იეზუიტთა ორდენი

(გადამისამართდა გვერდიდან იესოს საზოგადოება)

იეზუიტთა ორდენი (ლათ. Societas Jesu - „იესოს საზოგადოება“) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული რელიგიური ორდენი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა რომის პაპს. დაარსდა 1534 წელს პარიზში ესპანელი კარისკაცი იგნასიო ლოიოლას მიერ, ხოლო 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა. იეზუიტები აქტიურად მოღვაწეობდნენ მეცნიერებაში, განათლებასა და მისიონერულ საქმიანობაში.

იეზუიტთა ორდენის ბეჭედი (ჯვარი).

სტატისტიკა

რედაქტირება

დღეისთვის იეზუიტები წარმოადგენენ უდიდეს მამაკაცთა კათოლიკურ რელიგიურ ორდენს.

2007 წლის მდგომარეობით

რედაქტირება

2007 წლის 1 იანვრის მიხედვით მათი რაოდენობა შეადგენდა 19 216-ს,[1] რომელთაგანაც: 13 491 არის კლერკი (სასულიერო პირი), 3 049 სტუდენტი (მომავალი სამღვდელოება), ძმა (არა მღვდელი) და 866 ახალბედა. იეზუიტები მსახურობენ 112 ქვეყანაში ექვს კონტინნტზე, უმეტესობა ინდოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი საშუალო ასაკი იყო 57,3, მღვდლების 63,4, სტუდენტობის 29,9 და 65,5 ძმებისთვის.

იეზუიტები მსოფლიოში (2007 წლის 1 იანვარი)[1]
რეგიონი იეზუიტები პროცენტი
სამხრეთ აზია 4 018 20.9%
ამერიკის შეერთებული შტატები 2 952 15.4%
სამხრეთ ევროპა 2 448 12.7%
დასავლეთ ევროპა 1 958 10.2%
აღმოსავლეთ ოკეანია 1 672 8.7%
სამხრეთი ლათინური ამერიკა 1 513 7.9%
აფრიკა 1 430 7.4%
ჩრდილოეთი ლათინური ამერიკა 1 374 7.2%
აღმოსავლეთ ევროპა 1 119 5.8%
ცენტრალური ევროპა 732 3.8%

2013 წლის იანვრის მდგომარეობით

რედაქტირება
იეზუიტები მსოფლიოში — იანვარი 2013[1][2]
რეგიონი იეზუიტები პროცენტი
აფრიკა 1 509 9%
სამხრეთი ლათინური ამერიკა 1 221 7%
ჩრდილოეთი ლათინური ამერიკა 1 226 7%
სამხრეთი აზია 4 016 23%
აზია-ოკეანეთი 1 639 9%
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა 1 641 10%
სამხრეთი ევროპა 2 027 12%
დასავლეთი ევროპა 1 541 9%
ამერიკის შეერთებული შტატები 2 467 14%

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Curia Generalis, Society of Jesus (7 May 2007). „News from the Curia (Vol. 11, N. 9)“. The Jesuit Portal – Society of Jesus Homepage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2012. ციტატა: „The annual statistics of the Society for 2006 have been compiled and will be mailed to the Provinces within a few days. As of January 1, 2007 the number of Jesuits in the world was 19,216 (364 fewer than in 2005)...“
  2. See perspective circle graph on Google Images.