სენტ-ჯეიმზ პარკი (ინგლ. St James' Park) — სტადიონი ნიუკასლში, გაერთიანებულ სამეფოში. სტადიონი არის საშინაო არენა პრემიერლიგის ბინადარი, ნიუკასლ იუნაიტედისთვის. სტადიონი იტევს 52 405 ადამიანს.[1]

სენტ-ჯეიმზ პარკი
მდებარეობა ნიუკასლი, გაერთიანებული სამეფო
გაიხსნა 1892
მესაკუთრე ნიუკასლ იუნაიტედი
ტევადობა 52,405

სენტ-ჯეიმზ პარკი არის ნიუკასლის საშინაო სტადიონი 1892 წლიდან, ხოლო საფეხბურთო მატჩები მასზე 1880 წლიდან იმართება.[2] გარდა ფეხბურთისა სტადიონი ასევე მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის: 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფეხბურთის სტადიონად იყო გამოყენებული.[3] ასევე სტადიონზე იმართება როკ-კონცერტები და საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩები.

  1. The Football Association Premier League Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-22. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-16. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  3. http://www.olympic.org/london-2012-venues