ვიმარა პერეში
ვიმარა პერეში (პორტ. Vímara Peres, ესპ. Vímara Pérez) (დ. დაახლ. 820 — გ. 873) — პორტუგალიის საგრაფოს დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი (868–873).
ვიმარა პერეში | |
---|---|
ვიმარა პერეშის ძეგლი პორტუში | |
პორტუგალიის 1-ლი გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 868 |
მმართ. დასასრული: | 873 |
წინამორბედი: | დამაარსებელი |
მემკვიდრე: | ლუსიდიუ ვიმარანეში |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 820 |
გარდ. თარიღი: | 873 |
გარდ. ადგილი: | ლა-კორუნია, ესპანეთი |
დინასტია: | ვიმარა პერეშის დინასტია |
რელიგია: | ქრისტიანობა |
გრაფი ვიმარა იყო ვინმე პედროს (ან პეროს) შვილი, რომლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემონახულა[1]. როგორც ვარაუდობენ მისი ოჯახის სამფლობელოები მდებარეობდა სამხრეთ გალისიაში. ვიმარა პერეში იყო ასტურიის მეფის ალფონსო III დიდის ვასალი, რომელმაც გრაფს გადასცა სამეფოს სამხრეთი ტერიტორია, რათა დაეცვა თავი მავრების შემოსევისაგან და დაეწყო ბრაგის ხელახალი დასახლება. 868 წელს ვიმარა პერეში თავისი ჯარით შეიჭრა კორდოვის საემიროში და მუსლიმების ბატონობისაგან გაათავისუფლა მდინარე მინიუსა და დუეროს შორის მოქცეული ტერიტორია. აიღო ქალაქი პორტუს კალე. მიწების დაბრუნების შემდეგ, ალფონსო დიდის თანხმობით ჩამოყალიბდა საგრაფო, რომლის მმართველიც ვიმარა პერეში გახდა. საგრაფოს ეწოდა Condado de Portucale საიდანაც წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელწოდებაც. ოდნავ მოგვიანებით ვიმარამ დააარსა გამაგრებული დასახლება Vimaranis (ვიმარას ქალაქი; თანამედროვე გიმარაინში), რომელსაც პორტუგალიურ ლიტერატურაში „პორტუგალიის აკვანი“ ეწოდება.
ვიმარა პერეში გარდაიცვალა ლა-კორუნიაში 873 წელს. მისი მემკვიდრე გახდა ერთადერთი შვილი ლუსიდიუ ვიმარანეში. გრაფ პერეშის შთამომავლები (ვიმარა პერეშის დინასტია) საგრაფოს მართავდა 1071 წლამდე.
1968 წელს პორტუში ქალაქის მავრებიდან გამოხსნის 1000 წლისთავის პატივსაცემად საკათედრო ტაძრის წინ აღიმართა ვიმარა პერეშის ძეგლი. პორტუს და გიმარაინშის რამდენიმე ქუჩა ატარებს ვიმარა პერეშის სახელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Asturias, Galicia, Leon, nobility. Foundation for Medieval Genealogy. ციტირების თარიღი: 27 марта 2009.
- Portugal. Genealogie Mittelalter. ციტირების თარიღი: 27 марта 2009.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზოგიერთი გვიანდელი გენეალოგების მიხედვით ვიმარა პერეშის მამად ითვლება პედრო ტეხონი, ასტურიის მეფის ალფონსო I-ის შვილთაშვილი, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები ჯერ არ მოიძებნება