ჩინურ თეატრალურ ხელოვნებას საფუძველი ჩაეტარა ძირითადად სასიმღერო-საცეკვაო შემოქმედების მხატვრულ ფორმებში, საერო და რელიგიური რიტუალების ცეკვებსა და სიმღერებში, აგრეთვე ფორმაში „ბაი სი“ („ასი წარმოდგენა“), რომელიც შეიცავდა საცირკო ჟანრის ელემენტებს. ტანის პერიოდში (VII-X საუკუნეები), კულტურის მაღალი განვითარების დროს, აღმოცენდა სცენის სასიმღერო-საცეკვაო ფორმა - დაციუი. იგი წარმოადგენს ჩინეთის თეატრის ერთ-ერთ ფუძეს, რომელიც აერთიანებს ცეკვას, სიმღერას და პანტომიმას. VIII საუკუნის შუა პერიოდში ტანის იმპერატორ სიუან ძუნის კარზე შეიქმნა თეატრალური სკოლა „მსხლის ბაღი“ („ლიიუანი“), სადაც ამზადებდნენ მუსიკოსებს, მოცეკვავეებსა და მომღერლებს სამეფო წარმოდგენებისთვის. ეს სახელწოდება მიიღო აგრეთვე კარის სამსახიობო დასმაც. X-XII საუკუნეებში გაჩნდა პროფესიული სამსახიობო დასებიც. XIII საუკუნეს ეკუთვნის დრამა ძაძიუის აყვავება, ამ დრამისთვის დამახასიათებელია პიესის დაყოფა ოთხ მოქმედებად. ყოველი მოქმედება ერთ მელოდიაზე მიმდინარეობდა და ყოველ მოქმედებაში ერთი მომღერალი პერსონაჟი მონაწილეობდა. თეატრი შემდგომში ძირითადად პერიფერიებში ვითარდებოდა, სადაც იქმნებოდა პირველი ლოკალური თეატრალური ჟანრები: იიანის თეატრი (პროვინცია ძიანსი) და კუნციუი (მაზრა კუნშანი). იიანის თეატრი შედარებით დემოკრატიული იყო, იქმნებოდა სპექტაკლები საყოფაცხოვრებო თემ თემებზე. კუნციუი - არისტოკრატიისა და ინტელიგენციის საზოგადოების თეატრი, გამოირჩეოდა შემსრულებლის ვოკალური და საცეკვაო ტექნიკის ვირტუოზულობით. XVIII-XIX საუკუნეებში აღმოცენდა ადგილობრივი თეატრალური ჟანრები: ბანძი, ცინციანი იუეძიუი და სხვ.

ჩინური თეატრალური წარმოდგენა

XX საუკუნის დასაწყისში ფორმირდებოდა თანამედროვე დრამატული თეატრი. პირველი დრამატული დასი „გაზაფხულის ტირიფი“ („ჩუნლიუშე“) 1907 წელს შექმნეს ჩინელმა სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობდნენ იაპონიაში და იქ დგავდნენ ევროპელი დრამატურგების პიესებს. ამავე წელს ჩინეთში შეიქმნა პირველი პროფესიული დრამატურგიული თეატრი „გაზაფხულის მზე“ („ჩუნიანშე“). 1927 წელს შანხაიში პროგრესული თეატრის მოღვაწეები, დრამატული და თანამედროვე დრამატული და ტრადიციული თეატრის მსახიობები გაერთიანდნენ „აღმოსავლეთის საზოგადოებაში“ („ნანგოშე“). 1930 წელს აღმოცენდა მემარცხენე თეატრის მოღვაწეების ლიგა. 30-იან წლებში თანამედროვე დრამატული თეატრები დგამდნენ რუსეთის და დასავლეთ ევროპის დრამატურგთა პიესებს: ნ. გოგოლის „რევიზორი“, ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“, მ. გორსკის „ფსკერზე“, ჰ. იბნესის „ნორა“ და სხვ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ (1949) თეატრის რეფორმის გატარებისათვის შეიქმნა კომიტეტი. 1952 წელს პირველ სრულიად ჩინეთის თეატრისა და დრამის დათვალიერებაზე წარმოადგინეს 150-ზე მეტი პიესა. 60-იანი წლების დასაწყისში კლასიკურ რეპერტუარს მძაფრად აკრიტიკებდნენ. გამოჩნდა ძინსის ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც მიეძღვნა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების „აქტუალურ პრობლემებს“. 1963-1964 წლებში დაისვა საკითხი თეატრის „რევოლუციაზე“, კლასიკური პიესები შეიცვალა „თანამედროვე რევოლუციური პიესებით“. ჩინეთის თეატრს დაუდგა მძიმე შემოქმედებითი კრიზისის ხანა, პროფესიული კოლექტივები მკვეთრად შემცირდა. 1964 წელს 20-ზე მეტი პროფესიული კოლექტივი მოქმედებდა, 1970 წელს კი მხოლოდ 9.

ჩინეთში 50-იან წლებში შეიქმნა პეკინის ქორეოგრაფიული სასწავლებელი; 1963 წელს - შანხაის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 60-იან წლებში ჩამოყალიბდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბალეტო დასი. ჩინეთის საბალეტო ხელოვნებაში შერწყმულია ევროპული ბალეტისა და ჩინეთის ეროვნული ცეკვის ელემენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება