წმინდანი
წმინდანები — განსაკუთრებული სიწმინდით გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ბევრ რელიგიაში, განსაკუთრებულად ქრისტიანობაში.
ძირითადი დამახასიათებლები
რედაქტირებატერმინი ყველაზე ხშირად ქრისტიანებთან მიმართებაში გამოიყენება და ნიშნავს წმინდას ან უბიწოს. ამ ტერმინს იყენებენ ასევე სხვა რელიგიებშიც, რომ გამოხატონ დამსახურებული ადამიანის პატივისცემა. მაგალითისთვის იხილეთ: ჰინდუ წმინდანები, ჯონ ა. კოულმენი, იესოს საზოგადოება, თეოლოგიური კურსდამთავრებულთა გაერთიანება, ბერკლი[1], წერენ, რომ წმინდანებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში აქვთ შემდეგი მსგავსებები:
ქრისტიანობა
რედაქტირებაკათოლიკური ეკლესია
რედაქტირებაერთ-ერთი კათოლიკური საიტი ამტკიცებს, რომ "ისტორიაში ცნობილია 10 000-ზე მეტი წმინდანი "[3]. კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ სინამდვილეში, ისინი არავის ქმნიან წმინდანად, არამედ იგი მიჩნეულია წმინდანად[4]. ეკლესიაში წმინდანის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელიც ოფიციალურად იყო კანონიზირებული (მიჩნეული) კათოლიკური ეკლესიის მიერ და აქედან გამომდინარე სჯეროდათ, რომ იქნებოდა სამოთხეში.
ალბან ბალტერმა გამოსცა "წმინდანთა ცხოვრება" 1756 წელს, რომელიც მოიცავდა 1486 წმინდანს. შემდეგ ნამუშავარს რედაქტირება გაუკეთა მამა ჰერბერტ თარსტონმა და ბრიტანელმა ავტორმა დონალდ ატუოტერმა. ეს უკანასკნელი ნამუშევარი მოიცავდა 2565 წმინდანის ცხოვრებას[5].
მართლმადიდებლობა
რედაქტირებამართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანად არის მიჩნეული ყველა, ვინც არის სამოთხეში[6]. განმარტების მიხედვით, ადამი და ევა, მოსე, სხვადასხვა წინასწარმეტყველები, ანგელოზები და მთავარანგელოზები, ყველას აქვთ მიცემული "წმინდანის" წოდება. მართლმადიდებლობაში წმინდანობა უთუოდ არ ირეკლავს მორალურ მოდელს, მაგრამ ერთიანია ღმერთთან: უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ უდიდეს ცოდვებში და შემდეგ გახდნენ წმინდანები მორჩილებისა და მონანიების შემდეგად, ესენი არიან მარიამ ეგვიპტელი, ეთიოპიელი მოსე, სამართლიანი ჯეიმზი და ისმასი, მომნანიებელი ქურთი, რომელიც ჯვარს აცვეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰაული, ჯონ სტრეტონი, ed. წმინდანები და უბიწოები, ბერკლი: კალიფორნიის პრესის უნივერსიტეტი, 1987. გვ. 239
- ↑ Coleman, John A. S.J. "Conclusion: after sainthood", in Hawley, John Stratton, ed. Saints and Virtues Berkeley: University of California Press, 1987. pp 214-217
- ↑ All About Saints at Catholic Online (USA) FAQs- Saints and Angels
- ↑ The Catechism of the Catholic Church დაარქივებული 2011-08-12 საიტზე Wayback Machine. From the Knights of Columbus website
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2009-12-18.
- ↑ Bebis G The Saints of the Orthodox Church at Greek Orthodox Archdiocese of America, New York