ალხესირასი
ალხესირასი (ესპ. Algeciras; ესპანური წარმოთქმა: [alxeˈθiɾas]; არაბ. الجزيرة الخضراء) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, კადისის პროვინციაში, ავტონომიურ გაერთიანება ანდალუსიაში, ხმელთაშუა ზღვის პორტი, ალხესირასის უბის უდიდესი ქალაქი. ალხესირასის პორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავსადგურია, რომელსაც გააჩნია სამი ძირითადი დანიშნულება: საკონტეინერო, სატვირთო და საგადაზიდო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალხესირასი ესპ. Algeciras | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
კოორდინატები | 36°07′39″ ჩ. გ. 5°27′14″ დ. გ. / 36.12750° ჩ. გ. 5.45389° დ. გ. | ||||
მმართველი | José Ignacio Landaluce | ||||
დაარსდა | 713 | ||||
ფართობი | 86 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 20 მ | ||||
მოსახლეობა | 114 277 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 1330,35 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | (+34) 956/856 | ||||
საფოსტო ინდექსი | 11200-11209 | ||||
საავტომობილო კოდი | CA | ||||
ოფიციალური საიტი | algeciras.es/es/index.html | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაალხესირასი მდებარეობს გიბრალტარის პირდაპირ, ზღვის დონიდან 20 მ სიმაღლეზე, ქალაქ ტარიფიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კმ-ში. 2013 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 114 277 ადამიანი. კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. არის მინერალური წყაროები ფუენტე-სანტა. კორპის დამუშავება და გადატანა. განვითარებულია ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობა. თევზჭერა.
ისტორია
რედაქტირებაალხესირასი დაარსდა 713 წელს. იგი გახდა პირველი ესპანური ქალაქი, რომელიც მავრებმა დაიპყრეს. 1344 წელს ალხესირასის პორტი ხელში ჩაიგდო ალფონსო XI, თუმცა 1368 წელს ის კვლავ მავრებმა დაიბრუნეს და დაანგრიეს კიდეც. 1704 წელს პორტი გიბრალტარიდან გადმოსახლებულმა ესპანელმა ლტოლვილებმა ააშენეს. 1801 წლის ივლისში მომხდარ ალხესირასის ბრძოლაში ბრიტანულმა ფლოტმა დაამარცხა ესპანურ-ფრანგული ფლოტილია. 1906 წელს გერმანიის ინიციატივით ალხესირასში გაიმართა ალხესირასის კონფერენცია, რომლის მიზანი იყო 1904-1905 წლებში გერმანია-საფრანგეთს შორის მაროკოს პირველი კრიზისის დროს წარმოშობილი უთანხმოების მოწესრიგება.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის მთავარი კომერციული საქმიანობა დაკავშირებულია პორტთან, სადაც ძირითადად ნავთობის იმპორტია განვითარებული. ზამთრის ზომიერ კლიმატზე დაფუძნებული ტურიზმი მზარდია. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია პურეული, თამბაქო, მსხვილი რქოსანი საქონელი და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალხესირასი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)