ანგია წინასწარმეტყველი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წმინდა ანგია წინასწარმეტყველიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 დეკემბერი, ახალი სტილით - 29 დეკემბერი. იგი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი თოთხმეტი წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გაუცხადა მათ, რომ მეორე ტაძარი პირველზე დიდებული იქნებოდა.

ანგია წინასწარმეტყველი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.