), ვინაიდან კლუბი თამაშობს ცისფერი მაისურით და გეტრებით, შორტების ფერი თეთრია. კლუბის სახელწოდება მომდინარეობს კელტებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიგოში. „სელტას“ ლოკალური მოწინააღმდეგეა ასევე გალისიური „დეპორტივო ლა-კორუნია“, მათ დაპირისპირებას ეწოდება გალისიური დერბი.

კლუბი 3-ჯერ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, მაგრამ სამივე შემთხვევაში დამარცხდა. „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 1970-71 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულეს საშინაო არენაზე დაუმარცხებლად და ცნობილები იყვნენ, როგორც „გიგანტი-მკვლელები“. ამ სეზონში კლუბმა დაიკავა მე-6 ადგილი და მოიპოვა უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. პრიმერა დივიზიონში „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 2002-03 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულა მე-4 ადგილზე და გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. 1/16 ფინალში დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“.

დაარსება

რედაქტირება

„სელტა“ შეიქმნა ვიგოს 2 კლუბის შერწყმის შედეგად, რათა უფრო დიდ წარმატებას მიეღწიათ ეროვნულ დონზე. ამ იდეის ავტორი იყო მანუელ დე კასტრო, ზედმეტსახელად „ჰანდიკაპი“, რომელიც გაზეთ „Faro de Vigo“-ს ჟურნალისტი იყო. 1915 წელს, მან დაიწყო წერა მოძრაობა „Todo por y para Vigo“-ს (ყველაფერი ვიგოსთვის) და მოიპოვა ვიგოს კლუბების, „რეალ ვიგო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ ხელმძღვანელების მხარდაჭერა, რომლებმაც დე კასტროს დაუჭირეს მხარი 1923 წლის 22 ივნისს, მადრიდში ჩატარებული ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციის ასამბლეაზე დაყენებულ შუამდგომლობაში.

1923 წლის 12 ივლისს გაფორმდა კლუბების შერწყმა. ამგირად შეიქმნა „გალისიის გუნდი“. ამავე წლის 10 აგვისტოს დაიწყო კლუბის სახელის შერჩევა, ვარიანტები იყო: „რეალ უნიონ დე ვიგო“, „კლუბ გალისია“, „რეალ ატლანტიკი“, „ბრეოგანი“ და „რეალ კლუბ ოლიმპიკო“. საბოლოოდ, გალისიასთან დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფის გამო (კელტები), კლუბს „სელტა“ ეწოდა. კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო მანუელ ბარკენა დე ანდრესი.

ევროსელტა

რედაქტირება

1997-2003 წლებში „სელტამ“ დააფიქსირა საუკეთესო შედეგები ისტორიაში. ამ პერიოდში, ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლის გამო, ესპანურმა პრესამ მათ „ევროსელტა“ უწოდა. 1998-99 წლების სეზონში უეფა-ს თასზე „სელტამ“ შეძლო „ლივერპულის“ დამარცხება, ანგარიშით 4-1. 1999-00 წლების სეზონში კი „იუვენტუსის“ დამარცხება შეძლო (4-0), ამავე სეზონში, საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა პორტუგალიური „ბენფიკა“, ანგარიშით 7-0.

2003-04 წლების სეზონში „სელტა“ მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, საბოლოოდ 1/16 ეტაპზე დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“, 2 მატჩის ჯამში 5-2.

ამ პერიოდში კლუბის საკვანძო ფეხბუთელები იყვნენ ალექსანდრე მოსტოვოი და ჰაიმ რევივო. ასევე გუნდში თამაშობდნენ მეკარე პაბლო კავალიერო, მცველი და მომავალში მწვრთნელი ედუარდო ბერისო, ნახევარმცველები კლოდ მაკელელე და მაზინიო; გარემარბი გუსტავო ლოპესი; თავდამსხმელები კატანია და ლიუბოსლავ პენევი.

ჩავარდნა

რედაქტირება
 
„სელტა“ ადგილობრივი მეტოქის, „დეპორტივო ლა-კორუნიას“ წინააღმდეგ, 2012 წლის 27 ოქტომბერს.

2002-03 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-4 ადგილი, ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, შემდეგ ჯგუფური ეტაპის დაძლევა, 1/16 ფინალში კი „არსენალთან“ დამარცხდა, მიუხედავად ამისა, 2003-04 წლების სეზონში „სელტას“ ფორტუნამ ზურგი აქცია, გუნდი ფორმიდან ამოვარდა, რის გამოც პრიმერა დივიზიონში დაიკავა ბოლოდან მე-2 ადგილი. შედეგად „სელტა“ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დატოვა ძირითადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა მე-2 ადგილი და 1 სეზონის შემდეგვე დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში.

