ფერდინანდ IV (კასტილია)
ფერდინანდ IV (დ. 6 დეკემბერი, 1285, სევილია — გ. 7 სექტემბერი, 1312, ხაენი) — კასტილიისა და ლეონის მეფე 1295 წლიდან დედამისს მარია დე მოლინას (1303 წლამდე რეგენტს) ბრძოლა მოუხდა მისი სამეფო უფლებებისათვის კასტილიის წარჩინებულთა წარმომადგენლებთან, რომელთაც მხარს უჭერდნენ დასავლეთ ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები. არაგონის მეფის დახმარებით წარმატებით ებრძოდა არაბებს. დაიპყრო ციხესიმაგრე გიბრალტარი (1310 წელი). ალხესირასის დასალაშქრავად მიმავალი ხაენში გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ficha genealógica de Fernando IV de Castilla y León en la Fundación Casa Ducal de Medinaceli დაარქივებული 2010-06-21 საიტზე Wayback Machine.
- Genealogía de Fernando IV el Emplazado, rey de Castilla y León (en inglés)
- Artículo sobre la muerte del rey Fernando IV en el Diario Benalmádena Digital. 8-9-2008 დაარქივებული 14-12-2015 საიტზე Wayback Machine.
- Leyenda de Fernando IV el Emplazado, rey de Castilla y León
- Fernando IV el Emplazado en YouTube
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი: სანჩო IV |
კასტილიისა და ლეონის მეფე 1295 – 1312 |
შემდეგი: ალფონსო XI |