მარკ ჯეიმზ ნობლი (ინგლ. Mark James Noble; დ. 8 მაისი 1987) — ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 18 წლის განმავლობაში იცავდა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ღირსებას, რომლის გულშემატკივრებაც კლუბისადმი მრავალწლიანი ერთგულების გამო მას მეტსახელად „მისტერ ვესტ ჰემი“ შეარქვეს.[1][2] 2023 წლის 2 იანვრიდან დაიკავა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორის თანამდებობა.[3]

მარკ ნობლი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1987 (1987-05-08) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
(სპორტული დირექტორი)
ახალგაზრდული კარიერა
2000–2004 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2022 ვესტ ჰემ იუნაიტედი 472 (55)
2006   ჰალ სიტი 5 (0)
2006   იფსვიჩ თაუნი 13 (1)
ეროვნული ნაკრები
2002 ინგლისი 16-წლ. 7 (0)
2003–2004 ინგლისი 17-წლ. 12 (0)
2004 ინგლისი 18-წლ. 1 (0)
2005 ინგლისი 19-წლ. 7 (0)
2007–2009 ინგლისი 21-წლ. 20 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

დაიბადა კენინგ-თაუნში, აღმოსავლეთ ლონდონში. 11 წლის ასაკში თამაშობდა „არსენალის“ აკადემიაში, მისი თქმით მამამისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთს და შვილს სწორედ ასე ზრდიდა. პირველი პროფესიონალური თამაში 2004 წელს ჩაატარა, ლიგის თასის 1/32 ფინალში, სადაც 2–0 გაიმარჯვეს „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. ჩემპიონშიპში მისი დებიუტი 2005 შედგა, როდესაც „ვოლვისის“ წინააღმდეგ მისი გუნდი 4–2 დამარცხდა.

კარიერა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაიწყო, მაგრამ იჯარის წესით განათხოვრებული იყო „ჰალ სითიში“ და „იფსვიჩ თაუნში“. 2014 წელს მოხვდა თერთმეტმეტრიანების შემსრულებელთა საუკეთესო ხუთეულში.

სანაკრებო რედაქტირება

იცავდა ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. იყო ინგლისის 18-წლამდელთა გუნდის კაპიტანი და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელმაც 2005 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში სერბეთისა და მონტენეგროს 19-წლამდელთა ნაკრები 3–1 დაამარცხა, თუმცა შემდგომში ფინალი დათმო საფრანგეთთან.

შემდგომში იყო ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, რომლის შემადგენლობაშიც 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მიღწევები რედაქტირება

 
მარკ ნობლი აწვდის კუთხურს.

საკლუბო რედაქტირება

ვესტ ჰემ იუნაიტედი

ინგლისი 19-წლ.

  • ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი: 2005[4]

ინგლისი 21-წლ.

  • ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი: 2009[5]

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ჩემპიონშიპის წლის გუნდის წევრი: 2011–12[6]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის ჩაქუჩი: 2011–12, 2013–14
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის ახალგაზრდა ჩაქუჩი: 2004–05[7]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ათწლეულის ჩაქუჩი: 2010–19[8]

სტატისტიკა რედაქტირება

მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და გათამაშების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ვესტ ჰემ
იუნაიტედი
2004–05[9] ჩემპიონშიპი 13 0 3 0 2 0 3[ა] 0 21 0
2005–06[10] პრემიერ-ლიგა 5 0 0 0 1 0 6 0
2006–07[11] პრემიერ-ლიგა 10 2 1 1 0 0 0 0 11 3
2007–08[12] პრემიერ-ლიგა 31 3 2 0 3 0 36 3
2008–09[13] პრემიერ-ლიგა 29 3 4 2 1 0 34 5
2009–10[14] პრემიერ-ლიგა 27 2 0 0 1 0 28 2
2010–11[15] პრემიერ-ლიგა 26 4 4 0 5 1 35 5
2011–12[16] ჩემპიონშიპი 45 8 0 0 0 0 3[ა] 0 48 8
2012–13[17] პრემიერ-ლიგა 28 4 1 0 1 0 30 4
2013–14[18] პრემიერ-ლიგა 38 3 0 0 1 0 39 3
2014–15[19] პრემიერ-ლიგა 28 2 4 0 1 0 33 2
2015–16[20] პრემიერ-ლიგა 37 7 5 0 1 0 3[ბ] 0 46 7
2016–17[21] პრემიერ-ლიგა 30 3 1 0 1 0 3[ბ] 2 35 5
2017–18[22] პრემიერ-ლიგა 29 4 1 0 3 0 33 4
2018–19[23] პრემიერ-ლიგა 31 5 1 0 0 0 32 5
2019–20[24] პრემიერ-ლიგა 33 4 2 0 1 0 35 4
2020–21[25] პრემიერ-ლიგა 21 0 3 0 1 0 25 0
2021–22[26] პრემიერ-ლიგა 11 1 1 0 2 0 9[ბ] 1 23 2
სულ 472 55 32 3 25 1 21 3 550 62
ჰალ სიტი   2005–06[10] ჩემპიონშიპი 5 0 0 0 0 0 5 0
იფსვიჩ თაუნი   2006–07[11] ჩემპიონშიპი 13 1 0 0 0 0 13 1
სულ ჯამში 490 56 32 3 25 1 21 3 568 63
  1. 1.0 1.1 ჩემპიონშიპის პლეი-ოფების მატჩები
  2. 2.0 2.1 2.2 მატჩები უეფა-ს ევროპა ლიგაზე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Mark Noble - Mr West Ham // West Ham United F.C.
  2. West Ham United Captain Mark Noble signs contract extension
  3. Mark Noble to take up Sporting Director role in January
  4. England 1–3 France: Lineups // UEFA
  5. Germany 4–0 England: Lineups // UEFA
  6. Arsenal striker Robin van Persie named PFA Player of the Year
  7. West Ham's last 10 Young Hammer of the Year winners
  8. Mark Noble voted Hammer of the Decade // whufc.com
  9. Games played by Mark Noble in 2004/2005 // Soccerbase
  10. 10.0 10.1 Games played by Mark Noble in 2005/2006 // Soccerbase
  11. 11.0 11.1 Games played by Mark Noble in 2006/2007 // Soccerbase
  12. Games played by Mark Noble in 2007/2008 // Soccerbase
  13. Games played by Mark Noble in 2008/2009 // Soccerbase
  14. Games played by Mark Noble in 2009/2010 // Soccerbase
  15. Games played by Mark Noble in 2010/2011 // Soccerbase
  16. Games played by Mark Noble in 2011/2012 // Soccerbase
  17. Games played by Mark Noble in 2012/2013 // Soccerbase
  18. Games played by Mark Noble in 2013/2014 // Soccerbase
  19. Games played by Mark Noble in 2014/2015 // Soccerbase
  20. Games played by Mark Noble in 2015/2016 // Soccerbase
  21. Games played by Mark Noble in 2016/2017 // Soccerbase
  22. Games played by Mark Noble in 2017/2018 // Soccerbase
  23. Games played by Mark Noble in 2018/2019 // Soccerbase
  24. Games played by Mark Noble in 2019/2020 // Soccerbase
  25. Games played by Mark Noble in 2020/2021 // Soccerbase
  26. Games played by Mark Noble in 2021/2022 // Soccerbase