ოტელ-დე-ვილი
(გადამისამართდა გვერდიდან პარიზის მერია)
პარიზის მერია (ფრანგ. Hôtel de Ville) — ნეო-რენესანსის სტილის შენობა პარიზში, სადაც ქალაქის ადმინისტრაციაა განთავსებული. მდებარეობს ქალაქის მეოთხე ოლქში, ყოფილი პლას-დე-გრევის უბანში (ამჟამად ოტელ-დე-ვილის მოედანი), შენობა ქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილი იყო 1357 წლიდან. იგი მრავალ დანიშნულებას ასრულებს, მათ შორის ადგილობრივი ადმინისტრაციის, პარიზის მერის ბიუროს (1977 წლიდან) და დიდი მიღება-წვეულებების გამართვის ადგილია.
მდინარე სენის სანაპირო პარიზში: ოტელ-დე-ვილი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 600 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად ოტელ-დე-ვილის მოედანი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].