არქიფო (სამოცდაათთაგანი)
მოციქული არქიფო (ბერძ. Άρχιππος) - ქრისტეს მოციქული, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით - 5 დეკემბერი. წმინდანი პავლე მოციქულის მოწაფე იყო.
წმინდა მოციქული არქიფო, ფილიმონი და ფილიმონის მეუღლე აპფია მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიფო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიფომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმინდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.