ინგლისის პრემიერლიგა 2019-2020

ინგლისის პრემიერლიგა 2019-20 — ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის 28-ე სეზონი. მანჩესტერ სიტი სეზონს ზედიზედ ორგზის გამარჯვებით შეხვდა, ასევე სიტიმ წინა წელს შიდა ტრებლის შესრულება შეძლო. 1990 წლის შემდეგ ლივერპულმა ლიგა მეცხრამეტედ მოიგო, ეს მერსისაიდული კლუბისთვის პირველი პრემიერლიგური ტიტულია.

პრემიერლიგა სამი თვე შეჩერებული იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 13 მარტს სხვადასხვა კლუბის რამდენიმე წარმომადგენელს დაუდგინა კორონავირუსი. თავდაპირველად ლიგის თამაშები გადაიდო 4 აპრილამდე, თუმცა საბოლოოდ სეზონი ივნისის შუა რიცხვებში აღდგა.17 ივნისს ჩატარდა ორი გამოტოვებული თამაში, 19-22 ივნისს კი განახლდა დარჩენილი ტური.[1]

2019–20 სეზონში დაინეგა ვიდეო ასისტენტ რეფერის (ვარ) სისტემა.[2] ცვლილებები შეეხო გარკვეულ წესებს, რომლებიც უკავშირდება უკანა პასებს, პენალტებს და ხელით თამაშს.[3]

მიმოხილვა რედაქტირება

2018-19 წლის სეზონში მანჩესტერ სიტის და ლივერპულის ქულები 98 და 97 იყო, ბევრი ვარაუდობდა ახალ რბოლას ტიტულისთვის. მანჩესტერ სიტიმ 14 სექტემბერს შოკიმომგვრელი მარცხი განიცადა ჩემპიონშიპიდან ახლად დაწინაურებულ ნორვიჩ სიტისთან (3-2).[4] ამ მომენტში ლივერპულს ყველა თამაში მოგებული ჰქონდა. ნოემბრის დასაწყისში ენფილდზე ლივერპული მანჩესტერ სიტი 3-1 დასრულდა. ლივერპული 8 ქულით გაიჭრა წინ, რის შემდეგაც "წითლებს" პირველი ადგილი მთელი სეზონის განმავლობაში არ დაუთმიათ.

25 ოქტომბერს ლესტერ სიტიმ ახალი პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება. სენტ მერის სტადიონზე საუთჰემპტონი 0-9 დამარცხდა.[5]

2020 წლის 12 იანვარს მანჩესტერ სიტიმ 6-1 ძლია ასტონ ვილას. სერხიო აგუერომ რამდენიმე პირადი რეკორდი დაამყარა, გატანილი გოლებით გადაუსწრო ტიერი ანრის, გახდა არაბრიტანელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.[6] ამ თამაშში შესრულებული ჰეთ-თრიკით კი გადაუსწრო ალან შირერს, აგუეროს ანგარიშზე 12 ჰეთ-თრიკია.[7]

პრემიერლიგის ისტორიაში ეს იყო პირველი სეზონი, როცა ერთი ტური ორად გაყვეს, რადგან არ მომხდარიყო კლუბებისთის სათამაშო კალენდრის გადატვირთვა. სამი თამაში ჩატარდა 8-9 თებერვალს, ექვსი თამაში მომდევნო კვირას 14-17 თებერვალს, მეათე თამაში მანჩესტერ სიტი ვესტ ჰემ იუნაიტედი წესით 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა შტორმი კიარას გამო გადაიდო და 19 თებერვალს გაიმართა.[8]

სეზონის განმავლობაში ლივერპული რამდენიმე რეკორდის გაუმჯობესებასთან იყო ახლოს, მათ შორის ზედიზედ გამარჯვებების სერია,[9] 29 თებერვალს უოტფორდთან მარცხით ლივერპულმა ახალი რეკორდი ვერ დაამყარო, 18 გამარჯვებით მერსისაიდელებმა სიტის რეკორდი გაიმეორეს. სახლში 23 თამაშის არ წაგებით ლივერპულმა ახალი რეკორდი დაამყარა,[10] ასევე მიმდინარე რეკორდია სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის 23 ქულა.[11][12]

ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ პრემიერლიგა სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთო. განახლების შემდგომ ყველა კლუბის მოთამაშეს მაისურზე სახელის ნაცვლად ეწერა 'Black Lives Matter'.[13]

