სანდერლენდი
სანდერლენდი (ინგლ. Sunderland) — ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, ტაინ-ენდ-უირის საგრაფოში, ნავსადგური ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე, მდინარე უირის ესტუარში. მოსახლეობა — 174,286 კაცი (2011 წლის აღწერით). ქალაქში არის გემთმშენებლობის დიდი ცენტრი; ამწევ-სატრანსპორტო და სამთო მოწყობილობის, რადიოელექტრონიკის, ნაკეთობათა დამზადება; საავიაციო, ხის დასამუშავებელი, მინის მრეწველობა; ნავსადგურის მომსახურე საწარმოები. იღებენ და გააქვთ ქვანახშირი.
ქალაქი | |
---|---|
სანდერლენდი ბრიტ. ინგლ. Sunderland | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კოორდინატები | 54°54′00″ ჩ. გ. 1°22′49″ დ. გ. / 54.90000° ჩ. გ. 1.38028° დ. გ. |
ფართობი | 111.84 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 60 მეტრი |
მოსახლეობა | 174,286 (2011) კაცი |
სატელეფონო კოდი | 0191 |
საფოსტო ინდექსი | SR1, SR2, SR3, SR4, SR5, SR6 და SR9 |