ლუდოვიკ ჟიული
ლუდოვიკ ჟიული (ფრანგ. Ludovic Giuly დ. 10 ივლისი, 1976) — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი. კარიერის ბოლოს ასპარეზობდა სამოყვარულო კლუბში „Monts d'Or Azergues“. სახელი გაითქვა „მონაკოში“ თამაშით 1998-2004 წლებში. 2004 წელს კლუბთან ერთად მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, ასპარეზობიდან გამოთიშა რა „რეალ მადრიდი“ და „ჩელსი“. მაგრამ ჟიულიმ ფინალში მატჩის დასაწყისშივე მიიღო ტრავმა და მისი გუნდი უშანსოდ დამარცხდა „პორტუსთან“ 3-0. 2004-2007 წლები ჟიულიმ გაატარა „ბარსელონაში“, იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი და 2006 წელს კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2000-2005 წლებში იყო საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | ლიონი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 164 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ვინგერი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1994-1998 | ლიონი | 10 | (21) |
1998-2004 | მონაკო | 184 | (47) |
2004-2007 | ბარსელონა | 85 | (19) |
2007–2008 | რომა | 32 | (6) |
2008–2011 | პარი სენ-ჟერმენი | 100 | (16) |
2011–2012 | მონაკო | 27 | (3) |
2012–2013 | ლორიანი | 117 | (1) |
2013–2016 | Monts d'Or Azergues | 36 | (15) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000-2005 | საფრანგეთი | 17 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლუდოვიკ ჟიული“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- Scoresway Profile დაარქივებული 2014-05-02 საიტზე Wayback Machine.
- Ludovic Giuly დაარქივებული 2013-11-27 საიტზე Wayback Machine. at Ligue de Football Professionnel
- Ludovic Giuly at L'Équipe