რამალა

პალესტინური ქალაქი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე

რამალა (ებრ. רמאללה) — ქალაქი პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ იერუსალიმიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 880 მ სიმაღლზე, ქალაქ ელ-ბირას სიახლოვეს. დღეისათვის წარმოადგენს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დე ფაქტო ადმინისტრაციულ მთავარ ქალაქს. 2016 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა უდრიდა 35,140 ადამიანს.

ქალაქი
რამალა
არაბ. رام الله
ებრ. רמאללה
დროშა

ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინის სახელმწიფო
კოორდინატები 31°53′49″ ჩ. გ. 35°12′06″ ა. გ. / 31.89694° ჩ. გ. 35.20167° ა. გ. / 31.89694; 35.20167
დაარსდა XVI საუკუნე
ფართობი 16.3 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 847 მეტრი
მოსახლეობა 38 998 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://www.ramallah.ps/
რამალა — პალესტინა
რამალა