შემდეგ სეზონში „სელტამ“ ჩემპიონატში დაიკავა მე-6 ადგილი და კიდევ ერთხელ მიიღო უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. 1/16 ეტაპზე დამარცხდნენ გერმანულ „ვერდერთან“. 2006-07 წლების სეზონი გალისიელებმა მე-18 ადგილზე დაასრულეს და კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ სეგუნდა დივიზიონში.

2007 წლის ზაფხულში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. რის გამოც კლუბ 3 თვეში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი კრედიტორებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდაცია იქნებოდა საჭირო. დიდი ვალის გამო კლუბს მოუწია ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა. შემდეგ კლუბმა დააწინაურა ბევრი ფეხბურთელი დუბლებიდა, ასევე გაფორმდა რამდენიმე იაფიანი ტრანსფერი. სეგუნდა დივიზიონში გატარებულ მომდევნო 3 სეზონში, „სელტა“ ცდილობდა არ დაქვეითებულიყო, ასევე იყო კლუბის გაუქმების საშიშროება. ეს იყო არასტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც მუდმივად იცვლებოდა შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. T

2010-11 წლების სეზონში, „სელტამ“ გაიფორმა თავდამსხმელი დავიდ როგრიგესი და გარემარბი ენრიკე დე ლუკასი, მწვრთნელის პოსტი კი პაკო ერერამ დაიკავა. ახალმა ძალამ შეძლო სიტუაციის შემობრუნება, ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ „სელტა“ აღსაზევებელ პლეი-ოფში გავიდა, სადაც „გრანადასთან“ დამარცხდა, პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1).

დაბრუნება პრიმერაში

რედაქტირება

5 წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის 3 ივნისს „სელტა“ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში.[1] დაბრუნებიდან პირველ სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება აიცილა ბოლო ტურში „ესპანიოლის“ დამარცხებით, ანგარიშით 1-0 და დაიკავა მე-17 ადგილი. 2013 წლის 8 ივნისს, „სელტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში „ბარსელონა ბ“-სა და „რომას“ თავკაცი, ლუის ენრიკე. მისი მეთაურობით კლუბმა პროგრესი განიცადა და მე-9 ადგილი დაიკავა. 2014 წლის ივნისში „სელტა“ ედუარდო ბერისომ ჩაიბარა. 2014-15 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-8 ადგილი პრიმერა დივიზიონში, ხოლო 2015-16 წლების სეზონში მე-6, რაც საუკეთესო შედეგი იყო კლუბის ისტორიაში.[2] ამ შედეგით მოიპოვა 2016-17 წლების სეზონის უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობის უფლება.

მიღწევები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
ჩემპიონი (3): 1935/36, 1981/, 1991/92
მე-2 ადგილი (4): 1968/69, 1975/76, 2004/05, 2011/12
ჩემპიონი (1): 1980/81
ჩემპიონი (1): 1930/31
მე-2 ადგილი (3): 1947/48, 1993/94, 2000/01

ევროტურნირები

რედაქტირება
გამარჯვებული (1): 2000

რეგიონალური

რედაქტირება
ჩემპიონი (6): 1923/24, 1924/25, 1925/26, 1929/30, 1931/32, 1933/34
  • ასტურიულ-გალისიური ჩემპიონატი
ჩემპიონი (1): 1934–35
გამარჯვებული (2): 2007, 2008

ამხანაგური

რედაქტირება
გამარჯვებული (22): 1972, 1973, 1975, 1976, 1980, 1984, 1986, 1988, 1991, 1992, 1993, 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2002, 2005, 2006, 2008, 2009, 2012
ფინალისტი (14): 1971, 1974, 1978, 1979, 1981, 1982, 1987, 1989, 1995, 1996, 2001, 2003, 2004, 2007
გამარჯვებული (18): 1995, 1996, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015
ფინალისტი (2): 1997, 2010
გამარჯვებული (1): 2016
გამარჯვებული (1): 1999
  • ჩაკობეოს თასი
გამარჯვებული (1): 1999

ინდივიდუალური

რედაქტირება
1947–48 –   პაჰინიო (23 გოლი)
1992–93 –   სანტიაგო კანისარესი (30 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.83)
2002–03 –   პაბლო კავალიერო (27 გოლი/34 მატჩში – კოეფიციენტი 0.79)
2005–06 –   ხოსე მანუელ პინტო (28 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.78)