2020 წლის 25 ივნისს სტემფორდ ბრიჯზე გამართული ჩელსი მანჩესტერ სიტი, თამაში მასპინძლების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ჩელსის გამარჯვებით ლივერპულმა ოფიციალურად გაიფორმა პრემიერლიგის ტიტული 30 წლის შემდეგ პირველად. ლივერპულმა მოახერხა გამხდარიყო გუნდი, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო პრემიერლიგის ტიტული (7 ტურით ადრე) და ყველაზე გვიან (ივნისის თვეში პრემიერლიგა არასდროს ყოფილა).[14] გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ მატჩებში, მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე, ხოლო ასტონ ვილამ ენფილდზე საპატიო კორიდორი გამართა ლივერპულისთვის.[15]

2020 წლის 11 ივლის ნორვიჩ სიტი საკუთარ მოედანზე 4–0 დამარცხდა ვეს ჰემთან და გახდა პირველი გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაქვეითდა ჩემპიონშიპში.[16]

COVID-19-ის გავლენა რედაქტირება

პრემიერლიგას კორონავირუსის პანდემია პირველად მარტის თვეში შეეხო.[17] 10 მარტს გასამართი მანჩესტერ სიტი არსენალის დაპირისპირება გადაიდო, რადგან სიტი ინგლისის ლიგის თასის ფინალზე იყო გასული. არსენალის ფეხბურთელები კარანტინში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ოლიმპიაკოსის პრეზიდენტ ევანგელოს მარინაკის კორონავირუსი დაუდგინა, ეს ორი გუნდი ერთმანეთს 13 დღით ადრე ევროპა ლიგის თამაშზე შეხვდნენ.[18] მეორე მსოფლიო ომის გამო 1939-40 სეზონის გაუქმების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა ინგლისში, როცა ტურნირი შეჩერდა.[19]

12 მარტს ლესტერ სიტის ფეხბურთელები გადაიყვანეს თვით იზოლაციაში.[20] მანჩესტერ სიტიმ განაცხადა, რომ მათი მცველი ბენჯამინ მენდი იზოლაციაშია, რადგან მისი ოჯახის წევრს ვირუსის სიმპტომები ჰქონდა.[21] საღამოთი არსენალმა დაადასტურნა მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას დავირუსება.[22] 14 მარტს გამართული არსენალი ბრაიტონი და ჰოუვ ალბიონი გადაიდო.[23] 13 მარტს ჩელსიმ დაადასტურნა კალუმ ჰადსონ ოდოის კორონავირუსით დაავადება.[24]

13 მარტს გაიმართა შეხვედრა პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის, ინგლისის საფეხბურთო ლიგის და ქალთა სუპერ ლიგის წარმომადგენლებს შორის. გადაწყდა 4 აპრილამდე ყველა თამაშის გადადება.[25] 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით სეზონი გადადეს მინიმუმ 30 აპრილამდე.[26] სეზონი უნდა განახლებულიყო არაუმეტეს 1 ივნისისა. აპრილში სახელმწიფო მდივანმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში პრემიერლიგის კლუბებს მოუწოდა შეემცირებინათ ხელფასები, რასაც ზოგი კლუბი დათანხმდა.[27] აპრილის თვეში პრემიერლიგამ შეიმუშავა გეგმა სახელად "პროექტის განახლება", რომლის მიხედვითაც 6 კვირაში უნდა გამართულიყო დარჩენილი 92 თამაში ნეიტრალურ სტადიონებზე.[28] ტურნირის ცხრილის ბოლოში მყოფი კლუბები უოტფორდი, ასტონ ვილა და ბრაიტონი მიიჩნევდნენ, რომ არასწორი იქნებოდა განახლება მანამ სანამ კორნავირუსის გადადების საფრთხე არსებობდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიმდინარე სეზონი უნდა გაუქმებულიყო.[29][30] 19 მაისს ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ ვარჯიშებს დაბრუნებოდნენ, თუმცა შემუშავდა წესები. მოთამაშეები უნდა დაყოფილიყვნენ 5 ჯგუფად, ვარჯიში უნდა გაგრძელებულიყო არაუმეტეს 75 წუთისა ერთი ადამიანისთვის და დაცული უნდა ყოფილიყო სოცალური დისტანცია.[31] 17-18 მაისს გაიტესტა 748 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი, ექვსმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა, მათ შორის იყვნენ უოტფორდის ფეხბურთელი ადრიან მარიაპა და ბარნლის მთავარი მწვრთნელის დამხმარე იან უონი.[32][33][34] მაისის ბოლოს ბორნმუთის ფეხბურთელის არონ რამსდლეის შედეგმაც პოზიტიური აჩვენა.[35]

