სეუტა
სეუტა (ესპანურად Ceuta) — ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ]]გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის სრუტის]] აღმოსავლეთ ნაწილში. მაროკო ქალაქს თავის ტერიტორიად თვლის და ითხოვს მის დაბრუნებას. ფართობი - 19 კვ. კმ. მოსახლეობა 85 ათასი, ძირითადად არაბები, ბერბერები, ესპანელები, ფრანგები. ქალაქში მოქმედებს სამხედრო და თევზსაჭერი ნავსადგურები.
ისტორიარედაქტირება
ქალაქი დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში. ფინიკიელთა კოლონია შემდგომში დაიკავეს კართაგენელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა, პორტუგალიელებმა (1415), ესპანელებმა (1580). 1663 წელს პორტუგალია-ესპანეთის კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის იდენტიფიკაციის საფუძველზე ქალაქი ესპანეთს დარჩა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 304.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Ceuta, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე