ალფონსო I (ასტურია)
ალფონსო I კათოლიკე (ესპ. Alfonso I el Católico) (გ. 757) — ასტურიის მეფე 739-757 წლებში.
ალფონსო I | |
---|---|
Alfonso I el Católico | |
ალფონსო I-ის ძეგლი მადრიდში | |
ასტურიის სამეფოს მე-3 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 739 |
მმართ. დასასრული: | 757 |
წინამორბედი: | ფავილა |
მემკვიდრე: | ფრუელა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 705/710 |
გარდ. თარიღი: | 757 |
მეუღლე: | ერმესინდა ასტურიელი |
შვილები: |
ფრუელა I, ვიმერანო, მაურეგატო, ადოსინდა |
დინასტია: | პერესების დინასტია |
მამა: | პედრო |
ალფონსო ღვთისმიერი და გულადი ადამიანი იყო. როდესაც იგი მეფე გახდა, მან გააფართოვა თავისი სამლობელოები: ასტურიას შეუერთა მთელი ზღვისპირეთი ბასკების მიწამდე, გადაკვეთა მთები და სამხრეთით ქალაქი ლუგო აიღო. შემდეგ ვაჟთან ფრუელასთან ერთად დაიპყრო მიწები მინიოსა და დუეროს შორის. სწრაფი თავდასხმებით ალფონსო ანადგურებდა მუსულმანებს და აოხრებდა მათ მიწებს, ქრისტიანები ჩრდილოეთით გადაყავდა და ასახლებდა დაპყრობილ ქალაქებში, ძალაუფლების გასამტკიცებლად. თავისი დაუღალავი ქმედებებით, რაც ქალაქების დაარსებასა და ეკლესიების მშენებლობაში გამოიხატა, მან ხალხის და სამღვდელოების სიყვარული დაიმსახურა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ასტურიის მეფეები 718-914 წწ.
- Хроника Альфонсо III. Восточная литература. ციტირების თარიღი: 16.7.2011.
- Астурия დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine.