ჯორდან ჰენდერსონი
ჯორდან ბრაიან ჰენდერსონი (ინგლ. Jordan Brian Henderson; დ. 17 ივნისი, 1990) — ინგლისელი ფეხბურთელი, ამსტერდამის „აიაქსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორდან ბრაიან ჰენდერსონი | ||
დაბადების თარიღი | 17 ივლისი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | სანდერლენდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | აიაქსი | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2008 | სანდერლენდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | სანდერლენდი | 71 | (4) |
2009 | → ქოვენთრი სიტი | 10 | (1) |
2011–2023 | ლივერპული | 360 | (29) |
2023–2024 | ალ-იტიფაქი | 17 | (0) |
2011–2023 | აიაქსი | 10 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010– | ინგლისი | 81 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აგვისტო, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2023 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაკარიერა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, კლუბ „სანდერლენდში“. 2009 წელს იჯარით თამაშობდა „ქოვენთრი სიტიში“. 2011 წლის 9 ივნისს „სანდერლენდიდან“[1] და „ლივერპულში“ გადავიდა £17 მილიონის სანაცვლოდ.[2][3] პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჰენდერსონის დებიუტი 2011 წლის 13 აგვისტოს, ყოფილ კლუბთან, „სანდერლენდთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში შედგა. 2012 წელს კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, ინგლისის ლიგის თასი. 2015 წლიდან გახდა „ლივერპულის“ კაპიტანი.[4] 2019 წელს მისი კაპიტნობით „ლივერპულმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.[5][6] იმავე წელს ჰენდერსონი გახდა „ლივერპულის“ პირველი კაპიტანი, ვინც კლუბთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰენდერსონის დებიუტი 2010 წელს შედგა. მანამდე მას ნათამაშები ჰქონდა ინგლისის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. ეროვნული ნაკრების რიგებში ჰენდერსონს 50-ზე მეტ მატჩში აქვს ნათამაშები. ნაკრებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში: 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატსა და 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატშში. 2019 წელს ჰენდერსონი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.[7]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ინგლისი |
2010 | 1 | 0 |
2011 | 0 | 0 | |
2012 | 4 | 0 | |
2013 | 2 | 0 | |
2014 | 11 | 0 | |
2015 | 4 | 0 | |
2016 | 10 | 0 | |
2017 | 4 | 0 | |
2018 | 12 | 0 | |
2019 | 7 | 0 | |
2020 | 3 | 0 | |
2021 | 10 | 2 | |
2022 | 6 | 1 | |
2023 | 7 | 0 | |
ჯამში | 81 | 3 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2018–19; ფინალისტი: 2017–18 2021–22
- ინგლისის პრემიერლიგა: 2019–20
- უეფა-ს სუპერთასი: 2019
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2019
- ინგლისის ლიგის თასი: 2011–12, 2021–22;; ფინალისტი: 2015–16
- ინგლისის სუპერთასი: 2022
- უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალისტი: 2015–16
- ინგლისის ასოციაციის თასი: 2021–22; ფინალისტი: 2011-2012
სანაკრებო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2019
- „ლივერპულის“ წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2011-2012
- „სანდერლენდის“ წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2009–10, 2010–11
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jordan Henderson — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ESPN Soccernet profile
- LFC History profile
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Henderson fee agreed.
- ↑ Doyle, Paul (13 June 2011). „Jordan Henderson aims to reward Liverpool's faith and £20m investment“. The Guardian. London.
- ↑ „Liverpool and Sunderland agree transfer fee for Jordan Henderson“. The Daily Telegraph. London. 8 June 2011.
- ↑ Henderson appointed Liverpool captain, 10 ივლისი, 2015.
- ↑ Liverpool win Champions League 1 ივნისი, 2019.
- ↑ Liverpool beat Chelsea on penalties to win Super Cup, 14 აგვისტო, 2019.
- ↑ Jordan Henderson & Lucy Bronze named England players of year for 2019, 14 იანვარი, 2020.