ბევრმა ფეხბურთელმა ტურნირის განახლების გამო შეშფოთება გამოთქვა, მათ შორის იყვნენ: „მანჩესტერ სიტის“ რაჰიმ სტერლინგი და სერხიო აგუერო, ვესტ ჰემის აარონ კრესველი. ნიუკასლ იუნაიტედში მოთამაშე დენი როუზმა კი განახლებას ხუმრობა უწოდა.[36][37] უოტფორდის კაპიტანმა ტროი დინმა ვარჯიშებზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რადგან საფრთხეში არ ჩაეგდო ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.[38] ვარჯიშები გამოტოვა ასევე ჩელსის ნ’გოლო კანტემ.[39] 27 მაისს ტურნირის განახლების გადაწყვეტილებას პრემიერლიგის ყველა კლუბმა მხარი დაუჭირა.[40] ასტონ ვილას ფეხბურთელმა ტაირონ მინგსიმ განაცხადა, რომ მათთან არავის შეუთანხმებია ეს და ტურნირის განახლება განპირობებული იყო მხოლოდ ფინანსური მხარით.[41]

მიღებული გადაწყვეტილებით პრემიერლიგა უნდა აღდგენილიყო 17 ივნისს,[42] პირველი თამაშები კი გამოტოვებული მანჩესტერ სიტი - არსენალი და ასტონ ვილა - შეფილდ იუნაიტედი იქნებოდა,[43] 19-21 ივნისიდან კი ტურნირში ყველა კლუბი ჩაერთვებოდა, გადაწყდა თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარება. ლიგის გადაწყვეტილებით 1992 წლის შემდეგ პირველად BBC სპორტს უფლება მისცეს 4 თამაში პირდაპირ ეთერში გაეშვა.[44]

4 ივნისს პრემიერლიგამ კლუბებს 5 ცვლილების უფლება მისცა.[45]

იძულებითი დასვენებიდან 3 თვის შემდეგ პირველი თამაშები 17 ივნისს შედგა, ასტონ ვილასა და შეფილდ იუნაიტედს შორის და მანჩესტერ სიტისა და არსენალს შორის.[46]

საფინანსო კომპანია Deloitte-ის ვარაუდით 2019-20 წლებში პრემიერლიგის კლუბები ჯამურად £1 მილიარდს იზარალებენ.[47]

მონაწილეები რედაქტირება

პრემიერლიგაში მონაწილეობს 20 გუნდი, 17 საუკეთესო წინა წლის ჩემპიონატიდან გადმოვიდა, ხოლო 3 ჩემპიონშიპიდან დაემატა, ესენია: ნორვიჩ სიტი, შეფილდ იუნაიტედი და ასტონ ვილა. ნორვიჩი და ასტონ ვილა სამი წლის შემდეგ დაუბრუნდნე უმაღლეს ჩემპიონატს, შეფილდ იუნატედის ბოლო პრემიერლიგა 12 წლის წინ იყო. ჩემპიონშიფში დაქვეითდა კარდიფ სიტი და ფულემი (ორივე ერთი წლის წინ იყვნენ დაბრუნებულები) და ჰადერსფილდ თაუნი (ორი წლით ადრე დაბრუნებული). კარდიფის დაქვეითებით 2010-11 სეზონის შემდეგ პირველად პრემიერლიგა უელსური კლუბის გარეშე ჩატარდა.

მონაწილეები და მათი სტადიონები რედაქტირება

შენიშვნა: ცხრილი დალაგებულია ანბანის მიხედვით.
კლუბი მდებარეობა სტადიონი ტევადობა[48]
არსენალი ლონდონი (ჰოლოუეი) ემირეიტსის სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.60,704
ასტონ ვილა ბირმინგემი ვილა პარკი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.42,785
ბარნლი ბარნლი ტერფ მური 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.21,944
ბორნმუთი ბორნმუთი დენ კორტი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.11,329
ბრაიტონი და ჰოუ ალბიონი ბრაიტონი ფალმერის სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.30,750
ევერტონი ლივერპული (უალტონი) გუდისონ პარკი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.39,414
ვესტ ჰემ იუნაიტედი ლონდონი (სტრატფორდი) ლონდონის ოლიმპიური სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.60,000
ვულვერჰემპტონ უონდერერსი ვულვერჰემპტონი მოლინიუს სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.32,050
კრისტალ პალასი ლონდონი (სელჰერსტი) სელჰერსტ პარკი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.25,486
ლესტერ სიტი ლესტერი კინგ პაუერი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.32,243
ლივერპული ლივერპული (ენფილდი) ენფილდი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.53,394
მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი (ოლდ ტრაფორდი) ოლდ ტრაფორდი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.74,879
მანჩესტერ სიტი მანჩესტერი ეტიჰადის სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.55,097
ნიუკასლ იუნაიტედი ნიუკასლ-აპონ-ტაინი სენტ-ჯეიმზ პარკი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.52,388
ნორვიჩ სიტი ნორვიჩი ქეროუ როუდი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.27,244
საუთჰემპტონი საუთჰემპტონი სენტ მერის სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.32,505
ტოტენჰემ ჰოტსპური ლონდონი (ტეტენჰემი) ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.62,303
უოტფორდი უოტფორდი ვიქერიჯ როუდი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.22,220
შეფილდ იუნაიტედი შეფილდი ბრამალ ლეინი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.32,125
ჩელსი ლონდონი (ფულემი) სტემფორდ ბრიჯი 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.40,834

