სანდრო როსელი
ალეხანდრე „სანდრო“ როსელ ფელიუ (ესპ. Alejandre Rosell Feliu; დ. 6 მარტი, 1964, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი მეწარმე, ბიზნესმენი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ 39-ე პრეზიდენტი 2010-2014 წლებში.
სანდრო როსელი | |
„ბარსელონის“ 39-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 2010 – 23 იანვარი, 2014 | |
წინამორბედი | ხოან ლაპორტა |
მემკვიდრე | ხოსეპ ბართომეუ |
დაბადებული | 6 მარტი, 1964 ბარსელონა, ესპანეთი |
მოქალაქეობა | ესპანეთი ესპანეთი |
პროფესია | მეწარმე, ბიზნესმენი |
2003-2004 წლებში იყო მისი წინამორბედის, ხოან ლაპორტას მთავარი მრჩეველი სატრანსფერო საკითხებში, სანდროს უდიდესი მიღწევა ამ პოსტზე რონალდინიოს გუნდში მოყვანა იყო. 2005 წელს როსელი გახდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მალევე მოუწია თანამდებობის დატოვება ლაპორტასთან კონფლიქტის გამო. 2010 წლის ივლისში „ბარსელონის“ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60%-მა მხარი სწორედ სანდრო როსელს დაუჭირა. მისმა პრეზიდენტობამ თითქმის 4 წლამდე გასტანა. 2014 წლის იანვარში როსელი პოსტიდან გადადგა სამართალდამცავებთან არსებული პრობლემების გამო. კატალონიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით. ეს საქმე დღემდე აღძრულია მის წინააღმდეგ.
სანდრო როსელი 2017 წლის 23 მაისს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, სასჯელს დღემდე იხდის ქალაქ ბარსელონის მთავარ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში
რედაქტირება- ლა ლიგა (2)
- 2010–11, 2012–13
- კოპა დელ რეი (1)
- 2011–12
- ესპანეთის სუპერთასი (3)
- 2010, 2011, 2013
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1)
- 2010–11
- უეფა-ს სუპერთასი (1)
- 2011
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1)
- 2011
როსელის შეძენილი ფეხბურთელები
რედაქტირებარანგი | მოთამაშე | ყოფილი კლუბი | სატრანსფერო ფასი | წელი |
---|---|---|---|---|
1. | ნეიმარი | სანტოსი | ||
2. | სესკ ფაბრეგასი | არსენალი | ||
3. | ალექსის სანჩესი | უდინეზე | ||
4. | ხავიერ მასკერანო | ლივერპული | ||
5. | ალექს სონგი | არსენალი | ||
6. | ხორდი ალბა | ვალენსია | ||
7. | ადრიანო კორეია | სევილია | ||
8. | იბრაჰიმ აფელაი | პსვ ეინდჰოვენი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როსელის ბიოგრაფია დაარქივებული 2012-12-17 საიტზე Wayback Machine.