სელჰერსტ პარკი (ინგლ. Selhurst Park) — სტადიონი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. მისი ტევადობა 25 456 კაცს შეადგენს. სტადიონზე იმართება კრისტალ პალასის საშინაო მატჩები.

სელჰერსტ პარკი
მდებარეობა ლონდონი, ინგლისი
კოორდინატები 51°23′54″ ჩ. გ. 0°05′08″ დ. გ. / 51.39833° ჩ. გ. 0.08556° დ. გ. / 51.39833; -0.08556
აშენდა 1924
გაიხსნა 30 აგვისტო, 1924
მესაკუთრე CPFC 2010
კონსტრუქციის ღირებულება 30 000 გირვანქა სტერლინგი
არქიტექტორი არჩიბალდ ლიტჩი
ტევადობა 25,456[1]
გუნდები

ადგილი ახალი სტადიონისთვის, სადაც მანამდე აგურის ქარხანა მდებარეობდა, კლუბმა ბრაიტონის რკინიგზის კომპანიისგან შეისყიდა 2 570 ფუნტად 1922 წელს. სტადიონის პროექტი შეადგინა ცნობილმა შოტლანდიელმა არქიტექტორმა არჩიბალდ ლიტჩიმ, რომლის რეალიზება მოახდინა სამშენებლო კომპანია Humphreys of Kensington-მა დაახლოებით 30 000 ფუნტად. 1924 წლის 30 აგვისტოს მოედანზე გაიმართა პირველი საფეხბურთო მატჩი „კრისტალ პალასსა“ და „შეფილდ უენსდეის“ მონაწილეობით, 25 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით. მასპინძლები 0:1 დამარცხდნენ. იმ დროს სტადიონს მხოლოდ ერთი ტრიბუნა ჰქონდა, დანარჩენნი მოედანს მიუშენეს 60-იან წლებში.

1926 წლის 1 მარტს ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა უელსის წინააღმდეგ „სელჰერსტ პარკზე“. 1948 წელს სტადიონმა უმასპინძლა ორ მატჩს ლონდონის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას. [2] [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Premier League Handbook Season 2016/17 (PDF). Premier League. ციტირების თარიღი: 18 August 2016.
  2. Selhurst Park : Key facts.
  3. Selhurst Park on Soccerway.