პერსონალი და მაისურები რედაქტირება

კლუბი მწვრთნელი კაპიტანი სპონსორი სპონსორის ლოგო (წინ) სპონსორის ლოგო (მხარზე)
არსენალი   მიკელ არტეტა   პიერ-ემერიკ ობამეიანგი Adidas[49] Fly Emirates[50] Visit Rwanda[51]
ასტონ ვილა   დინ სმიტი   ჯეკ გრილიში Kappa[52] W88[53] BR88[54]
ბარნლი   შონ დაიჩი   ბენ მი Umbro LoveBet[55]
ბორნმუთი   ედი ჰაუ   საიმონ ფრენსისი Umbro[56] Vitality[ა][57] M88
ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი   გრემ პოტერი   ლუის დანკი Nike[58] American Express[58] JD[59]
ევერტონი   კარლო ანჩელოტი   სეიმუს კოლმანი Umbro[60] SportPesa[61] Angry Birds[62]
ვესტ ჰემ იუნაიტედი   დევიდ მოიესი   მარკ ნობლი Umbro[63] Betway[64] Scope Markets[65]
ვულვერჰემპტონ უონდერერსი   ნუნუ ეშპირიტუ-სანტო   კონორ კოუდი Adidas[66] ManBetX[67] CoinDeal[68]
კრისტალ პალასი   როი ჰოჯსონი   ლუკა მილიოევიჩი Puma[69] ManBetX[70] Dongqiudi
ლესტერ სიტი   ბრენდან როჯერსი   კასპერ შმეიხელი Adidas[71] King Power[72] Bia Saigon[73]
ლივერპული   იურგენ კლოპი   ჯორდან ჰენდერსონი New Balance[74] Standard Chartered[75] Western Union[76]
მანჩესტერ იუნაიტედი   ულე გუნარ სულშერი   ჰარი მაგუაიერი[77] Adidas[78] Chevrolet[79] Kohler[80]
მანჩესტერ სიტი   პეპ გვარდიოლა   დავიდ სილვა Puma[81] Etihad Airways[82] Nexen Tire[83]
ნიუკასლ იუნაიტედი   სტივ ბრიუსი   ჯეიმზ ლასელსი Puma[84] Fun88[85] StormGain[86]
ნორვიჩ სიტი   დანიელ ფარკე   გრანტ ჰენლი Erreà[87] Dafabet[88] Best Fiends[89]
საუთჰემპტონი   რალფ ჰაზენჰუტლი   ჯეიმზ ვორდ-პრაუსი Under Armour[90] LD Sports[91] Virgin Media[92]
ტოტენჰემ ჰოტსპური   ჟოზე მოურინიო   უგო ლორისი Nike[93] AIA[94] None
უოტფორდი   ნაიჯელ პირსონი   ტროი დინი Adidas[95] Sportsbet.io[96] Bitcoin[97]
შეფილდ იუნაიტედი   კრის უაილდერი   ბილი შაპი Adidas Union Standard Group[98]
ჩელსი   ფრენკ ლემპარდი   სესარ ასპილიკუეტა Nike[99] Yokohama Tyres[100] Hyundai[101]
  1. 2020 წლის 13 ივნისამდე ბორნმუთის ფორმის მთავარი სპონსორი იყო M88, კონტრაქტი გახანგრძლივდა სეზონის ბოლომდე.

