კვიპროსის საგარეო ურთიერთობები

კვიპროსი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის საბჭოს წევრია. ამასთან კვიპროსმა ხელი მოაწერა ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალურ შეთანხმებას. კვიპროსი 2004 წლიდან ევროპის კავშირის წევრია, ხოლო 2012 წელს ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო იყო.[1]

ქვეყნები, რომლებთანაც კვიპროსს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

მიმოხილვა რედაქტირება

 
კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტი მაკარიოს III გერმანიის კანცლერთან ერთად მიუნხენში სახელმწიფო ვიზიტის დროს, 1962 წელი

კვიპროსის რესპუბლიკას 179 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები (მათ შორის წმინდა საყდართან და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. კვიპროსი გაერთიანებული ერების, ხმელთაშუაზღვიური კავშირისა და ევროპის კავშირის სრული წევრია. კვიპროსს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს: აზერბაიჯანთან, კოსოვოსთან, ბენინთან, კონგოს რესპუბლიკასთან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან, ეკვატორულ გვინეასთან, ჯიბუტთან, სამხრეთ სუდანთან, ბჰუტანთან, კირიბატთან, პალაუსთან, ტუვალუსთან, ჰაიტთან, სენტ-კიტსი და ნევისთან, კუკის კუნძულებთამ, ნიუესთან.[2][3]

კვიპროსის რესპუბლიკა არ არის აღიარებული თურქეთის მიერ.[4]

ორმხრივი ურთიერთობები რედაქტირება

აზია რედაქტირება

ჩინეთი რედაქტირება

კვიპროსსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1971 წლის 14 დეკემბერს დამყარდა. ჩინეთის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსის საელჩო პეკინშია განთავსებული.

საქართველო რედაქტირება

სქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა. კვიპროსი საქართველოში ათენში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს.

ირანი რედაქტირება

კვიპროსის საელჩო თეირანში,[5] ხოლო ირანის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს.

ინდონეზია რედაქტირება

ინდონეზიასა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1987 წლის 4 დეკემბერს დამყარდა.[6] კვიპროსი ინდონეზიაში კანბერაში განლაგებული უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი,[7] ხოლო ინდონეზია კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[8]

ისრაელი რედაქტირება

 
ისრაელის პრეზიდენტისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა 2018 წელს

ისრაელის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსის საელჩო თელ-ავივშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.

1980-1990-იან წლებში კვიპროსი უკმაყოფილო იყო ისრაელის პოლიტიკის მიმართ, რომელიც თურქეთთან ახლო თავდაცვითი ურთიერთობებით ხასიათდებობა. ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტში კვიპროსი ღიად უჭერდა მხარს პალესტინელებს და ოფიციალურად აღიარა პალესტინა დე-ფაქტო სახელმწიფოდ. კვიპროსის პირველი ლედი, ანდროულა ვასილიუ ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, როდესაც დელეგაციამ, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, იასირ არაფატთან შეხვედრა სცადა (ეს უკანასკნელი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა).

ქვეყნებს შორის ურთიერთობა 1993 წლიდან გაუმჯობესდა. ისრაელსა და კვიპროსს შორის მრავალ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი და ოფიციალური ვიზიტებიც შედგა, მათ შორის ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში და კვიპროსის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტი ისრაელში.

იაპონია რედაქტირება

კვიპროსსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 11 მაისს დაიწყპ. 1970 წელს კვიპროსის პრეზიდენტი მაკარიოს III იაპონიას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. 1984 წელს იაპონიას პრეზიდენტი სპიროს კიპრიანუ, ხოლო 1989 და 1990 წლებში პრეზიდენტი გეორგიუს ვასილოუ ეწვივნენ.

კვიპროსსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბალანსი აშკარად იაპონიის მხარესაა გადახრილი. იაპონიას კვიპროსში ავტომობილები და ელექტრონული პროდუქტები შეაქვს, ხოლო კვიპროსიდან ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების იმპორტს აწარმოებს.

კვიპროსი იაპონიაში წარმოდგენილია არარეზიდენტი ელჩით, რომლის ოფისი პეკინშია განთავსებული, ხოლო საპატიო საკონსულო ტოკიოში მდებარეობს. იაპონია კვიპროსში ასევე არარეზიდენტი ელჩითაა წარმოდგენილი, რომლის ოფისიც ათენშია განლაგებული, ხოლო საპატიო საკონსულო ლიმასოლში მდებარეობს.

იორდანია რედაქტირება

 
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიმასოლში 2012 წელს. ამ წელს კვიპროსი ევროპის კავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო იყო

.

