სანტიაგო კანისარესი
ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი (ესპ. José Santiago Cañizares Ruiz; დ. 18 დეკემბერი 1969, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 46 შეხვედრა, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე 1994, 1998 და 2006 წლებში.1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე სანტიაგო კანისარეს რუისი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1969 | ||
დაბადების ადგილი | მადრიდი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
კალვო სოტელო | |||
1985–1988 | რეალ მადრიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1989 | რეალ მადრიდი C | ||
1989–1990 | რეალ მადრიდი B | 35 | (0) |
1988–1992 | რეალ მადრიდი | 0 | (0) |
1990–1991 | → ელჩე | 7 | (0) |
1991–1992 | → მერიდა | 38 | (0) |
1992–1994 | სელტა | 74 | (0) |
1994–1998 | რეალ მადრიდი | 41 | (0) |
1998–2008 | ვალენსია | 305 | (0) |
სულ | 500 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1985–1986 | ესპანეთი 16-წლ. | 10 | (0) |
1987 | ესპანეთი 17-წლ. | 1 | (0) |
1986–1988 | ესპანეთი 18-წლ. | 8 | (0) |
1988–1989 | ესპანეთი 19-წლ. | 5 | (0) |
1989–1990 | ესპანეთი 20-წლ. | 6 | (0) |
1990–1991 | ესპანეთი 21-წლ. | 3 | (0) |
1991–1992 | ესპანეთი 23-წლ. | 6 | (0) |
1993–2006 | ესპანეთი | 46 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაკანისარესი არის მადრიდის „რეალის“ აღზრდილი. 1988-1998 წლებში თამაშობდა „რეალის“ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ძირითად გუნდში მოხვედრამდე „რეალის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კანისარესი გაენათხოვრებინათ, ფეხბურთელი არენდის წესით თამაშობდა „ელჩეში“ და „მერიდაში“ 2 წლით კი სელტას რიგებშიც გამოდიოდა. 1994 წელს კლუბმა სანტიაგო დაიტოვა და 4 წლის განმავლობაში სამეფო გუნდის რიგებში ირიცხებოდა. ის მეორე მეკარედ რჩებოდა. ჯერ ფრანსისკო ბუიოს, შემდეგ კი ბოდო ილგნერის შემცვლელი იყო. ძირითადი მეკარე კანისარესი 1997-98 წლის სეზონში გახდა. მან სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, ილგნერმა კი 12.
1998 წელს კანისარესი გადავიდა „ვალენსიაში“, სადაც მან კარიერადამთავრებული ანდონი სუბისარეტა შეცვალა. სანტიაგო „ვალენსიას“ შეუცვლელი და საჭირო ფიგურა გახდა. კანისარესმა 2-ჯერ შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება, 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დაეუფლა უეფას თასს. 2007 წლის 20 დეკემბერს კლუბმა უთანხმოების გამო სანტიაგო კანისარესს კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა „ვალენსიას“ მეკარეებმა ტიმო ჰილდებრანდმა და ხუან ლუის მორამ ტრავმები მიიღეს, ამის გამო კლუბმა კანისარესთან კონტრაქტი აღადგინა. 2008 წლის 18 მაისს სანტიაგო კანისარესმა ჩაატარა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელშიც „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ სძლია.
ეროვნული
რედაქტირებაკანისარესი ნაკრებში ადრეული ასაკიდანვე გამოიძახეს. ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მან ბარსელონაში 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ეროვნულ ნაკრებში კანისარესს დებიუტი 1993 წლის 17 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთ შეხვედრაში ანდონი სუბისარეტამ წითელი ბარათი მიიღო და ახალგაზრდა კანისარესს მოედანზე შესვლა მოუწია. კანისარესმა უდიდესი წვლილი შეიტანა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში (1:0)
უფრო ხშირად კანისარესს ნაკრებში მეორე მეკარედ თამაში უწევდა. თავისი ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან მან მხოლოდ 5 შეხვედრა ითამაშა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ერთი შეხვედრა კანისარესმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარა, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ერთი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე ის იყო განაცხადში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო 2004-ზე, თუმცა მას ამ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია, 90-იან წლებში ის სუბისარეტას დუბლიორი იყო, 2004 წლიდან კი იკერ კასილიასის.
მიღწევები
რედაქტირებაგუნდური
რედაქტირებაესპანეთის ოლიმპიური ნაკრები
- ოლიმპიური ჩემპიონი: 1992
მადრიდის რეალი
- ესპანეთის ჩემპიონი: 1995, 1997
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1997
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 1998
ვალენსია
- ესპანეთის ჩემპიონი: 2002, 2004
- ესპანეთის თასი: 1999, 2008
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1999
- უეფას თასი: 2004
- უეფას სუპერთასი: 2004
- ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2000. 2001
ინდივიდუალური
რედაქტირება- რიკარდო სამორას თასის მფლობელი: 1993, 2001, 2002, 2004
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Santiago Cañizares inaugura mañana en Puertollano el pabellón con su nombre“ [Santiago Cañizares to inaugurate pavillion in Puertollano named after him tomorrow]. La Información (ესპანური). 20 ივნისი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-15. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)