მწვრთნელების ცვლილება რედაქტირება

კლუბი გაშვებული მწვრთნელი მიზეზი გაშვების დრო ადგილი ცხრილში მიღებული მწვრთნელი მიღების დრო
ბრაიტონი და ჰოუ ალბიონი   კრის ჰიუტონი[102] გაათავისუფლეს 13 მაისი 2019 სეზონის დაწყებამდე   გრემ პოტერი[103] 20 მაისი 2019
ჩელსი   მაურიციო სარი[104] კონტრაქტი გააფორმა იუვენტუსთან 16 ივნისი 2019   ფრენკ ლემპარდი[105] 4 ივლისი 2019
ნიუკასლ იუნაიტედი   რაფაელ ბენიტესი[106] კონტრაქტი დამთავრდა 30 ივნისი 2019   სტივ ბრიუსი[107] 17 ივლისი 2019
უოტფორდი   ხავი გარსია[108] გაათავისუფლეს 7 სექტემბერი 2019 20-ე   კიკე სანჩეს ფლორესი[108] 7 სექტემბერი 2019
ტოტენჰემ ჰოტსპური   მაურისიო პოჩეტინო[109] 19 ნოემბერი 2019 14-ე   ჟოზე მოურინიო[110] 20 ნოემბერი 2019
არსენალი   უნაი ემერი [111] 29 ნოემბერი 2019 მე-8   მიკელ არტეტა[112] 20 დეკემბერი 2019
უოტფორდი   კიკე სანჩეს ფლორესი[113] 1 დეკემბერი 2019 20-ე   ნაიჯელ პირსონი[114] 6 დეკემბერი 2019
ევერტონი   მარკო სილვა[115] 5 დეკემბერი 2019 10-ე   კარლო ანჩელოტი[116] 21 დეკემბერი 2019
ვესტ ჰემ იუნაიტედი   მანუალ პელეგრინი[117] 28 დეკემბერი 2019 17-ე   დეივიდ მოიესი[118] 29 დეკემბერი 2019

