ერმიტაჟის თეატრი (რუს. Эрмитажный театр) — თეატრალური შენობა სანქტ-პეტერბურგში, აგებულია 1783-1787 წლებში (ფასადი დასრულდა 1802 წელს) არქიტექტორ ჯაკომო კვარნეგის პროექტითა და ანტიკური არქიტექტურის ტრადიციის მიხედვით.

ერმიტაჟის თეატრი
Эрмитажный театр
კოორდინატები 59°42′49″N 30°24′12″E / 59.713557° ჩ. გ. 30.403385° ა. გ. / 59.713557; 30.403385
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ჯაკომო კვარნეგი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1783-1787
მდგომარეობა კარგი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810514001

მდებარეობა

რედაქტირება

თეატრი ააშენეს პეტრე I-ის ყოფილი ზამთრის სასახლის ადგილზე. თეატრის შენობა დგას ცალკე და მისი ფასადი გადის მდინარე ნევის სასახლის სანაპიროზე (სახლი № 32). იგი სასახლის ძირითად კომპლექსთან დაკავშირებულია თაღოვანი გასასვლელით (აშენებულია 1780-იან წლებში; არქიტექტორი ი. მ. ფელტენი), რომელიც გადებულია მდინარე მოიკისა და ნევის დამაკავშირებელ ზამთრის არხზე.

თეატრში შესასვლელი მაყურებლებისათვის ხდება დიდი ერმიტაჟის სადარბაზოდან (სახლი № 34).

უახლოესი მეტროს სადგურებია: „საადმირალო“ (1 კმ), „ნევის პროსპექტი“ (1,2 კმ) და „გოსტინი-დვორი“ (1,2 კმ).

არქიტექტორმა გამოიყენა წინა შენობის საფუძველი, რომელიც ამ ადგილზე იყო აგებული პეტრე I-ის ზამთრის სასახლემდე ადრე. თეატრის გახსნა შედგა 1785 წლის 16 ნოემბერს ალექსანდრე აბლესიმოვის კომიკური ოპერის „მეწისქვილე, კუდიანი, თაღლითი და მაჭანკალი“-ს პრემიერით, რომლის მუსიკის ავტორი იყო მიხეილ სოკოლოვსკი.

თეატრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XVIII საუკუნის დასასრულის რუსული თეატრალურ-მუსიკალური კულტურის განვთარების საქმეში. ამ შენობაში იმართებოდა ბალ-მასკარადები. ამჟამად შენობა იმყოფება ერმიტაჟის დაქვემდებარებაში.

1992 წელს შენობის პირველ სართულზე გაიხსნა ექსპოზიცია პეტრე I-ის ზამთრის სასახლე, რომლის შესასვლელიც სასახლის სანაპიროდანაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება