წმინდანები – განსაკუთრებული სიწმინდით გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვნი ფიგურები არიან ბევრ რელიგიაში, განსაკუთრებულად ქრისტიანობაში. ტერმინი ყველაზე ხშირად ქრისტიანებთან მიმართებაში გამოიყენება და ნიშნავს წმინდას ან უბიწოს. ამ ტერმინს იყენებენ ასევე სხვა რელიგიებშიც, რომ გამოხატონ დამსახურებული ადამიანის პატივისცემა. წმინდანებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში აქვთ შემდეგი მსგავსებები: სამაგალითო ნიმუში; არაჩვეულებრივი მასწავლებელი; გაკვირვების გამომწვევი ან კეთილმოსურნე ძალის წყარო; ქომაგობა; თავშეკავებული და მომთმენი ქცევები და გულის გადაშლა წმინდანთან... (…სრულად)
ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგოც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა... (...სრულად)
სოფელ მუტალასკში. მისი მშობლები – იოანე და სოფიო კეთილშობილი წარმოშობის, ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. როცა ყრმას 5 წელი შეუსრულდა, ისინი ალექსანდრიაში გაემგზავრნენ. იოანეს მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა და ეს გამგზავრება მისი სამსახურით იყო გამოწვეული. საღმრთო განგებულებით, პატარა საბა მამისეულ სახლში დარჩა და მასზე ზრუნვა დედის ძმამ, ერმიმ იკისრა. მას ძალზე ბოროტი ცოლი ჰყავდა, რომელმაც აიძულა საბა, მამის ძმასთან გადასულიყო საცხოვრებლად... (...სრულად)
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტისალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა... (...სრულად)