სქოლიო რედაქტირება

  1. „Premier League returns on June 17“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 28 May 2020.
  2. „VAR: Video assistant referees set to be used in Premier League next season“. BBC Sport. 15 November 2018. ციტირების თარიღი: 7 April 2019.
  3. „Football's new laws – changes to backpasses, penalties, handballs and subs for 2019–20“. BBC Sport. 1 August 2019. ციტირების თარიღი: 2 August 2019.
  4. „Norwich City 3-2 Manchester City: Canaries end champions' unbeaten run“. BBC Sport (ინგლისური). 2019-09-14. ციტირების თარიღი: 2020-06-26.
  5. „Southampton 0–9 Leicester City: Foxes equal record for biggest Premier League win“. BBC Sport. 25 October 2019. ციტირების თარიღი: 25 October 2019.
  6. „Sergio Aguero overtakes Thierry Henry to become Premier League record overseas goalscorer“. Sky Sports. 13 January 2020. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
  7. „Man City star Sergio Aguero sets Premier League hat-tricks record“. talkSPORT. 12 January 2020. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
  8. Kelner, Martha (8 June 2018). „Premier League winter break to come into force in 2019–20 season“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 April 2019.
  9. Ouzia, Malik (24 February 2020). „Liverpool equal Premier League winning run record with victory over West Ham“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 24 February 2020.
  10. McNulty, Phil (24 February 2020). „Liverpool 3–2 West Ham“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 February 2020.
  11. „Liverpool opened up the biggest lead by any team at the end of a day in English top-flight history“. BBC Sport. 1 February 2020. ციტირების თარიღი: 1 February 2020.
  12. „The result lifts Spurs to fifth...while City remain second, 22 points behind leaders Liverpool“. BBC Sport. 2 February 2020. ციტირების თარიღი: 2 February 2020.
  13. Premier League players to wear 'Black Lives Matter' on back of shirts. BBC Sport (13 June 2020).
  14. Mendola, Nicholas. (25 June 2020) Earliest Premier League champion: Is Liverpool fastest to clinch? en-US. NBC Sports. ციტირების თარიღი: 25 June 2020
  15. Milne, Alex. (2 July 2020) Man City give Liverpool guard of honour in Reds' first game as champions. ციტირების თარიღი: 8 July 2020
  16. Norwich City 0-4 West Ham United. BBC Sport (11 July 2020). ციტირების თარიღი: 11 July 2020.
  17. „Coronavirus: UK government considering banning sporting fixtures“. BBC Sport. 12 March 2020.
  18. „Manchester City vs. Arsenal postponed after players exposed to Olympiakos owner Evangelos Marinakis“. ESPN. ციტირების თარიღი: 10 March 2020.
  19. Football Statistics Archive.
  20. „Coronavirus: Three Leicester City players in isolation after showing symptoms“. BBC Sport. 12 March 2020.
  21. „Benjamin Mendy: Man City player self-isolating, family member in hospital“. BBC Sport. 12 March 2020.
  22. „Mikel Arteta: Arsenal manager tests positive for coronavirus“. BBC Sport. 13 March 2020.
  23. Brighton & Hove Albion FC [OfficialBHAFC]. (12 March 2020) Saturday's @premierleague match against @Arsenal has been postponed following the news that broke earlier this evening concerning Gunners head coach Mikel Arteta. #BHAFC. ციტირების თარიღი: 1 June 2020
  24. „Chelsea FC training facility will undergo partial closure after men's team player tested positive for COVID-19“. chelseafc.com. Chelsea FC.
  25. „Premier League, FA, EFL and WSL unite to postpone fixtures“. Premier League. 13 March 2020. ციტირების თარიღი: 13 March 2020.
  26. „Coronavirus: English football suspension extended until at least 30 April“. BBC Sport. 19 March 2020.
  27. „Coronavirus: Premier League players should take a pay cut – Matt Hancock“. 2 April 2020.
  28. Aarons, Ed (29 April 2020). „Premier League's Project Restart: what is it and is it feasible?“. The Guardian.
  29. „Premier League: More clubs open to using neutral venues if relegation removed“. BBC Sport. 3 May 2020.
  30. „Watford oppose Premier League neutral venue proposals, joining Brighton and Aston Villa“. BBC Sport. 9 May 2020. ციტირების თარიღი: 14 May 2020.
  31. „Project Restart: Premier League plan surprise inspections during training“. BBC Sport. 18 May 2020.
  32. „Statement on results of COVID-19 tests“. premierleague.com.
  33. „Watford's Adrian Mariappa confirms coronavirus; N’Golo Kante misses training“. BBC Sport. 20 May 2020.
  34. MacInnes, Paul (19 May 2020). „Burnley coach Ian Woan among six positive Premier League Covid-19 tests“. The Guardian.
  35. „Aaron Ramsdale: Bournemouth 'shook' by positive coronavirus test – Eddie Howe“. BBC Sport. 27 May 2020.
  36. „Sterling: I've had family members die from virus“. ESPN.com. 12 May 2020.
  37. „Coronavirus leaves Aaron Cresswell 'petrified' for his newborn baby“. The Guardian. 2 April 2020.
  38. „Troy Deeney: Watford captain says he will not return to training“. BBC Sport. 19 May 2020.
