ანტუან ლავუაზიე
ანტუან ლორან ლავუაზიე (ფრანგ. Antoine-Laurent de Lavoisier; დ. 26 აგვისტო,1743, პარიზი - გ. 8 მაისი, 1794, იქვე) — ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772, ადიუნქტი 1768-დან).
ანტუან ლავუაზიე | |
---|---|
ფრანგ. Antoine Laurent Lavoisier | |
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1743[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[1] [13] [14] |
გარდ. თარიღი | 8 მაისი, 1794[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [10] [11] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | კონკორდის მოედანი, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა |
დასაფლავებულია | Errancis Cemetery |
მოქალაქეობა |
საფრანგეთის სამეფო საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა |
საქმიანობა | ქიმიკოსი[15] , ეკონომისტი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, ადვოკატი, ასტრონომი, მწერალი[16] და ადმინისტრატორი[17] |
მუშაობის ადგილი | Ferme générale |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
მეუღლე | მარია ანა პიერეტ პოლზა[14] [1] |
მამა | Albeiro-antoine lavoisier[10] |
დედა | Emilie Punctis[10] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ოქროს მედალი, Hommes illustres, 72 names on the Eiffel Tower[18] და კონკურ ჟენერალ |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. 1794 ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია (1783). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან (1785). ფრანგ ქიმიკოსებთან ( კ. ბერთოლე, ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად 1786-1787 დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული. ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie“ (1789), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი“, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. XIX საუკუნის დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. 1783 ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. 1777 ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 103.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 С. Созонов Лавуазье, Антуан-Лоран // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XVII. — С. 218–223.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Лавуазье Антуан Лоран // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 14.0 14.1 Brock W. H. The fontana history of chemistry — 1992. — ISBN 0-00-686173-3
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11857034X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Persée — 2005.
- ↑ https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences