პორტუგალიის ისტორიის ქრონოლოგია

ესაა პორტუგალიის ისტორიის ქრონოლოგიის არასრული სია.

პორტუგალიის დამოუკიდებლობამდე მომხდარი მოვლენები

რედაქტირება
  • 1139, 26 ივლისი — ორიკის ბრძოლის შემდეგ ცხადდება პორტუგალიის დამოუკიდებლობა: გრაფი აფონსუ ენრიკეში ხდება აფონსუ I, პორტუგალიის მეფე.
  • 1147 — ლისაბონის დაპყრობა.
  • 1174 — არაგონის სამეფო აღიარებს პორტუგალიის დამოუკიდებლობას.
  • 1179 — რომის პაპი ალექსანდრე III აფონსუ I ცნობს პორტუგალიის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მეფედ.
  • 1185 — სანშუ I გახდა პორტუგალიის მეფე.
  • 1212 — აფონსუ II მმართველობის დასაწყისი.
  • 1233 — სანშუ II მმართველობის დასაწყისი.
  • 1246 — რომის პაპი ინოკენტი IV სანშუს აცხადებს ერეტიკოსად და გასცემს მისი დამხობის ბრძანებას.
  • 1247 — აფონსუ III მმართველობის დასაწყისი; სანშუ II გააძევეს ტოლედოში.
  • 1254 — კორტესების, სამეფო გენერალური ასამბლეის, პირველი ოფიციალური შეკრება.
  • 1272 — აფონსუ III მავრებისაგან იბრუნებს ფარუს, ამით დასრულდა მავრების გაძევება პორტუგალიიდან.
  • 1276 — იოანე XXI გახდა ისტორიაში პირველი და ერთადერთი პორტუგალიელი პაპი (გარდაიცვალა 1277 წელს)
  • 1279 — დინიშ I მმართველობის დასაწყისი
  • 1297 — დინიშ I ხელს აწერს შეთანხმებას ფერდინანდ IV კასტილიელთან საზღვრების განსაზღვრის შესახებ პორტუგალიასა და თანამედროვე ესპანეთს შორის; ეს შეთანხმება ძალაში რჩება დღესაც.
  • 1308 — პორტუგალიამ პირველ კომერციულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ინგლისთან.
  • 1325 — აფონსუ IV მმართველობის დასაწყისი
  • 1355 — მეფის ბრძანებით მოკლეს ინეშ დე კაშტრუ, დაიწყო სამოქალაქო ომი აფონსუსა და მის მემკვიდრე პედრუ I შორის.
  • 1357 — პედრუ I მმართველობის დასაწყისი; ინეშ დე კაშტრუს სხეულის ექსგუმაცია და კორონაცია.
  • 1367 — ფერნანდუ I მმართველობის დასაწყისი.
  • 1383—1385 — ლეონორ ტელეშის რეგენტობა. შემდეგ სამოქალაქო ომი და პოლიტიკური ანარქია: 1383—1385 წლები კრიზისი.

მეორე დინასტია: ავისის

რედაქტირება
  • 1580 — უშვილო კარდინალის გარაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე II გახდა პორტუგალიის მეფე ფილიპე I და ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა.
  • 1598 — ფილიპე III ესპანელი გახდა პორტუგალიის მეფე ფილიპე II.
  • 1621 — ფილიპე IV ესპანელი გახდა პორტუგალიის მეფე ფილიპე III.

