ლა-კორუნია (ესპ. La Coruña) — ქალაქი და ნავსადგური ესპანეთში, გალისიაში, ატლანტის ოკეანის ნაპირზე, ლა-კორუნიის ყურეში. ლა-კორუნიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1208 წელს, თუმცა ნავსადგურის არსებობა ამ ადგილებში რომის იმპერიის ეპოქაშიც ივარაუდება. XVI საუკუნიდან გალისიის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი იყო. 1588 წელს იყო ესპანეთის უძლეველი არმადის გამგზავრების ადგილი, მომდევნო წელს კი ქალაქი ინგლისელი მეზღვაურის, ფრენსის დრეიკის თავდასხმამ დააზიანა. ნაპოლეონის ომების დროს, 1809 წელს აქ გაიმართა ბრძოლა საფრანგეთის და ინგლისის ჯარებს შორის (კორუნიას ბრძოლა). ამჟამად ჩრდილოეთ ესპანეთის მნიშვნელოვანი სანაოსნო და თევზსაჭერი პორტია.

ქალაქი
ლა-კორუნია
La Coruña
Spain LaCorunaFromTower.jpg
ქალაქის ხედი
გერბი
Escudo de A Coruña.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი გალისია
კოორდინატები 43°21′46″ ჩ. გ. 8°24′17″ დ. გ. / 43.36278° ჩ. გ. 8.40472° დ. გ. / 43.36278; -8.40472
ქალაქის მერი ხავიერ ლოსადა
დაარსდა 1208
ფართობი 36.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13
მოსახლეობა 246,056 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 6,613 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 981
საფოსტო ინდექსი 15001-15011
საავტომობილო კოდი C
ოფიციალური საიტი aytolacoruna.es
ლა-კორუნია — ესპანეთი
ლა-კორუნია

დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება