ისე წილკნელი
ისე წილკნელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 2 (15) დეკემბერი). მოღვაწეობდა და მღვდელთმთავრობდა ქართლში წილკნის ეპარქიაში, დასაფლავებულია იქვე წილკნის საკათედრო ტაძარში.
ისე წილკნელი | |
---|---|
დაიბადა | სირია |
ხსენების დღე | 15 დეკემბერი |
მოღვაწეობა | ბერი |
ცხოვრება
რედაქტირებაიყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ისე წიკნელის საფლავი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 228.
- ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 137-139
ხსენების დღე
რედაქტირებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ისე წილკნელის ხსენების დღეს 15 დეკემბერს [ძვ. სტ. 2 დეკემბერი] აღნიშნავს.