მეოთხე დინასტია: ბრაგანსა

რედაქტირება
  • 1640, 1 დეკემბერი — ბრაგანსის ჰერცოგი ჟუან IV ხდება პორტუგალიის მეფე: ესპანეთის ბატონობის დასასრული.
  • 1656 — აფონსუ VI ადის სამეფო ტახტზე
  • 1668 — აფონსუ VI გამოცხადდა არაკომპეტენტურად და მისი ძმა პედრუ ხდება ერთპიროვნული მმართველი
  • 1683 — პედრუ II ხდება მეფე
  • 1703 — დაიდო მეტუენის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პორტუგალია აღარ იყო დამოკიდებული ინგლისზე ეკონომიკურად.
  • 1706 — ჟუან V მმართველობის დასაწყისი
  • 1750 — ჟუზე I მმართველობის დასაწყისი
  • 1755, 1 ნოემბერი— ლისაბონის მიწისძვრამ ძირფესვიანად დაანგრია ქალაქი.
  • 1759, 13 იანვარი —ტავორის ოჯახის ყველა წევრი დაადანაშაულეს სახელმწიფოს ღალატში და მომზადდა თავდასხმა მეფეზე მარკიზ პომბალის ბრძანებით.
  • 1777 — დაიწყო მარია I მმართველობა;
  • 1816 — დაიწყო ჟუან VI მმართველობა;
  • 1826 — დაიწყო პედრუ IV მმართველობა;
  • 1828 — კორონაციამიგელ I, პედრუ IV შემცვლელი: სამოქალაქო ომი
  • 1834
    • 24 ივლისი – ჰერცოგმა ტერსეირამ გაიმარჯვა ლისაბონთან ბრძოლაში — დამტავრდა სამოქალაქო ომი: მიგელ I გაიქცა გერმანიაში
    • მარია II გახდა დედოფალი.
  • 1853 — დაიწყო პედრუ V მმართველობა;
  • 1861 — დაიწყო ლუიშ I მმართველობა;
  • 1889 — დაიწყო კარლუშ I მმართველობა;
  • 1908
    • 1 თებერვალი, მეფე კარლუში და მისი შვილი ლუიშ-ფილიპი მოკლეს ლისაბონელმა რესპუბლიკელებმა.
    • მანუელ II გახდა პორტუგალიის მეფე

ადრეული რესპუბლიკა

რედაქტირება
  • 1910, 5 ოქტომბერი— რევოლუციამ დაამხო მონარქიული მმართველობა: პორტუგალია გახდა რესპუბლიკა; მეფე მანუელ II გაიქცა ინგლისში
  • 1917
  • 1918
    • 28 აპრილი — პაესი აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
    • 14 დეკემბერი — პაესის მკვლელობა.

