მოგესალმებით თეატრის სამყაროში
მოგესალმებით თეატრის სამყაროში
რედ. რჩეული სტატია
გუსტავ ფრაიტაგი
გუსტავ ფრაიტაგი

ფრაიტაგის პირამიდაგუსტავ ფრაიტაგის არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შემუშავებული და 1863 წელს გამოქვეყნებული დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია, როგორც დრამის პირამიდული აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემული წიგნი, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.

კლასიკური დრამის სტრუქტურა არისტოტელისეულ სამ ერთეულს ეყრდნობა და ითვალისწინებს შემდეგს: (ა) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას; (ბ) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა; (გ) ხუთივე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ან ინტრიგით) განვითარებადი ფუნქციური მოდელისა და ჰქმნის დრამატული მსვლელობის ეტაპობრივად დასაფეხურებულ, იდეალტიპური მსვლელობის ფორმას; (დ) სულ მცირე სცენაც კი წარმოადგენს დრამის აგების მნიშვნელოვან ელემენტს, მჭიდროდაა დაკავშირებული მომდევნო სცენასთან და შეუძლებელია რომელიმე ამ სცენის დაკლება, ან მათი თანმიმდევრობის გადაადგილება.

რედ. რჩეული თეატრი
რუსთაველის თეატრის შენობა 2006 წელს.
რუსთაველის თეატრის შენობა 2006 წელს.

შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი მდებარეობს თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. თავდაპირველად თეატრს განაგებდა ქართული დრამატული საზოგადოება ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თავმჯდომარეობით.

თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა დავით ერისთავის "სამშობლო". ეს ნამდვილი მოვლენა გახდა რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და "ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის" სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია "მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ". ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.

რედ. რჩეული ბიოგრაფია
ჯეიმზ ჯოისი
ჯეიმზ ჯოისი

ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლ Séamus Seoighe; 1882-1941) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი. მისი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებებია რომანი "ულისე (1922 წ.) და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი" (1939), მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" (1914) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს — ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.

ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და ბაბუა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმზის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმზს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში მას ძაღლებისადმი შიშის სინდრომი ჩამოუყალიბა. ჯეიმზს ასევე ეშინოდა გრუხუნის. როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.

რედ. რჩეული ციტატა
ბერტოლტ ბრეხტი
ბერტოლტ ბრეხტი
ვიკიციტატა
„ხალხს მხოლოდ იმის ნახვა რომ სურდეს, რაც ესმის, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდა.“

პორტალი:თეატრი/დეკემბერი

რედ. იცოდით, რომ...
ერმიტაჟის თეატრი
ერმიტაჟის თეატრი
რედ. რჩეული სურათი
კაბუკის თეატრის მაკიაჟი
კაბუკის თეატრის მაკიაჟი

კაბუკის თეატრის მაკიაჟი: "არაგოტოს" სტილის მეომარი პერსონაჟი.

რედ. კატეგორიები

თეატრის კატეგორიები


რედ. თემები

ისტორია: სანსკრიტული დადგმებინატია შასტრაკოოდიატამიბჰასაკალიდასაკათაკალიბჰავაბჰუტიჰარშაჩინური თეატრიკანტონური ოპერაპეკინის ოპერარამაკიენინობუნრაკუკაბუკიბუტოძველი საბერძნეთის თეატრიძველი რომის თეატრიშუა საუკუნეების თეატრიკომედია დელ არტეინგლისის რენესანსის თეატრიRestoration comedyRestoration spectacularნეოკლასიციზმიXX საუკუნის თეატრი

ტიპები: კომედიადრამამუსიკალური თეატრი

ფილოსოფია: არისტოტელეპოეტიკაკონსტანტინ სტანისლავსკიანტონინ არტობერტოლტ ბრეხტიორსონ უელსიპიტერ ბრუკიიერცი კროტოვსკიმაიზნერის ტექნიკასტანისლავსკის სისტემათამაშის მეთოდიწარმოდგენითი თამაში

ორგანიზაცია: მოყვარულთა თეატრივახშმის თეატრიალტერნატიული თეატრიზაფხულის თეატრიბროდვეის თეატრიOff-Broadwayუესტ-ენდის თეატრი

კავშირები: მსახიობთა თანასწორობის ასოციაციასასცენო დირექტორთა და ქორეოგრაფთა ასოციაციათეატრალური სცენის თანამშრომელთა საერთაშორისო ალიანსი

ჯილდოები: Back Stage West Garland AwardsDrama Desk AwardEvening Standard Awardsმწვანე ოთახის პრემიაHans-Reinhart-Ringჰელპმანის ჯილდოჯოზეფ ჯეფერსონის პრემიაLaurence Olivier Awardsლონდონის კრიტიკოსთა წრის თეატრის ჯილდოLucille Lortel AwardManchester Evening Newsმატილდას პრემიაNew York Innovative Theatre Awardsმოლიერის ჯილდოObie Awardოვაციის ჯილდოSangeet Natak Academy AwardTheatre Pasta Theatre Awardsტონის ჯილდო

Stagecraft: თეატრის დირექტორიდრამატურგიმსახიობიProduction teamსცენური დეკორატორიგანათების დიზაინერიკოსტიუმების დიზაინერიხმის ინჟინერიდრამატურგისცენის მართვაProduction managerტექნიკური ტეატრი

რედ. დობილი პორტალები