აშოთან მუხრანბატონი
(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, აშოთან)
აშოთან ბაგრატის ძე მუხრანბატონი (გ. 1561) — ბაგრატ მუხრანბატონის ძე. მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან 1561 წლამდე. მუხრანბატონი გახდა მამამისის, ბაგრატის ბერად აღკვეცის შემდეგ. მისი ერთი ასული, ქეთევანი (შემდეგში ქეთევან წამებული) ცოლად ჰყავდა კახთა მეფეს დავით I-ს. დაიღუპა ფხოველებთან ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ჯამბურია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.
წინამორბედი: ბაგრატ I მუხრანბატონი |
მუხრანბატონი 1539–1561 |
შემდეგი: ვახტანგ მუხრანბატონი |