ეროსი მანჯგალაძე
ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე (დ. 3 მარტი, 1925, ღანირი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). სკკპ წევრი 1957 წლიდან.
ეროსი მანჯგალაძე | |
---|---|
დაბ. სახელი | ეროსი მანჯგალაძე |
დაბ. თარიღი |
3 მარტი, 1925 ღანირი, საქართველოს სსრ |
გარდ. თარიღი |
26 იანვარი, 1982 (56 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში დიქტორად[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 1947 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი პედაგოგ დიმიტრი ალექსიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1948 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კინო კარიერა — 1958 წლიდან. მეტად საინტერესო ეკრანული სახეები შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ჩორეხი („ნატვრის ხე“), სევერიან წივწივაძე („თოჯინები იცინიან“) და სხვები. ბოლო ხუთი წელი ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინომსახიობთა თეატრში დირექტორად და მსახიობად, სადაც რამდენიმე დასამახსევრებელი სცენური სახე შექმნა.
სახელი გაითქვა როგორც მსახიობმა, ასევე როგორც რადიოსა და ტელევიზიის დიქტორმა და კომენტატორმა. იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1959: „წარსული ზაფხული“ (ალექსანდრე) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1961: „ჭიაკოკონა“ (ხოსრო) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1962: „თოჯინები იცინიან“ (სევერიანი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (დათიკო ხუციშვილი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1966: „ლონდრე“ (მღვდელი) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (ვარდენი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (სავლე) რეჟ. დავით რონდელი
- 1969:„დიდებები და შვილიშვილები“ (კბილის ექიმი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1970:„ქვევრი“ (მილიციის განყოფილების უფროსი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1971:„სამკაული სატრფოსათვის“ (დულდურუმი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1973: „მე და ჩემი მეზობლები“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1973:„ვერის უბნის მელოდიები“ (აღა გეურქოვი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1973:„მთვარის მოტაცება“ (გვანჯ აფაქიძე) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (სამძებრო განყოფილები უფროსი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1975: „თერმომეტრი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „კიბე“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1976:„ბავშვები“ რეჟ. გივი ვეფხვაძე
- 1976:„ნატვრის ხე“ (ბუნბულა) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976:„გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976:„ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1978:„კოჯრის ტყის სიზმრები“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. რევაზ (რეზო) გაბრიაძე, გიორგი თოფურია
- 1978:„შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1978:„ყვარყვარე“ (კაკუტა) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (გენერალი დურმიშხანი) რეჟ. ლეილა აბაშიძე
ნათამაშები როლებირედაქტირება
რუსთაველის თეატრირედაქტირება
- ვლადიმერ სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“ (ივანე მახარაძე)
- გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“ (ზიმზიმოვი)
- ჯონ ფლეჩერის და ფილიპ მესინჯერის „ესპანელი მღვდელი“ (ლოპესი)
- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (ყვარყვარე)
- ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ (გვადი)
- სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (ოიდიპოსი)
- იონა ვაკელის „საქმიანი კაცი“ ( აპრაკუნე)
- გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (დათვი)
- ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ (თავადი ვანო)
- ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (აზდაკი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურარედაქტირება
- გვათუა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 422, თბ., 1983 წელი.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“,გვ. 247, თბ., 1994