ფილიმონი (სამოცდაათთაგანი)
ფილიმონ მოციქული — ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით - 5 დეკემბერი. მოციქული და მისი მეუღლე აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმინდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს:
„„ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“[1]“
|
წმინდანები აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიფო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. წმინდა ფილიმონი და აპფია მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.
ეკლესია წმინდა მოციქულებს - ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორ აპფიას 3 მარტსაც იხსენიებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (ფილიმ. 1, 1-3).