  39. „N'Golo Kante opts to miss Chelsea training on Wednesday“. Sky Sports.
  40. „Premier League clubs agree to resume contact training“. BBC Sport. 27 May 2020.
  41. „Tyrone Mings: Premier League players 'last to be consulted' over 'financially driven' restart“. BBC Sport. 31 May 2020.
  42. „Premier League set to restart on 17 June with Man City v Arsenal and Villa v Sheff Utd“. BBC Sport. 28 May 2020. ციტირების თარიღი: 28 May 2020.
  43. „Premier League fixtures: All 2019/20 remaining games“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 28 May 2020.
  44. „Premier League: BBC to show live matches when season resumes in June“. BBC Sport. 28 May 2020. ციტირების თარიღი: 29 May 2020.
  45. „Premier League: Five substitutes approved for rest of 2019–20 season“. BBC Sport. 4 June 2020. ციტირების თარიღი: 4 June 2020.
  46. Update on 2019/20 Fantasy Premier League.
  47. Coronavirus pandemic set to cost Premier League clubs £1bn in 2019–20 – Deloitte (11 June 2020).
  48. Premier League Handbook 2019/20 (PDF). Premier League. ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  49. „Adidas and Arsenal launch new partnership“. Adidas. ციტირების თარიღი: 1 July 2019.
  50. „Emirates and Arsenal Renew Sponsorship Deal“. emirates.com. ციტირების თარიღი: 24 February 2019.
  51. „Arsenal partner with 'Visit Rwanda'. Arsenal FC. ციტირების თარიღი: 23 May 2018.
  52. „Aston Villa announce Kappa as Principal Partner“. Aston Villa FC. ციტირების თარიღი: 25 May 2019.
  53. „W88 become Principal Partner of Aston Villa for 2019/20“. Aston Villa FC. 6 June 2019. ციტირების თარიღი: 6 June 2019.
  54. „BR88 confirmed as Aston Villa's Official Sleeve Partner“. Aston Villa FC. 13 June 2019.
  55. „It's A LoveBet Story For Clarets“. Burnley FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 5 June 2019.
  56. „#NextChapter: AFC Bournemouth and Umbro“. afcb.co.uk. 26 April 2017.
  57. Vitality become official shirt sponsor. AFC Bournemouth (13 June 2020). ციტირების თარიღი: 20 June 2020.
  58. 58.0 58.1 „New Kit Partnership with Nike“. seagulls.co.uk. Brighton & Hove Albion FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2014.
  59. „Albion extend JD sponsorship deal“. Brighton & Hove Albion FC. 2 August 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 5 August 2019.
  60. „Everton reveal new Umbro home kit for 2014/15 season“. liverpoolecho.co.uk. Liverpool Echo. 26 June 2014. ციტირების თარიღი: 24 February 2020.
  61. „Everton confirm SportPesa as new shirt sponsor“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 15 May 2017.
  62. „Everton Sign Sleeve Deal With Games Giant Rovio Entertainment“. evertonfc.com. Everton FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 September 2017.
  63. „West Ham re-united with Umbro“. West Ham United FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  64. „Hammers renew partnership with Betway“. West Ham United FC. 24 May 2019. ციტირების თარიღი: 1 September 2019.
  65. „West Ham United unveil new sleeve sponsor ahead of the run-in West Ham United“. West Ham United FC. 19 June 2020. ციტირების თარიღი: 19 June 2020.
  66. „Wolves Unveil Partnership With Adidas“. Wolverhampton Wanderers FC. 8 May 2018. ციტირების თარიღი: 8 May 2018.
  67. „Wolves sign new lucrative shirt sponsorship deal with ManBetX“. Shropshire Star. 4 June 2019. ციტირების თარიღი: 5 June 2019.
  68. „Wolves Unveil CoinDeal As Shirt Sleeve Sponsor“. Wolverhampton Wanderers FC. ციტირების თარიღი: 4 July 2018.
  69. „Revealed: Crystal Palace and Puma 2018/19 Kits“. Crystal Palace FC. 9 May 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 10 May 2018.
  70. „Palace Announce New Shirt Sponsor, ManBetX“. Crystal Palace FC. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  71. „Leak Confirmed – Leicester City Announce Adidas Kit Deal“. Footy Headlines. 17 May 2018. ციტირების თარიღი: 18 May 2018.
  72. „2014/15 PUMA Home Kit Now on Sale!“. Leicester City FC. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  73. „Leicester City And ThaiBev Agree Multi-Year Global Partnership“. ციტირების თარიღი: 3 August 2018.
  74. „Liverpool free to sign kit deal with Nike after New Balance appeal is rejected“. The Guardian. 1 November 2019. ციტირების თარიღი: 4 December 2019.
  75. „Liverpool renew Standard Chartered sponsorship deal“. Reuters. 24 May 2018. ციტირების თარიღი: 4 December 2019.
  76. „Western Union signs sponsorship deal with Liverpool football club“. Financial Times. 9 August 2017. ციტირების თარიღი: 9 August 2017.
  77. „Harry Maguire made Manchester United captain to succeed Ashley Young“. BBC Sport. 17 January 2020. ციტირების თარიღი: 17 January 2020.
  78. „Manchester United and Adidas in £750m deal over 10 years“. BBC News. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  79. „Manchester United's £53m shirt deal with Chevrolet unaffected despite likely absence of Champions League“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  80. „Kohler Unveiled as Shirt Sleeve Sponsor“. Manchester United. 12 July 2018. ციტირების თარიღი: 12 July 2018.
