პორტალი:წმინდანები/ქალი წმინდანები/არქივი
2009
რედაქტირებადეკემბერი
რედაქტირებაწმინდა დიდმოწამე ბარბარე (ბერძ. Βαρβάρα) - მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი. კათოლიკური ეკლესია მას 4 დეკემბერს მოიხსენიებს.
წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს, მამამისს, მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები... (...სრულად)
2010
რედაქტირებაიანვარი
რედაქტირებაწმინდა ნინო - ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (IV საუკუნის 30-იანი წწ.). მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 იანვარი, ახალი სტილით - 27 იანვარი.
კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მისცეს მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. (...სრულად)
თებერვალი
რედაქტირებანეტარი ქსენია პეტერბურგელი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 იანვარი, ახალი სტილით - 6 თებერვალი. იგი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმინდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. (...სრულად)
მარტი
რედაქტირებაღირსმოწამე ევდოკია - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით - 14 მარტი. იგი სამარიტელი იყო, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა... (...სრულად)
აპრილი
რედაქტირებათეოდორა თესალონიკელი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 აპრილი, ახალი სტილით - 18 აპრილი.
ღირსი თეოდორა თესალონიკელი ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.
წმინდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს ახდენდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა... (...სრულად)
მაისი
რედაქტირებათამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს. თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი იყო. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად... (...სრულად)
ივნისი
რედაქტირებამოციქულთასწორი ელენე - რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დედა. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 მაისი, ახალი სტილით - 3 ივნისი.
ელენეს შვილი კონსტანტინე ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმინდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმინდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმინდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმინდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმინდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინოპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა... (...სრულად)
ივლისი
რედაქტირებაწმინდა მოციქულთასწორი ოლღა – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 ივლისი, ახალი სტილით - 24 ივლისი.
წმინდანი იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმინდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... (...სრულად)
აგვისტო
რედაქტირებამარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית, ბერძ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი, ქრისტიანული წმინდანი, მენელსაცხებლე, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს სიკვდილისშემდგომ მოვლინებას. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მასთან დიდი ხანი აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას. იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს როგორც შებღალვას. (...სრულად)
სექტემბერი
რედაქტირებაქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624), კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა, ხსენების დღე - 26 სექტემბერი... (...სრულად)
ოქტომბერი-ნოემბერი
რედაქტირებაპელაგია ტარსელი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 ოქტომბერი, ახალი სტილით - 20 ოქტომბერი. წმინდა მოწამე პელაგია ტარსელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა ქრისტესთვის. იგი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო.
იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმინდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. სასტიკდ აწამა იმპერატორმა დიოკლეტიანემ. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმინდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს. (...სრულად)