კვიპროსსა და იორდანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 11 იანვარს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ამანში მდებარეობს, ხოლო იორდანიის საელჩო ნიქოზიაშია განლაგებული. ორივე სახელმიწფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის წევრია.

ყაზახეთი რედაქტირება

კვიპროსსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 აპრილს დამყარდა. კვიპროსის საპატიო საკონსულო ასტანაში მდებარეობს და ყაზახეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ყაზახეთის საპატიო საკონსულოები ნიქოზიასა და ლიმასოლში მდებარეობს.

ყირგიზეთი რედაქტირება

ყირგიზეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობებო 1992 წლის 20 თებერვალს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

ქუვეითი რედაქტირება

ქუვეითსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2005 წლის 3 მაისს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ელ-ქუვეითში მდებარეობს, ხოლო ქუვეითის საელჩო ნიქოზიაშია განლაგებული.

ლიბანი რედაქტირება

 
კვიპროსის საელჩო სტოკჰოლმში

ლიბანსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1960 წლის 20 სექტემბერს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის სახელჩო - ნიქოზიაში. ორივე სახელმიწიფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის წევრია.

მალდივის კუნძულები რედაქტირება

მალდივის კუნძულებსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1997 წლის 1-ელ ნოემბერს დამყარდა. კვიპროსი მალდივის კუნძულებზე ნიუ-დელიში განთავსებული უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის წევრია.

მონღოლეთი რედაქტირება

მონღოლეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1973 წლის 19 დეკემბერს დაარსდა. კვიპროსი მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთი, ხოლო მონღოლეთი კვიპროსში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.

ომანი რედაქტირება

ომანის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსი ომანში კაიროში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო მუასკატში მდებარეობს.

პალესტინის სახელმწიფო რედაქტირება

კვიპროსს წარმომადგენელი ოფისი აქვს რამალაში, ხოლო პალესტინის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს. ორივე სახელმიწფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის წევრია.

კატარი რედაქტირება

 
კვიპროსის საელჩო მოსკოვში

კატარსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 2001 წლის 21 თებერვალს დამყარდა. კვიპროსის საელჩო დოჰაში მდებარეობს, ხოლო კატარს საელჩო ნიქოზიაში და საკონსულო ლიმასოლში აქვს.

საუდის არაბეთი რედაქტირება

საუდის არაბეთსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1961 წლის 27 ოქტომბერს დამყარდა. კვიპროსი საუდის არაბეთში ჯიდაში მდებარე საპატიო საკონსულოთია წარმოდგენილი, ხოლო საუდის არაბეთს ნიქოზიაში აქვს საელჩო.

სამხრეთი კორეა რედაქტირება

კვიპროსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 28 დეკემბერს დამყარდა. კვიპროსი სამხრეთ კორეაში აკრედიტებულია კანბერაში მდებარე არარეზიდენტი ელჩის ოფისით, ხოლო სამხრეთ კორეას არარეზიდენტი ელჩი ათენში ჰყავს, საპატიო საკონსულო კი - ნიქოზიაში.

შრი-ლანკა რედაქტირება

კვიპროსსა და შრი-ლანკას შორის ურთიერთობები 1981 წლის მარტში დაიწყო. კვიპროსი შრი-ლანკაში ნიუ-დელიში მდებარე უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო კოლომბოში აქვს. შრი-ლანკა კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო ლარნაკაში აქვს. ორივე სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები აქვს დადებული. შრი-ლანკაც და კვიპროსიც ერთა თანამეგობრობის წევრები არიან.

ტაილანდი რედაქტირება

კვიპროსსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლის 5 მაისს დამყარდა. კვიპროსი ტაილანდში ნიუ-დელიში მდებარე უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი, ხოლო ტაილანდი კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Cyprus Presidency of the Council of the European Union 2012 - Cyprus Presidency of the Council of the EU (European Union). ციტირების თარიღი: 19 February 2015
  2. Cyprus diplomatic relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — Mar 3, 2016. ციტირების თარიღი: Jul 21, 2022.
  3. MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS - Cyprus Diplomatic Missions Abroad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 2 May 2016
  4. „Cyprus says willing to engage on defining maritime zones“. Reuters (ინგლისური). 2020-08-18. ციტირების თარიღი: 2021-12-29.
  5. EMBASSY OF THE REPUBLIC OF CYPRUS IN TEHRAN - Welcome to our Website. ციტირების თარიღი: 2 May 2016
  6. Ministry Foreign Affairs of Cyprus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-09-09
  7. MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS - Bilateral Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 2 May 2016
  8. MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS - Foreign Diplomatic Missions in Cyprus - THAILAND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 2 May 2016