ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა
ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა (Boston Public Library) იყო პირველი საზოგადოებრივი მუნიციპალური ბიბლიოთეკა აშშ-ში, დაარსდა 1848 წელს. ეს ასევე პირველი საჯარო ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მკითხველს წიგნებისა და სხვა მასალის დროებით გატანის უფლებას აძლევდა.
მოცულობით 14,9 მილიონი წიგნითა თუ პერიოდული გამოცემით, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა სიდიდით მესამეა აშშ-ში. ბიბლიოთეკის კოლექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელევონებისა და ხელოვნების ისტორიის გამოცემები (მაკკიმის შენობის მესამე სართულზე) და ამერიკის ისტორიის გამოცემები (მნიშვნელოვანი კვლევითი ნამუშევრების ჩათვლით). აქვეა ლითოგრაფიების, ფოტოსურათების, რუკების, იშვიათი წიგნებისა და შუასაუკუნეების მანუსკრიპტების ვრცელი კოლექცია.
არქიტექტურა
რედაქტირებაბიბლიოთეკა თავდაპირველად მდებარეობდა ყოფილ სასკოლო შენმობაში მეისონის ქუჩაზე და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1854 წლის 20 მარტს. მოგვიანებით იმავე წელს ბიბლიოთეკის კომისიამ ახალი შენობის აგების უფლება გასცა, რომელიც ბოილსტონისა და დარტმუზის ქუჩების კუთხეში უნდა განლაგებულიყო, კოპლის მოედანზე.
1888 წელს ჩარლზ ფოლენ მაკკიმმა, არქიტექტურული ფირმა მაკკიმი, მიდი და უაიტიდან, ახალი შენობის პროექტი შექმნა, რომლის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. შენობა მოიცავდა ბავშვთა ოთახს (პირველად აშშ-ში) და ქანდაკებათა ბაღს მის ცენტრალურ ეზოში. კოპლის მოედანზე შენობის ფასადი მე-16 საუკუნის იტალიური პალაცოს სტილშია. მორკალური არკიანი ფანჯრები რიმინიში ალბერტის ტემპიო მალატესტიანას ნიმუშზეა გადაწყვეტილი, რომელიც თავის მხრივ პირველი სრულიად რენესანსის სტილში აგებული შენობა იყო. თუმცა მაკკიმ საკუთარ პროექტში პირდაპირ იმიტაციას მოერიდა. სამი ცენტრალური დიდი კარის სილუეტი ოდნავ ხაზგასმულია მთლიანი ფასადის რითმის დაურღვევლად.
მოდერნისტული მინაშენი ფილიპ ჯონსონის პროექტით დასრულდა 1972 წელს. ჯონსონის შენობაში ამჟამად ცირკულაციაში მყოფი კოლექცია ინახება, მაკკიმის შენობაში კი კვლევითი ბიბლიოთეკაა განთავსებული.