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ესპანეთი სერხიო ალვარესი
2 მცველი   ესპანეთი უგო მალიო (კაპიტანი)
3 მცველი   ესპანეთი ანდრეუ ფონტასი
4 ნახევარმცველი   ესპანეთი პაპ დიოპი
5 ნახევარმცველი   ჩილე მარსელო დიასი
6 ნახევარმცველი   სერბეთი ნემანია რადოია
7 ნახევარმცველი   ბელგია თეო ბონგონდა
8 ნახევარმცველი   ჩილე პაბლო ერნანდესი
9 თავდამსხმელი   შვედეთი იონ გვიდეტი
10 თავდამსხმელი   ესპანეთი იაგო ასპასი
11 ნახევარმცველი   დანია პიონე სისტო
12 ნახევარმცველი   გვადელუპა კლაუდიო ბოვიუ
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე   ესპანეთი რუბენ ბლანკო
15 ნახევარმცველი   ესპანეთი ალვარო ლემოსი
16 ნახევარმცველი   ესპანეთი ხოსაბედი
17 ნახევარმცველი   დანია ენდრიუ ჰიულსაგერი
18 ნახევარმცველი   დანია დანიელ ვასი
19 მცველი   ესპანეთი ხონი
20 მცველი   ესპანეთი სერხი გომესი
21 მცველი   ესპანეთი კალრეს პლანასი
22 მცველი   არგენტინა გუსტავო კაბრალი
23 ნახევარმცველი   ესპანეთი ხოსეპ სენე
24 მცველი   არგენტინა ფაკუნდო რონკალია
25 თავდამსხმელი   იტალია ჯუზეპე როსი

ევროტურნირებზე

რედაქტირება
„სელტას“ გოლების რაოდენობა წერია ყოველთვის პირველი.
სეზონი ეტაპი ტურნირი კლუბი შინ გასვლითი ჯამში
1971-72 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   აბერდინი 0–2 0–1 0–3
1998-99 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   არჯეში 7–0 1–0 8–0
მე-2 ეტაპი   ასტონ ვილა 0–1 3–1 3–2
მე-3 ეტაპი   ლივერპული 3–1 1–0 4–1
1/4 ფინალი   მარსელი 1–2 0–0 1–2
1999-00 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   ლოზანა 2–3 4–0 6–3
მე-2 ეტაპი   არისი 2–2 2–0 4–2
მე-3 ეტაპი   ბენფიკა 7–0 1–1 8–1
მე-4 ეტაპი   იუვენტუსი 0–1 4–0 4–1
1/4 ფინალი   ლენსი 0–0 1–2 1–2
2000 უეფა-ს ინტერტოტოს თასი მე-3 ეტაპი   პელისტერი 3–0 2–1 5–1
ნახევარფინალი   ასტონ ვილა 1–0 2–1 3–1
ფინალი   ზენიტი სანქტ-პეტერბურგი 2–1 2–2 4–3
2000-01 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   რიეკა 0–0 1–0 1–0
მე-2 ეტაპი   ცრვენა ზვეზდა 0–1 3–0 3–1
მე-3 ეტაპი   შახტარი დონეცკი 0–0 1–0 1–0
მე-4 ეტაპი   შტუტგარტი 0–0 2–1 2–1
1/4 ფინალი   ბარსელონა 3–2 1–2 4–4 ()
2001-02 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   სიგმა 4–0 3–4 7–4
მე-2 ეტაპი   სლოვანი ლიბერეცი 3–1 0–3 3–4
2002-03 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   ოდენსე 2–0 0–1 2–1
მე-2 ეტაპი   ვიკინგი 3–0 1–1 4–1
მე-3 ეტაპი   სელტიკი 2–1 0–1 2–2 ()
2003-04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი   სლავია პრაღა 3–0 0–2 3–2
ჯგუფი H   აიაქსი 3–2 0–1 მე-2
  ბრიუგე 1–1 1–1
  მილანი 0–0 2–1
1/16 ეტაპი   არსენალი ლონდონი 2–3 0–2 2–5
2006-07 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   სტანდარდი ლიეჟი 1–0 3–0 4–0
ჯგუფი H   აინტრახტი ფრანკფურტი 1–1 არ არის მე-2
  ნიუკასლ იუნაიტედი არ არის 1–2
  ფენერბაჰჩე 1–0 არ არის
  პალერმო არ არის 1–1
1/32 ფინალი   სპარტაკი მოსკოვი 1–1 2–1 3–2
1/16 ფინალი   ვერდერი ბრემენი 0–1 0–2 0–3
2016-17 უეფა-ს ევროპის ლიგა ჯგუფი G   აიაქსი 2–2 2–3 მე-2
  სტანდარდი ლიეჟი 1–1 1–1
  პანათინაიკოსი 2–0 2–0
1/32 ფინალი   შახტარი დონეცკი 0–1 2–0 2–1
1/16 ფინალი   კრასნოდარი 2–1 2–0 4–1
1/4 ფინალი   გენკი 3–2 1–1 4–3
ნახევარფინალი   მანჩესტერ იუნაიტედი 0–1 1–1 1–2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Editorial, Reuters. Celta back in La Liga after five-year absence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2017-05-12.
  2. http://www.espnfc.co.uk/spanish-primera-division/15/table?season=2015
  3. Spain – List of Champions of Galicia. Rsssf.com (30 ივლისი, 2004). ციტირების თარიღი: 2012-03-24.