ფაშისტური რეჟიმი

რედაქტირება
  • 1926 — გადატრიალება: დამყარდა ფაშისტური დიქატატურა ანტონიუ დი სალაზარის მეთაურობით.
    • 28 მაისი — გენერალ გომიშ დუ კოშტას სამხედრო პუტჩი. დაითხოვეს პარლამენტი და შეცვალეს კონსტიტუცია.
    • 17 ივნისი — დუ კოშტა იძულებული იყო გადაეყენებინა პრემიერ-მინისტრი კაბესადესი და ჩამეყალიბებინა ახალი მთავრობა.
    • 9 ივლისი — გენერალი კარმონა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აპატიმრებს დუ კოშტას და თვითონ ახდენს მთავრობის ფორმირებას.
  • 1927, 3-9 თებერვალი— ჩაახშეს სამხედრო გამოსვლა ლისაბონში და პორტუში, რომელთა ლიდერები ცდილობდნენ კონსტიტუციის აღდგენას.
  • 1928
    • 25 მარტი — გენერალი ანტონიო ოსკარ კარმონა აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
    • 17 აპრილი — ანტონიუ სალაზარი გახდა ფინანსთა მინისტრი ახალ მთავრობაში.
  • 1934, 16 დეკემბერი — ეროვნული კრების არჩევნებზე მთავრობამ მოიპოვა 90 ადგილი.
  • 1935, 16 თებერვალი — კარმონა შემდეგი 7 წლით აირჩიეს პრეზიდენტად.
  • 1936, 9 სექტემბერი — პორტუგალიის სამხედრო-საზღვაო ძალებში აჯანყების მცდელობა იყო.
  • 1938, 11 მაისი —პორტუგალიამ ცნო ფრანკოს რეჟიმი ესპანეთში.
  • 1939, 17 მარტი — მეგობრობისა და თავდაუსხმელობის პაქტი ესპანეთთან.
  • 1941, 12 ივნისი — სალაზარის მთავრობა აცხადებს სწრაფი ნეიტრალიტეტის დაცვას.
  • 1942
    • 8 თებერვალი — გენერალი კარმონა კვლავ აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
    • 25 ივნისი — სალაზარი ხაზს უსვამს პორტუგალიის ნეიტრალიტეტს ინგლისთან ურთიერთობაში და ამავდროულად წინააღმდეგია ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნისა.
    • 18-20 დეკემბერი — ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრაფ ხორდანის ვიზიტი ლისაბონში, იბერიის ბლოკის შექმნა.
  • 1943, 12 ოქტომბერი — გამოქვეყნდა ინგლის-პორტუგალიის შეტანხმება, საჭიროების შემთხვევაში აზორის კუნძულების სამხედრო ბაზების გამოყენების შესახებ.
  • 1947, 8 ოქტომბერი — მონარქისტულად მოაზროვნეების წარუმატებელი გადატრიალება
  • 1948, 20 სექტემბერი — ესპანეთთან მეგობრობისა და თავდაუსხმელობის პაქტის გაგრძელება 10 წლის ვადით.
  • 1949
    • 13 თებერვალი — პირველად სალაზარის მმართველობის პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე კანდიდატიც იყრიდა კენჭს. რომელმაც არცევნების წინა დღეს უარი თქვა კანდიდატობაზე. კარმონა მეოთხე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
    • 4 აპრილი — პორტუგალია ნატოს წევრი გახდა.
  • 1951
    • 8 იანვარი — აშშ-სთან დაიდო მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხელშეკრულება
    • 18 აპრილი — გარდაიცვალა პრეზიდენტი კარმონა.
    • 22 ივლისი — საპრეზიდენტო არჩევნები. ამ პოსტზე აირჩიეს გენერალი ფრანცისკო კრავეირო ლოპიში.
    • 6 სექტემბერი— შეთანხმება აშშ-სტან აზორის ბაზების იჯარით გადაცემის შესახებ.
  • 1955, 15 დეკემბერი — პორტუგალია გაწევრიანდა გაეროში.
  • 1961
  • 1962 — იწყება სამხედრო მოქმედებები გვინეა-ბისაუში.
    • 1 იანვარი — რესპუბლიკელების აჯანყების წარუმატებელი მცდელობა
  • 1964, 25 სექტემბერი — იწყება სამხედრო მოქმედებები მოზამბიკში.

დემოკრატია

რედაქტირება
  • 1974, 25 აპრილი — მიხაკების რევოლუციამ დაამხო პორტუგალიის ფაშისტური რეჟიმი , მარსელუ კაეტანუ გაიქცა ბრაზილიაში.
  • 1975
    • აფრიკის ყველა პორტუგალიურმა კოლონიამ და აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
    • 11 მარტი— კომუნისტური გადატრიალება: მსხვილი სამრეწველო საწარმოების და ეკონომიკური ობიექტების ნაციონალიზაცია მთავრობის მიერ.
    • 25 ნოემბერი — ახალმა გადატრიალებამ დაამხო ექსტრემალური-მემარცხენე პოლიტიკური ძალები.
    • 7 დეკემბერი — აღმოსავლეთი ტიმორის ანექსია ინდონეზიის მიერ ძალის გამოყენებით.
  • 1981 —პრემიერი სა კარნეირუ და თავდაცვის მინისტრი ამარუ და კოშტა დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში, როგორც ფიქრობენ ეს იყო ტერაქტი.
  • 1984 — კარლუშ ლოპეშმა მოიპოვა პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი პორტუგალიის ისტორიაში მარათონში ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე.
  • 1986, 1 იანვარი — პორტუგალია გახდა ევროკავშირის წევრი
  • 1998 — ლისაბონში მოეწყო საერთაშორისო გამოფენა Expo '98
  • 1999, 1 იანვარი, მაკაო, უკანასკნელი პორტუგალიური კოლონია გადაეცა ჩინეთს.
  • 2002, 1 იანვარი — პორტუგალია გადავიდა ევროს მიმოქცევაზე.
  • 2004, ზაფხული — პორტუგალიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.
  • 2004, 20 ნოემბერი ბელემში აღიმართა ევროპაში ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება