ანდრეუ ფონტასი
ანდრეუ ფონტას პრატი (ესპ. Andreu Fontàs Prat; დ. 14 ნოემბერი, 1989; ბანიოლესი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „სელტას“ ცენტრალური მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანტეუ ფონტას პრატი | ||
დაბადების თარიღი | 14 დეკემბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ბანიოლესი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სპორტინგ კანზას სიტი | ||
ნომერი | 3 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–2006 | ბანიოლესი | ||
2006–2007 | ჟირონა | ||
2007–2008 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | ბარსელონა B | 72 | (2) |
2009–2013 | ბარსელონა | 8 | (0) |
2012–2013 | → მალიორკა (იჯარით) | 9 | (0) |
2013–2018 | სელტა | 105 | (2) |
2018– | სპორტინგ კანზას სიტი | 18 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008 | ესპანეთი 19 წლ. | 2 | (0) |
2009 | ესპანეთი 20 წლ. | 9 | (0) |
2010–2011 | ესპანეთი 21 წლ. | 3 | (0) |
2010– | კატალონია | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ივნისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 ივნისი, 2017 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა ბანიოლასში, ხერონის პროვინციაში, კატალონიაში. თამაშობდა „ბარსელონის“ ახალგაზრდულ გუნდში. მანამდე თამაშობდა „ბანიოლასში“. მისი პირველი პოზიცია იყო საყრდენი ნახევარმცველი, ლუის მარტინეს გარსიას მწვრთნელობის პერიოდში.[1]
ბარსელონა
რედაქტირებაფონტასის დებიუტი ბარსელონაში შედგა 2009 წლის 31 აგვისტოს, როცა ჟერარდ პიკეს ნაცვლად სამი წუთით შევიდა მოედანზე ხიხონის „სპორტინგთან“ 3-0 მოგებულ მატჩში. 2009-10 წლების სეზონში ბარსელონას მწვრთნელმა ჟოზეპ გვარდიოლამ ფონტასი ესპანეთის სუპერთასის და უეფა-ს სუპერთასის მატჩების განაცხადში შეიყვანა, ბილბაოს „ატლეტიკთან“ და დონეცკის „შახტართან“, მაგრამ თამაშის საშუალება არ მიეცა არც ერთ თამაშში.[2] ფონტასმა „ბარსელონაში“ უმეტესი დრო გაატარა სარეზერვო კლუბში.
2010 წლის 20 ნოემბერს ფონტასმა პირველი ტაიმი ითამაშა ჩემპიონატში და პედრო როდრიგესს 50 მეტრის მანძილიდან გადასცა საგოლე პასი „ალმერიასთან“ 8-0 მოგებულ მატჩში. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა 7 ოქტომბერს, ყაზანის „რუბინთან“ 2-0 მოგებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.[3]
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ესპანეთის ჩემპიონი (2): 2009/10, 2010/11
- ესპანეთის თასის მფლობელი (1): 2011/12; ფინალისტი (1): 2010/11
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (3): 2009, 2010, 2011
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2010/11
- უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2011
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2011
სანაკრებო
რედაქტირება- ხმელთაშუაზღვის თამაშების გამარჯვებული: 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ანდრეუ ფონტასი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ანდრეუ ფონტასი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ La cantera como vía y no como alternativa (Cantera as the way to go and not an alternative) დაარქივებული 2010-11-30 საიტზე Wayback Machine. ; Don Balón, 19 ივლისი, 2010 (ესპანური)
- ↑ El Barça-Shakhtar, en anécdotas (Barça-Shakhtar: Curiosities) დაარქივებული 2019-09-25 საიტზე Wayback Machine. ; Sport, 28 აგვისტო, 2009 (ესპანური)
- ↑ Rubin blown away by Barcelona young guns. UEFA.com (7 დეკემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2010.