  81. „Manchester City strike 10-year kit deal with Puma“. Sky Sports. 28 February 2019. ციტირების თარიღი: 28 February 2019.
  82. Taylor, Daniel (8 July 2011). „Manchester City bank record £400m sponsorship deal with Etihad Airways“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  83. Edwards, John (17 March 2017). „Man City and Nexen Tire announce Premier League first partnership“. Manchester City F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 17 May 2017.
  84. „REVEALED: Newcastle United Officially Announce 125th Anniversary Kit Featuring New Sponsor Fun88“. 15 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2020.
  85. „FUN88 becomes Newcastle United shirt sponsor“. Newcastle United FC. ციტირების თარიღი: 15 May 2017.
  86. „StormGain named Official Sleeve Partner“. Newcastle United F.C. ციტირების თარიღი: 26 July 2019.
  87. „City delighted to extend Errea deal“. Norwich City FC. 2 July 2015.
  88. „City announce record breaking front of shirt partnership with Dafabet“. Norwich City FC. 1 July 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2020.
  89. „Club announces first ever-ever Premier League Sleeve Partner, Best Fiends“. Norwich City FC. 3 July 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2020.
  90. „Saints announce multi-year partnership with Under Armour“. Southampton FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 14 April 2016.
  91. „LD Sports becomes new Main Club Sponsor“. Southampton FC. 13 May 2019. ციტირების თარიღი: 15 May 2019.
  92. „Virgin Media agree new three-year deal“. Southampton FC. 10 May 2019. ციტირების თარიღი: 11 May 2019.
  93. „Tottenham Hotspur announces multi-year partnership with Nike“. Tottenham Hotspur FC. ციტირების თარიღი: 30 June 2017.
  94. „Tottenham Hotspur announce new £320m shirt deal“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 25 July 2019.
  95. „Watford Announce Adidas Deal“. footyheadlines.com. ციტირების თარიღი: 6 December 2016.
  96. „Official: Sportsbet.io Becomes New Front Of Shirt Sponsor“. Watford FC. 14 June 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 15 June 2019.
  97. „Bitcoin Confirmed As New Sleeve Partner“. Watford FC. 12 September 2019. ციტირების თარიღი: 15 September 2019.
  98. „United sign major sponsorship deal with USG“. sufc.co.uk. ციტირების თარიღი: 24 June 2019.
  99. „Chelsea and Nike announce long-term partnership“. Chelsea FC. ციტირების თარიღი: 13 October 2016.
  100. „Chelsea seal £200m shirt sponsorship deal with Yokohama Rubber“. The Guardian. ციტირების თარიღი: 23 June 2015.
  101. „Chelsea and Hyundai Begin New Partnership“. Chelsea FC. 11 June 2018. ციტირების თარიღი: 11 June 2018.
  102. „Chris Hughton: Brighton sack manager after 17th-placed finish in Premier League“. BBC Sport. 13 May 2019. ციტირების თარიღი: 20 May 2019.
  103. „Graham Potter appointed new Brighton manager after leaving Swansea“. BBC Sport. 13 May 2019. ციტირების თარიღი: 20 May 2019.
  104. „Maurizio Sarri: Juventus appoint Chelsea manager“. BBC Sport. 16 June 2019. ციტირების თარიღი: 16 June 2019.
  105. „Frank Lampard returns to Chelsea“. Chelsea FC. 4 July 2019. ციტირების თარიღი: 4 July 2019.
  106. „Rafael Benitez: Newcastle United manager to leave club“. BBC Sport. 24 June 2019. ციტირების თარიღი: 24 June 2019.
  107. „Steve Bruce: Newcastle United appoint ex-Sheffield Wednesday manager“. BBC Sport. 17 July 2019. ციტირების თარიღი: 17 July 2019.
  108. 108.0 108.1 „Watford: Quique Sanchez Flores reappointed after Javi Gracia exit“. BBC Sport. 7 September 2019. ციტირების თარიღი: 7 September 2019.
  109. „Mauricio leaves Club“. Tottenham Hotspur F.C. 19 November 2019. ციტირების თარიღი: 20 November 2019.
  110. „Jose Mourinho appointed new Head Coach“. Tottenham Hotspur F.C. 20 November 2019. ციტირების თარიღი: 20 November 2019.
  111. „Unai Emery leaves club“. Arsenal F.C. 29 November 2019. ციტირების თარიღი: 29 November 2019.
  112. „Mikel Arteta joining as our new head coach“. Arsenal F.C. 20 December 2019. ციტირების თარიღი: 20 December 2019.
  113. „Quique Sanchez Flores: Watford sack manager after less than three months in charge“. BBC Sport. 1 December 2019. ციტირების თარიღი: 1 December 2019.
  114. „Watford: Nigel Pearson succeeds Quique Sanchez Flores as manager“. BBC Sport. 6 December 2019. ციტირების თარიღი: 6 December 2019.
  115. „Club Statement“. Everton F.C. 5 December 2019. ციტირების თარიღი: 5 December 2019.
  116. „Ancelotti Appointed Everton Manager“. Everton F.C. 21 December 2019. ციტირების თარიღი: 21 December 2019.
  117. Peck, Joshua (28 December 2019). „West Ham sack Manuel Pellegrini after Leicester loss as Hammers loom near relegation zone“. Express.co.uk. ციტირების თარიღი: 28 December 2019.
  118. „David Moyes: West Ham appoint former boss for second spell“. BBC Sport. 30 December 2019. ციტირების თარიღი: 29 December 2019.